როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სახალხო პროტესტი აწუხებს.
„რეალურად, „ქართული ოცნება“ ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ვხედავთ, რომ ქვეყანაში სრული ეკონომიკური უპერსპექტივობაა. ეკონომიკა დამძიმდება, მათ არაფერი აქვთ ხალხისთვის შესათავაზებელი მთავარ გამოწვევაზე, რომელიც ყველა მოქალაქეს აწუხეს. ხალხი მთავრობას ირჩევს იმისთვის, რომ მათ ინტერესებს ემსახუროს. მთელი ის მასკარადი, რაც არალეგიტიმურ პარლამენტში ხდება, მათ შორის, უცხოური კანონების სიტყვა-სიტყვით თარგმნა, ვფიქრობ, რომ ამას ერთგვარი დატვირთვა აქვს, რომ შექმნან რაღაც დღის წესრიგი, რაზეც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. საერთოდ არ მაინტერესებს არალეგიტიმური პარლამენტი რას მიიღებს, რადგან არც მათ მიერ მიღებული კანონებია ლეგიტიმური, ეს არის ხალხის დაცინვა, პირველ რიგში, იმ ხალხის, ვინც მათ ხმა მისცა.
„ქართულ ოცნებას“ არავინ ელაპარაკება, არც ოკეანის გაღმა დაუძახეს კონფერენციაზე. ეს ხალხი არის კეთროვანივით, რომელსაც ხელს არავინ კიდებს.
არ შევალ იმის განხილვაში FARA ცუდი კანონია თუ კარგი. მე მაქვს კითხვა: დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი პროკურატურა და დამოუკიდებელი ინსტიტუციები, რომლებიც ნებისმიერ კანონის აღსრულებას უნდა უზრუნველყოფდნენ, არსებობს ამ ქვეყანაში? თუ არ არსებობს, როგორ შეიძლება რამე ანალოგიაზე ისაუბრო? ეს ყველაფერი არის სანახაობა, რეალურად მათ ძალიან აწუხებთ პროტესტი. „ქართულ ოცნებას“ სახალხო პროტესტი არ აწუხებდეს, ამ დრაკონულ ჯარიმებს რატომ მიიღებდნენ? ე.ი. აწუხებთ. თუ არ გაწუხებს, რატომ უნდა დააშინო, გააფთრებულად რატომ ცდილობ, რომ ქუჩაში არავინ გამოვიდეს.
ხალხისთვის მაქვს სათქმელი: რაც მათ აღიზიანებთ, არ მოსწონთ ე.ი. ეს არის ბრძოლის სწორი გზა. ხვალ სხვადასხვა ლოკაციიდან იმართება მსვლელობები. „ლელო“ წარმოდგენილი იქნება მარჯანიშვილიდან გამართულ მარშში. იმედი მაქვს, ხვალ ბევრი მოქალაქე გამოვა და ხელისუფლებას ეტყვის, რომ არ ეშინია“, – განაცხადა სამადაშვილმა.