ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

სალომე ზურაბიშვილს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე უსმენენ

აქციებისას სხვადასხვა დროს არის დაკავებული დაახლოებით 400 ადამიანი, 50 ამ დრომდე ციხეში რჩება, 125-დღიანი პროტესტის დროს გადაღებული ყველა სურათი და ვიდეოკადრი აჩვენებს, რომ ის არის აბსოლუტურად მშვიდობიანი, თუმცა ეს ხდება, რადგან ჩვენ საქართველოში აღარ გვაქვს მართლმსაჯულების სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილმა გამოსვლისას საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვლავ ციხეში რჩება აქციებისას დაკავებულთა ნაწილი, რომელთაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

„არსებული ვითარება რომ არა, მოხარული ვიქნებოდი ფიზიკურად დავსწრებოდი კომიტეტის სხდომას. არიან პოლიტიკური ლიდერები ზოგიერთი პარტიიდან, რომლებიც არიან პროევროპული პარტიები და არიან იმ მოძრაობაში, რომელიც ჩვენ ახლახან შევქმენით. ისინი დაიბარეს პროკურატურაში, სისხლის სამართლის ბრალდებით, რადგან მათ მონაწილეობა არ მიიღეს პარლამენტის მიერ წარმოებულ გამოძიებაში. ჩვენ გვქონდა არჩევნები გასულ ოქტომბერს, რომელიც მრავალმხრივ იქნა გაკრიტიკებული და რაც უფრო გადის დრო, მეტს ვიგებთ, რამდენად ფართო და დახვეწილი ოპერაცია მოხდა, რომელიც იყო ინსპირირებული რუსეთისგან და რუსული მეთოდებით. შედეგად, პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე და მის ლეგიტიმურად ცნობაზე. პარლამენტი შეიკრიბა არაკონსტიტუციური ფორმით, კონსტიტუციის დარღვევით. არჩევნებიდან მალევე, ერთ თვეზე ნაკლებ დროში, არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ აჩერებს დისკუსიებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. არჩევნებზე მანიპულაციამგაყალბებამ და პრემიერის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყება განაპირობა, რომელიც დღემდე გრძელდება. მაგალითისთვის, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, აღინიშნებოდა საიუბილეო თარიღი 1991 წელის 31 მარტიდან. გაიმართა მასშტაბური პროტესტი, რომელსაც მრავალი ათასი ადამიანი დაესწრო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პროტესტი გრძელდება ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში და მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა სეგმენტს, რადგან „პრაქტიკულად ყველა, ასე თუ ისე, რეპრესიული კანონების ქვეშ მოექცა“.

„ალბათ გსმენიათ „რუსული კანონის“ შესახებ, რომელიც იყო ასლი იმისა, რასაც რუსეთი აკეთებს სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად. საქართველოში ეს პროცესი უკიდურესად სწრაფად ვითარდება და ფაქტობრივად ყოველ ახალ დღეს ჩვენ გვაქვს ახალი კანონები, რომლებიც არის ასევე ასლები იმისა, რასაც რუსეთი აკეთებს – ძალადობით ქუჩაში, ადამიანების საკუთარი სახლიდან, მეტროდან გატაცებით, მათი გაუჩინარებით და შემდეგ პოლიციის რომელიმე განყოფილებაში აღმოჩენით. სხვადასხვა დროს არის დაკავებული დაახლოებით 400 ადამიანი, ზოგი ადმინისტრაციული წესით, ზოგი კი სისხლის სამართლით, იმის მიუხედავად, რომ ეს პროტესტი იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი. მათგან დაახლოებით 50 ამ დრომდე ციხეში რჩება და მათ ემუქრებათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა. ადამიანებს, რომლებიც კარგად ნაცნობი არიან საზოგადოებისთვის, ეპყრობიან, როგორც კრიმინალებს. 125-დღიანი პროტესტის დროს გადაღებული ყველა სურათი და ვიდეოკადრი აჩვენებს, რომ ის არის აბსოლუტურად მშვიდობიანი, თუმცა ეს ხდება, რადგან ჩვენ საქართველოში აღარ გვაქვს მართლმსაჯულების სისტემა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა იყო

იაპონიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა.ბიძგები ადგილობრივი დროით, დაახლოებით 14:03 საათზე, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ნიშინომოტესთნ ახლოს დაფიქსირდა, რომლის მოსახლეობა 14 ათასზე მეტი ადამიანია.სეისმოლოგების ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი 26 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.მსხვერპლისა და ცუნამის საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ისტორიაში პირველად – ქართველი ტაეკვონდოისტი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია

ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი -74კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი რეიტინგის სათავეში მოექცა.ზურაბ კინწურაშვილი რეიტინგულ სიაში 62.00 ქულით ლიდერობს.მან სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო ტურნირში მიიღო. 2024 წელს ზურაბ კინწურაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

ანა წითლიძე – სალომე ზურაბიშვილს Slay queen-ს რომ ეძახდნენ, ვიცოდი, დადგებოდა ეტაპი, როდესაც ხალხს იმედი გაუცრუვდებოდა

აქციებისას სალომე ზურაბიშვილს Slay queen-ს რომ ეძახდნენ, ვიცოდი, დადგებოდა ეტაპი, როდესაც ხალხი ძალიან იმედგაცრუებული იქნებოდა, მარტივი დასანახი იყო, არ ვთვლი, რომ ვიღაც ერთზე უნდა გადატყდეს ყველაფერი და ვთქვათ, რომ სალომეს შეეძლო და არ გააკეთა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ პარტია „გირჩის“ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ განაცხადა.წითლიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილი არასოდეს ყოფილა განხილული როგორც ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ლიდერის სტატუსი აიღოს.„სალომე ზურაბიშვილი როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, იქიდან მოყოლებული, ყველას ახსოვს, რომ იმ აქციების ორგანიზატორი მე ვიყავი. მათ შორის სალობიეში რომ დავადექით. სადაც მიდიოდა, მასთან მე ეს დამოკიდებულება მქონდა პირველივე დღიდან, ომზე მისი განცხადებების გამო და ა.შ. მერე, როდესაც უკვე გასაოცრად ნორმალური პოზიციები ჰქონდა, მე მისი ბრძოლის ამ ეტაპს ნამდვილად ვაფასებ. თუმცა, სალომე ზურაბიშვილი არასოდეს ყოფილა განხილული ჩვენი პარტიის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ვმონაწილეობდით ყველა მის ერთობაში, კოორდინაციაში, როგორც ადამიანი, რომელსაც შეუძლია ლიდერის სტატუსი აიღოს. ჩემთვის უცხოც კი იყო.აქციებისას Slay queen-ს რომ ეძახდნენ, მაშინაც ვიცოდი, დადგებოდა ეტაპი, როდესაც ეს ხალხი ძალიან იმედგაცრუებული იქნებოდა. ეს ძალიან მარტივი დასანახი იყო ჩემთვის, ჩემი პოლიტიკური პარტიისთვის. არ ვთვლი, რომ ვიღაც ერთზე უნდა გადატყდეს ყველაფერი და ვთქვათ, რომ სალომეს შეეძლო და არ გააკეთა. ობიექტური, რეალური სიტუაცია არის ის, რომ რეჟიმი გვმართავს, რომელსაც ყველა რესურსი აქვს და შენ აქეთ არაფერი გაქვს. შესაბამისად, გააპროტესტებ – გიჭერს, სასამართლო, პროკურატურა მაგის ხელშია, უბედურებებს ატრიალებს. ამ მოცემულობაში ერთი ღმერთი ვერ გამოჩნდება, რომელიც ამ ყველაფერს შეცვლის და ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, არც სალომეს“, – აღნიშნა წითლიძემ.მისივე თქმით, „საზოგადოებასაც ადეკვატური მოლოდინები უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერზე, მაგრამ ხალხს პოლიტიკურმა პარტიებმაც უნდა უბიძგონ, რომ არასწორი მოლოდინები არ შეუქმნან“.„რას იძახიან? რეჟიმი ყანყალებსო – რა სიგიჟეა. კი, პრობლემა აქვს „ქართულ ოცნებას“, რადგან ლეგიტიმაცია მათთვის პრობლემაა საერთაშორისო დონეზე, ეს აქციებიც პრობლემაა, მაგრამ ეს არ არის ის, რომ რეჟიმი ამით რამდენიმე დღეში ჩამოინგრევა. ამიტომ, ადამიანებს უნდა ველაპარაკოთ, რომ ეს ხუთდღიანი ბრძოლა არ არის“, – განაცხადა წითლიძემ.ამასთან, წითლიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან არ არის გაკეთებული ანალიზი, რეალურად რა მოხდა არჩევნებზე.„ვინმემ გააკეთა ანალიზი, არჩევნებზე რა მოუვიდა, რა მოხდა? რაღაც ორსაათიან პრეზენტაციებს რომ გვანახებდნენ ხოლმე, „ახლებს“ ცესკო-ს ოქმები რომ ჰქონდათ მიტანილი, ისიც ნახევარი ჩვენი დაწერილი ოქმები რომ იყო და ეგონათ, ეგ იყო გაყალბების მასალები. ამ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან არ არის ანალიზი გაკეთებული, რა უქნა მათ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილმა. არ იციან, აზრზე არ არიან, ამიტომ, ყველა არჩევნებზე, სადაც გავლენ, ისევ მაგას გაუკეთებს ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროპელი სამხედროები უნდა გააქტიურდნენ, რადგან აშშ მეტ ყურადღებას უთმობს აზიის საფრთხეებს

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროპელი სამხედროები უნდა გააქტიურდნენ, რადგან აშშ მეტ ყურადღებას უთმობს აზიის საფრთხეებს.მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კითხვაზე, რომ აშშ შესაძლოა, ჩინეთთან ომს გეგმავს, რუტემ აღიარა აშშ-ის შებრუნება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ, თუმცა გაიმეორა, რომ ვაშინგტონი ევროპის დატოვებას არ გეგმავს.„ამერიკელებმა არაერთხელ განაცხადეს, ნატო-ს ერთგულები არიან. მე-5 მუხლის ერთგული არიან. ეს ვალდებულება მოყვება ნათელ მოლოდინს, რომ ატლანტიკის ოკეანის ამ მხარეს და კანადის მხარეს, ჩვენ უფრო მეტს დავხარჯავთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.

ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვის შემდეგ – ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი – თავი საბავშვო ბაღში მეგონა

არანაირი საპარლამენტო კომისია არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი - ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, - ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შემდეგ განაცხადა.ირაკლი ოქრუაშვილის განმარტებით, მას პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების ვალდებულება არ ჰქონდა, რადგან არ ჩაბარებია კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის დაბარებაზე.„თავი მეგონა საბავშვო ბაღში - „რა სიტყვებით მოვიხსენიე მიხეილ ქარელი სოციალურ ქსელში“. „მეკუთვნის თუ არა კონკრეტული გვერდი სოციალურ ქსელში“, „რა პოსტები მქონდა გამოქვეყნებული ბოლო პერიოდში კომისიასთან დაკავშირებით“ და ანალოგიური არასერიოზული კითხვები იყო.არანაირი ვალდებულება ე.წ. კომისიაში მონაწილეობის არ მქონია იმიტომ, რომ არ ჩამბარებია შესაბამისი წესით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩემს დაბარებაზე. წულუკიანის წერილი არ ნიშნავს გადაწყვეტილებას. კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, ჩემი საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში ერთსულოვნად, კენჭის ყრით. ანალოგიურად უნდა დავებარებინე მეც “, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ბოლო სიახლეები