გასაოცარია “ოცნების” ასე შეშინება, რომ ის აპირებს მანდატი ჩამოართვას ოპოზიციურ ფრაქციას, – ამის შესახებ ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა – საქართველოსთვის” წევრმა სალომე სამადაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ჩემთვის მართლაც გასაოცარია ის, რომ “ქართული ოცნება” ასეთი შეშინებულია, რომ თავისი აზრით ოპოზიციური ფრაქციისთვის დარტყმის მიყენება, ისეთი როგორიც არის ოპოზიციური ფრაქციისთვის მანდატის ჩამორთმევა და შესაბამისად ის შედეგები, რაც მოყვება “ლელოსთან” მიმართებაში, მათთვის ეს არის ასეთი მნიშვნელოვანი. ჩემთვის ეს არის სისუსტის გამოვლინება. ეს ხელისუფლების სისუსტის გამოვლინებაა, იმიტომ, რომ არ შეიძლება ძლიერი ხელისუფლება ასე იქცეოდეს. განსაკუთრებით იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაშია,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.