„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილსა და „ლელო საქართველოსთვის” დეპუტატ სალომე სამადაშვილს შორის „ტვ პირველის“ ეთერში მწვავე დებატები გაიმართა.
ლევან ბეჟაშვილი: „მერწმუნეთ, რომ დღეს მოსახლეობის 65%-ზე მეტს აქვს მოთხოვნა ამ ხელისუფლების ცვლილების. ამ 65%-ში „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, ამიტომ ერთობლივი ბრძოლით, ჩვენ შეგვიძლია მთავარი ამოცანის გადაწყვეტა”.
სალომე სამადაშვილი: მოსახლეობაში უფრო მაღალი ნეგატივი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. უფრო მეტ ადამიანს არ უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვება. ეს არის ობიექტური რეალობა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად ჰყავს თავისი ამომრჩეველი, მაგრამ დღეს ქართველი ხალხის უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება, ნამდვილად არ სურს. ხალხს უნდა ალტერნატიული არჩევანი და ამ ალტერნატიულ არჩევანს სთავაზობენ „ლელო“ და ის პარტიები, რომლებიც ხელისუფლებაში არ ყოფილან”.