შაბათი, იანვარი 24, 2026

სალომე სამადაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ განაცხადა ყველანაირი უარი დებატებში მონაწილეობაზე – არ უნდა წამოვეგოთ ყოველ ჯერზე მათ მიერ მოგონილ რაღაც მორიგ ხრიკს

დიდი ყურადღება არ უნდა დავუთმოთ ამ სისულელეს, რომელიც წამოროშა იმ პარტიამ, რომელმაც თავად განაცხადა თავის დროზე უარი. „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ განაცხადა ყველანაირი უარი დებატებში მონაწილეობაზე, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

სამადაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, შექმნას ილუზია, თითქოს ის ხალხის ან ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესებს წარმოადგენს.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ ყოველ ჯერზე „ქართული ოცნების“ მიერ მოგონილ, რაღაც მორიგ ხრიკს იმიტომ, რომ ყველას კარგად გვესმის, ამ არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც არის უკიდურეს იზოლაციაში და წინ ელოდება საერთაშორისო წნეხის მხოლოდ და მხოლოდ დამძიმება, დღეს აქვს ერთადერთი დღის წესრიგი, რომ მოძებნოს რაღაც ხრიკი, რომლითაც შეეცდება, რომ შექმნას რაღაც ილუზია, თითქოს ის ხალხის ან ჩვენი ქვეყნის რაიმე ლეგიტიმურ ინტერესებს წარმოადგენს, ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ყურადღება არ უნდა დავუთმოთ ამ სისულელეს, რომელიც წამოროშა იმ პარტიამ, რომელმაც თავად განაცხადა თავის დროზე უარი. „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ განაცხადა ყველანაირი უარი დებატებში მონაწილეობაზე და მეტიც, მათ შეწყვიტეს სიარული ყველანაირ ტელევიზიაში. ხომ არ შეიძლება, რამდენჯერაც რამე სისულელეს წამოროშავს კობახიძე, ჩვენ წამოვეგოთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ოპოზიციურ ერთობაში ყოფნა იმის ფონზე, რომ ოპოზიციური რვიანისთვის „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა წარმოუდგენელია, სამადაშვილმა უპასუხა, რომ ადგილობრივი არჩევნების გამოცდილებამ აჩვენა, თუ რა ნულოვანი შედეგი აქვს არჩევნების ბოიკოტს.

„ადგილობრივი არჩევნების გამოცდილებამ აჩვენა ყველას, რომ არჩევნების ბოიკოტს ნულოვანი შედეგი აქვს და უკუშედეგი მოაქვს. ამიტომ, ახლა ამ საკითხზე ოპოზიციის შიგნით დაპირისპირებაში შესვლა აზრს მოკლებულია იმიტომ, რომ ჯერ არ არის არჩევნები დანიშნული.

მე არ ვიცი, სხვას რა მოთხოვნა აქვს, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიული კანონების გაუქმება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სოზარ სუბარი: ახლოვადიან პერსპექტივაში ზანგეზურის დერეფანი ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში პირიქით – ერთ სივრცეში რამდენიმე ალტერნატიული გზის არსებობა ხელს შეუწყობს მეტი...

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, ზანგეზურის დერეფანზე, საქართველოს სატრანზიტო როლსა და რადიკალური ოპოზიციის პოზიციებზე საუბრობს.ე.წ. „ტრამპის დერეფნის“ დერეფნის სრულმასშტაბიანი ამოქმედება - ვგულისხმობ უახლოეს რამდენიმე წელიწადში გამორიცხულია, თუნდაც იქ არსებული რთული რელიეფის გამო. შესაბამისად, ეს დერეფანი ახლო პერსპექტივაში ვერ იქნება საქართველოზე გამავალი სატრანზიტო გზის კონკურენტი, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა რეგიონში რამდენიმე ალტერნატიული მიმართულება გაჩნდება, ეს ხელს შეუწყობს ე.წ. შუა დერეფნით დაინტერესებას, შესაბამისად მოხდება მეტი ტვირთების მოზიდვა და საქართველოსთვისაც ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება.„უპირველეს ყოვლისა, ძალიან კარგია, რომ სამხრეთ კავკასიაში დამყარდა მშვიდობა და აზერბაიჯანმა აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა. დღეს სომხეთის ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ეს პროცესი გარდაუვალი იყო და ყველას ინტერესში შედიოდა, ხოლო სომხურმა საზოგადოებამ იქ ჩატარებულ არჩევნებზე მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიად აღიარა. ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესს საზოგადოებრივი მხარდაჭერაც ჰქონდა.მართალია, ორ ქვეყანას შორის ჯერ კიდევ ბევრი საკითხი რჩება გადაუწყვეტელი - დაწყებული საზღვრების დელიმიტაციით, გაგრძელებული ყარაბაღში მოსახლეობის დაბრუნების საკითხით და სხვა მრავალი პრობლემით - მაგრამ მთავარი ის არის, რომ სამხრეთ კავკასიის ერთ ნაწილში აღდგა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და დამყარდა მშვიდობა. დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როდესაც - არა ომით, არამედ მშვიდობით - აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც.რაც შეეხება ზანგეზურს და პრეზიდენტ ალიევის განცხადებას — რომ დღეს აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთები საქართველოს გავლით გადაადგილდება, თუმცა დადგება დღე, როდესაც ეს ტვირთები აზერბაიჯანიდან პირდაპირ სომხეთში შევა. როდესაც ორი ქვეყანა ერთმანეთის მეზობელია და მათ საერთო საზღვარი აქვთ, სრულიად ბუნებრივია, რომ ტვირთი პირდაპირი გზით შევიდეს ერთი ქვეყნიდან მეორეში და არა მესამე ქვეყნის გავლით. შესაძლოა, საქართველომ ამით მცირე შემოსავალი დაკარგოს, მაგრამ ეს, ჯერ ერთი, არც ეკონომიკურად არის დიდი მოცულობა და მეორე, ეს სავსებით ბუნებრივი პროცესია, ამას მოითხოვს გეოგრაფია და ელემენტარული საღი აზრი.რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანს, რომელიც, პირველ რიგში, ცენტრალურ აზერბაიჯანის თავისსავე ნაწილთან - ნახიჩევანის ავტონომიასთან დააკავშირებს - ეს არის უმოკლესი გზა აზერბაიჯანის ორ ნაწილს შორის. შესაბამისად, ამ გზაზე ტვირთების მოძრაობა სრულიად ბუნებრივი და მისასალმებელია. მეორე - ზანგეზურის დერეფნის გაგრძელება ნახიჩევანიდან თურქეთამდე და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნა, რასაც დღეს „ტრამპის დერეფანს“ უწოდებენ (პოლიტიკური ტერმინი, რომელიც გამოიყენება პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობის ხაზგასასმელად) - ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ნიშნავს თუ არა ეს საქართველოსთვის ტვირთების ნაწილის დაკარგვას? მე პირიქით, აქ პერსპექტივას უფრო ვხედავ: კავკასია პატარა რეგიონია და ის უნდა აღვიქვათ როგორც ერთი მთლიანი ეკონომიკური სივრცე, რის საშუალებასაც დღემდე ჩვენს სამეზობლოში არსებული კონფლიქტი არ იძლეოდა. როდესაც აქ იქნება კარგად დაცული დერეფანი, რომლის მიმართაც არის მაღალი საერთაშორისო ინტერესი, ეს აუცილებლად გამოიწვევს მისი ცნობადობის გაზრდას და დამატებითი ტვირთების მოზიდვას ამ დერეფნის ყველა განშტოებაზე, რაც საქართველოსთვისაც ძალიან მომგებიანი იქნება.საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლთან დაკავშირებული კიდევ ერთი პროექტი საქართველოს რადიკალური ოპოზიციის მორიგ მავნებლურ ნარატივს ამხელს. როდესაც აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მომავალში არა მხოლოდ აზერბაიჯანული, არამედ რუსეთიდან სომხეთისკენ ან თურქეთისკენ მიმავალმა ტვირთებიც შესაძლოა აზერბაიჯანის გავლით გაიაროს, აქ შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა ქვეშეთი-კობის ახალი გზის და რეგიონში უდიდესი გვირაბის წინააღმდეგ, რომელმაც გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის გვერდის ავლის უნდა დააკავშიროს ისტორიული ხევი, ანუ სტეფანწმინდა და დარიალის ხეობა დანარჩენ საქართველოს.მე პირადად ვარ ამ იდეის იდეის ავტორი: 2012 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ მაშინ დაიწყო ამ იდეის ჯერ განხილვა, შემდეგ პროექტის დამუშავება და დღეს უკვე მივედით იქამდე, რომ გვირაბი დამთავრებულია და მომავალ წელს ეს გზაც უნდა გაიხსნას.რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი?ჯერ ერთი, ყოველწლიურად, ზამთრის განმავლობაში, საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული კუთხე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი 2-3 თვით მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. ამავე დროით, ბუნებრივია, შეწყვეტილია ტრანზიტული მოძრაობა, ხალხი წვალობს, ტვირთები არ მოძრაობს. არადა, ეს არის უმოკლესი გზა, რომელიც სომხეთს, თურქეთს და სამხრეთის სხვა ქვეყნებს რუსეთთან აკავშირებს. ბუნებრივია, არავის მოსწონს დერეფანი, რომელიც ყოველწლიურად 2-3 თვით დაკეტილია. შესაბამისად, რადგან ჩნდება ალტერნატივა სომხეთ-აზერბაიჯანის მარშრუტის სახით, ბუნებრივია, რომ მომავალში მთელი ტვირთბრუნვა იქით გადაინაცვლებდა.არადა, ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში დარიალის გზა არის უმოკლესი და ყველაზე მოხერხებული სატრანზიტო მაგისტრალი როგორც სომხეთისთვის, ისე თურქეთისა თუ სამხრეთით მდებარე სხვა ქვეყნებისთვის, რომელსაც აზერბაიჯანის ტრანზიტი ვერაფრით ჩაანაცვლებს. ქვეშეთი-კობის გვირაბისა და გზის დამთავრების შემდეგ სტეფანწმინდა-დარიალისკენ მიმავალი გზა კიდევ უფრო მოკლდება, ფართოვდება და, რაც მთავარია, წლის ნებისმიერ დროს იქნება უსაფრთხო და ფუნქციური. სწორედ ეს არ მოსწონს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და ამიტომ ებრძოდნენ ამ გზის მშენებლობას, მიზეზად კი იმას აცხადებდნენ, თითქოს ამ გვირაბით რუსული ტანკები თბილისში უფრო ადვილად შემოვლენო. ლაპარაკია იმ ტანკებზე, რომლებიც, მათი მოღალატური პოლიტიკის გამო, თბილისიდან 30 კილომეტრში, ახალგორში არიან განლაგებული და არაფერში სჭირდებათ დარიალიდან შემოჭრა,“ — განაცხადა სოზარ სუბარმა.

ახალგაზრდა მოცურავის  ცხედარი, რომელიც 5 თვის წინ, კონტინენტთაშორისი ცურვის დროს გაუჩინარდა იპოვეს

რუსი მოცურავის ცხედარი, რომელიც გასული წლის აგვისტოში, ბოსფორის სრუტეში, კონტინენტთაშორისი ცურვის დროს გაუჩინარდა, იპოვეს.მამაკაცის ცხედარი ბეშიქთაშის რაიონში იპოვეს. ის ბოსფორის სრუტეში, ცურვის ფინიშის ხაზთან ახლოს აღმოაჩინეს.მედიის ცნობით, ყველა იურიდიული პროცესების დასრულების შემდეგ, ოჯახი ცხედრის სამშობლოსი გადასვენებას შეძლებს.სტამბოლში რუსეთის გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, დნმ-ის ტესტირებამ დაადასტურა, რომ ბოსფორში ნაპოვნი ცხედარი ნიკოლაი სვეჩნიკოვს ეკუთვნის.29 წლის სპორტსმენმა, ნიკოლაი სვეჩნიკოვმა, 24 აგვისტოს, სტამბოლში, ბოსფორის სრუტეზე ცურვაში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა მამაკაცი ფინიშთან არ მისულა. მისი გაუჩინარება მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შენიშნეს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიმართ სანქციებს ამკაცრებს

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ირანის „ჩრდილოვან ფლოტს“ სანქციებს უმკაცრებს.როგორც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, „აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ირანში მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევების ფონზე ზრდის ზეწოლას „ჩრდილოვან ფლოტზე“.„დღეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევებისა და ინტერნეტის სრული გათიშვის ფონზე, რათა დაფარონ ირანელი ხალხის წინააღმდეგ ძალადობა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ირანის რეჟიმის „ჩრდილოვან ფლოტზე“ ზეწოლას ზრდის. OFAC-ის სამიზნეა „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცხრა გემი და მათი მფლობელები, მმართველი ფირმები, რომლებსაც უცხოურ ბაზრებზე კოლექტიურად გადააქვთ ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ირანული ნავთობი და ნავთობპროდუქტები“, – ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში. 

ვიქტორ ორბანი – ვფიქრობ, მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს

ვფიქრობ, მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.ორბანის თქმით, უნგრეთს არ სურს, უკრაინა ევროკავშირის წევრი იყოს, ხოლო უკრაინა ერთადერთ გზად ხედავს, რომ უნგრეთის სახით წინაღობა მოიშოროს, უნგრეთში პროუკრაინული მთავრობის არსებობით.„უნდა ვაღიაროთ, უკრაინელები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას უნგრეთის საარჩევნო კამპანიაში, რადგან მათ ფუნდამენტურ ინტერესებშია უნგრეთში მთავრობის შეცვლა. მე ეს არ მომწონს და ჩვენ ვიბრძოლებთ ამის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

თეა წულუკიანი – საია-სა და სხვათა სარჩელის დიდი ნაწილი სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო და არავითარი არსებითი განხილვა აღარ შედგება, სარჩელის ნაწილში დღეს უკვე დამარცხდნენ,...

საია-სა და სხვათა სარჩელის დიდი ნაწილი უკვე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არავითარი არსებითი განხილვა აღარ შედგება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.წულუკიანი გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო.„სამწუხაროდ, დღეს საია-სგან და არაერთი პირისგან მოვისმინეთ არაერთი ტყუილი ან ნახევარსიმართლე. იმ წერილში და საჯარო დოკუმენტებში, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ სტრასბურგის სასამართლოსგან მიიღო, ცალსახად წერია, რომ საია-სა და სხვათა სარჩელის დიდი ნაწილი პალატის ვიცე-პრეზიდენტის მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი. საუბარი არ არის დროებით ღონისძიებაზე, ამ შემთხვევაში საუბარია, რომ სასამართლოს შესაბამისი კოლეგიის ხელმძღვანელმა განიხილა სარჩელი და საია-სა და სხვების სასარჩელო მოთხოვნების, პრეტენზიების ნაწილი არ იქნება არსებითად განხილული. ისინი სარჩელის ნაწილში დღეს უკვე დამარცხდნენ. ანუ საია მალავს, რომ უკვე დამარცხდა იმ სარჩელის ნაწილობრივ არსებით ნაწილში, დასაშვებობის ნაწილში, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ეს წერია წერილში, რომელიც სახელმწიფომ მიიღო. ვნახე საია-ს განცხადება, რომ გავიმარჯვეთ, რადგან სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყოო. ეს არის სრულად სიცრუე ან ნახევრად სიმართლე. როგორც პატივცემული ღვინჯილია იტყოდა, სწორია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საია-სა და სხვათა საჩივრის მხოლოდ ერთი ნაწილის განხილვა დაიწყო; მცდარია, რომ მათ რაიმე გამარჯვება მოიპოვეს. ასევე მცდარია, რომ დარჩენილი ნაწილის არსებითი განხილვა დაიწყო. იურისტებს კარგად ესმით, მაგრამ სხვებისთვის განვმარტავ, რომ სარჩელის არსებითი განხილვა ვერ იქნება დაწყებული, თუ დასაშვებობის საკითხი არ არის გადაწყვეტილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.ამასთან, თეა წულუკიანმა განმარტა, რა სახის კითხვებით მიმართა სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს.„საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, რომ მხარეებს უსვამს შეკითხვებს სასამართლო. როგორც წესი, განხილვის ამ ეტაპზე მხოლოდ მთავრობას უსვამენ შეკითხვას სტრასბურგიდან. ამ შემთხვევაში კითხვები ისმის ორივე მხარისადმი. ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, საინტერესოა კითხვების ის ნაწილი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო სწორედ საია-ს უსვამს. ალბათ საია-მ დღეიდან უნდა იფიქროს წარმომადგენლის ან ადვოკატის გამოცვლაზე, რათა უკეთესად იყოს მისი ინტერესები დაცული. კერძოდ, საია-ს სტრასბურგის სასამართლო ეკითხება, ხარ თუ არა უფლებამოსილი პირი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ჩემ წინაშე ჩივი საპარლამენტო არჩევნების შესახებო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საია-ს საჩივარი ამ ნაწილშიც დაუშვებელია, ვინაიდან საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როდესაც ორგანიზაცია ან ადამიანი ჩივის არა საკუთარი, არამედ სხვისი უფლებების დარღვევაზე. ამას კრძალავს სტრასბურგის ევროპული კონვენცია, რასაც ეფუძნება სტრასბურგის სასამართლო. ვნახოთ, რას იტყვის თვითონ სასამართლო, მაგრამ საკუთრივ კითხვაა ამ მხრივ მნიშვნელოვანი.არის კიდევ ერთი საგულისხმო შეკითხვა სახელმწიფოს მოწინააღმდეგე მხარისადმი, კონკრეტული ინდივიდებისადმი. ზოგი ცხოვრობს ნიუ ჯერსიში, ზოგი – მაიამიში, ოთხი თუ ხუთი მომჩივანია ინდივიდის სახით წარმოდგენილი, ფიზიკური პირი. მათ ეკითხება სტრასბურგის სასამართლო, გაქვთ თუ არა რაიმე ტიპის მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ხმის ფარულობა დაირღვა? ასევე მიჩნდება კითხვა, თუ ჩივი იმაზე, საარჩევნო უბანი არ მქონდა და ხმა ვერ მივეციო, მაშინ არმიცემული ხმის ფარულობა როგორ დაირღვა? სტრასბურგის სასამართლოში ზოგადად ხომ არ ვიხილავთ რაღაც განზოგადოებული უფლებების დარღვევას, ვიხილავთ კონკრეტული პიროვნების უფლებების დარღვევას. ვთქვათ, ჩავთვალოთ, რომ ასეთ შემთხვევაში კითხვა თუ საჩივარი, პრეტენზია სამართლიანია, თვითონ სტრასბურგის შეკითხვა მათ მიმართ არის ძალზედ საგულისხმო. ვვარაუდობ, რომ ამ წუთამდე ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარადგინეს და სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ ეკითხება, მომეცით მტკიცებულება, რომ თქვენი ხმის ფარულობა დაირღვაო.რაც შეეხება მთავრობის ნაწილში შეკითხვებს, მხოლოდ ორი კითხვაა, დანარჩენი კითხვები მოხსნილია და დაუშვებლად არის ცნობილი ვიცე-პრეზიდენტის მიერ. ორადორი კითხვაა, როგორ იყო მოწყობილი ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა და იძლეოდა თუ არა ის საშუალებას, ფარულობა ყოფილიყო დარღვეული? დარწმუნებული ვარ, ამაზე იუსტიციის სამინისტროს და იმ ძალიან კომპეტენტურ ხალხს, ვინც საერთაშორისო დავებზე მუშაობს, ექნება ბევრი და რკინის არგუმენტები, დაწყებული აუდიტორული დასკვნებიდან, გაგრძელებული პრაქტიკული მაგალითებით, რომ არავითარი ფარულობის დარღვევა არ მომხდარა. ამაზე იდავებენ მხარეები და სტრასბურგი თავის კომპეტენტურ სიტყვას იტყვის; მეორე კითხვა არის, უცხოეთში მყოფ ოთხ კონკრეტულ მომჩივანს, რომელთაგან ერთი ცხოვრობს სტრასბურგში, მეორე –  ესპანეთში, მესამე – მაიამიში, მეოთხე – ნიუ ჯერსიში, ამ ოთხ ადამიანს ჰქონდა თუ არა ახლომახლო უბანი, რათა ხმა მიეცათ? ამაზეც ჩვენ ძალიან კარგად ვუპასუხებთ. თავად ვცხოვრობდი 12 წელი სტრასბურგში და ხმის მისაცემად დავდიოდი პარიზში. შესაბამისად, არასდროს დამიჩივლია, სტრასბურგიდან პარიზში ვერ გადავაადგილდები-მეთქი. როგორც ჩანს, იქ სხვა პრობლემები იყო, თუ საერთოდ იყო.მოხარულნი ვართ, რომ საია-სა და სხვათა სარჩელის დიდი ნაწილი უკვე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არავითარი არსებითი განხილვა აღარ შედგება. ხოლო იმ ნაწილში, რაზეც ვიწყებთ განხილვას, არავითარი დასაშვებობის საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ანუ, ტყუილია, რომ არსებითი განხილვა დაიწყო. ჯერ დასაშვებობის საკითხი იქნება განხილული და არსებითი საკითხიც გადაწყდება. ერთად გადაწყდება ეს ორი საკითხი. მოხარული ვართ და პირადად მე მივესალმები, რომ ერთხელ და სამუდამოდ მსოფლიოში ყველაზე კომპეტენტური საერთაშორისო სასამართლო ამ ყბადაღებულ საკითხებს განიხილავს. დარწმუნებული ვარ, თავის კომპეტენტურ სიტყვას იტყვის და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ეს დავა. სტრასბურგის სასამართლო საქართველოში დღემდე შეუბღალავი რეპუტაციითა და დიდი კომპეტენციით სარგებლობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბოლო სიახლეები