ოთხშაბათი, სექტემბერი 10, 2025

სალომე ზურაბიშვილი – ხალხის თვალში მე ლეგიტიმური ვარ, წარმოვადგენ მათ ნებას

ხალხის თვალში მე ლეგიტიმური ვარ, წარმოვადგენ მათ ნებას, გააგრძელონ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი გზა, რომელიც პროდასავლურია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოსთან (NPR) ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ქართველ ხალხს წარმოადგენს და ამასთანავე ცდილობს, ოპოზიციური სპექტრი გააერთიანოს.

„ხალხის თვალში მე ლეგიტიმური ვარ, თუმცა აქ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ვარ. უპირველესი ისაა, რომ წარმოვადგენ ხალხს და მათ ნებას, გააგრძელონ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი გზა, ეს აშკარად პროდასავლური გზაა. მე წარმოვადგენ ქართველი ხალხის კიდევ ერთ ძალიან ძლიერ ნებას, რაც მათი ოპოზიციის გაერთიანებას გულისხმობს. ჩემი მიზანია, ყოველდღიურად ვეცადო ამის შეცვლა. ვფიქრობ, რომ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ და ეს აშკარად ხალხის ნებაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

NPR-თან ინტერვიუში ზურაბიშვილმა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რუსეთმა ეს კარგად იცის, ამიტომაც მუდმივად ცდილობდა საქართველოს ხელში ჩაგდებას.

„საქართველო არის ადგილი, სადაც როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროკავშირმა, უზარმაზარი ინვესტიციები ჩადეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში. უფრო მეტიც, ეს ჩართულობა თუ არსებობდა, იმიტომ მოხდა, რომ არსებობდა ამ რეგიონში სტრატეგიული ინტერესი, რომელიც დასავლეთს, ევროპასა და ცენტრალურ აზიას, ორ ზღვას აკავშირებს. ეს რუსებმა ძალიან კარგად იციან და საუკუნეების განმავლობაში იცოდნენ, რომ ის, ვისაც საქართველო უჭირავს, კავკასიაც უჭირავს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ყველამ ვილოცოთ ჩარლი კირკისთვის, რომელსაც ესროლეს, შესანიშნავი ადამიანი, ღმერთმა დალოცოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩარლი კირკის დაჭრის ცნობას გამოეხმაურა.„ყველამ უნდა ვილოცოთ ჩარლი კირკისთვის, რომელსაც ესროლეს. შესანიშნავი ადამიანი, თავიდან ბოლომდე. ღმერთმა დალოცოს!”, – დაწერა ტრამპა სოციალურ ქსელში.კონსერვატორ კომენტატორ ჩარლი კირკს იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.

„ბევრი ადამიანის მკურნალია…“ – წარმოთქვით ეს ლოცვა მამა გაბრიელის ხატთან

მამა გაბრიელი ბევრი ადამიანის მკურნალია. გთავაზობთ ლოცვას, რომელიც შეგიძლიათ ამ დიდი წმინდანის სახელზე წარმოთქვათ.„ყოველთა სენთა საკურნებელად, შეცოდებულთა სულთა გამომხსნელად, ყოველი ბოროტების შემმუსვრელად და შემაკავებლად გამოჩნდი, ღმერთშემოსილო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის."

სახალხო დამცველი – მაინტერესებს, განაჩენები, რომელიც გამოვიდა, რამდენად უტყუარ მტკიცებულებებზეა დამყარებული, შევისწავლით – „არაფერი იქნება დაფარული, რომ არ გაცხადდეს“, არ იქნება საკითხი, რომელზეც პასუხი...

არაფერი იქნება დაფარული, რომ არ გაცხადდეს, არ იქნება საკითხი, რომელზეც პასუხი არ გვექნება, როდესაც საქმის შესწავლას დავასრულებთ , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებზე საუბრისას განაცხადა.ლევან იოსელიანის თქმით, შეხვედრა ჰქონდა დაკავებულების მშობლებთან, რა დროსაც მათ საქმის მასალების გადაცემა თხოვა და მათგან რამდენიმეს შეისწავლის.„სამი ადამიანი, ახობაძე, კაცია და აბრამოვი გამართლდა და დატოვა საპატიმრო, რაც არის მისასალმებელი და ამას გამოვეხმაურე განცხადებით. სხვა საქმეებზე, როდესაც შეხვედრა მქონდა დაკავებულების მშობლებთან, მათაც ვთხოვე, რომ მოეტანათ საქმის მასალები. ჩვენ შევისწავლით, რამდენად მტკიცებულებებზე დაყრდნობითაა ეს საქმე გადაწყვეტილი. ყველას საქმეს ვერ შევისწავლიდით იმიტომ, რომ შეუძლებელია, თითო საქმე რამდენიმე ტომია, მაგრამ რამდენიმე საქმეს შევისწავლიდით. მეც მაინტერესებს, ის განაჩენები, რომელიც გამოვიდა, რამდენად უტყუარ მტკიცებულებებზეა დამყარებული. როცა ამას დავასრულებთ, საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან მის ურთიერთობას, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ საპატიმროში მყოფი ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოინახულა და ჩაერთო ყველა საკითხში, რაშიც დახმარება სჭირდებოდათ.„ოპოზიციის წარმომადგენლები საპატიმროში რომ იყვნენ, მივედი და ყველა მოვინახულე. რაც შემეძლო მომეგვარებინა, დავხმარებოდი, ჯანმრთელობა იქნებოდა თუ სხვა ყოფითი პრობლემები, ბევრ საკითხში ჩავერთე. ადამიანი ციხეში რომ არის, ბევრი რამ ჭირდება. დღეს მაგალითად ხელი მოვაწერე რეკომენდაციას, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. მუდმივად მიდის მუშაობა ამ ადამიანების მიმართ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კახა კალაძე – არჩევნებისთვის სამზადისს ვერც უსამშობლო აგენტები შეუშლიან ხელს და ვერც მათი დამკვეთები, 4 ოქტომბერს კი იქნება მოსახლეობის პასუხი, რომელიც დასრულდება თბილისის გამარჯვებით

არჩევნებისთვის სამზადისს, ამ პროცესს ვერც უსამშობლო აგენტები შეუშლიან ხელს და ვერც მათი დამკვეთები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.კალაძემ მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა.„ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა თბილისის, თბილისელების წინაშე და გაძლევთ პირობას, გაგრძელდება თბილისის განვითარება, გაგრძელდება ყველა რეფორმა, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ისინი თუ კეტავენ გზებს და არ აძლევენ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ჩვენ ვხსნით რეაბილიტირებულ ქუჩებს, სკვერებს, პარკებს, საბავშვო ბაღებს, სპორტულ მოედნებს. ისინი თუ ზიზღის ენით უპირისპირდებიან ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას, ჩვენ ვესაუბრებით მოსახლეობას მათ პრობლემებზე და ვცდილობთ, დავძლიოთ დედაქალაქში არსებული გამოწვევები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თანაგუნდელს, ვინც ამ დღეების განმავლობაში მოთმინებით პასუხობს მათ აგრესიას და ძალადობრივ ჯგუფებს, რასაც საარჩევნო შტაბთან ვხედავდით. აი, ესაა ჩვენი პასუხი მათ აგრესიაზე, ხოლო მოსახლეობის პასუხი იქნება 4 ოქტომბერს, რომელიც აუცილებლად დასრულდება მხოლოდ და მხოლოდ თბილისის გამარჯვებით. გავაგრძელებთ ამ ქალაქის განვითარებას და ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.

ვიქტორ სანიკიძე – ბიჭები საბრძოლო განწყობაზე არიან, ისტორიული მატჩი გველოდება, პირველად ვართ ევრობასკეტის რვა საუკეთესო გუნდს შორის

ბიჭები საბრძოლო განწყობაზე არიან, ისტორიული მატჩი გველოდება, პირველად ვართ ევრობასკეტის რვა საუკეთესო გუნდს შორის, – ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ პირველ არხთან ევრობასკეტზე ფინეთთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ განაცხადა.როგორც სანიკიძე აღნიშნავს, გულშემატკივრის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია.„ბიჭები საბრძოლო განწყობაზე არიან, ისტორიული მატჩი გველოდება, პირველად ვართ ევრობასკეტის რვა საუკეთესო გუნდს შორის. მოგების შემთხვევაში ნახევარფინალში გავდივართ და აქედან გამომდინარე, ამ შეხვედრის მნიშვნელობა ძალიან დიდია.ბიჭები თავს კარგად გრძნობენ. გუშინ ბოლო მოსამზადებელი ვარჯიში ჩაატარეს და საბრძოლო განწყობაა. უნდა ვიბრძოლოთ ბოლო წუთამდე, ეს მათ ჩვენი გულშემატკივრისთვის არაერთხელ უჩვენებიათ.რა თქმა უნდა, გულშემატკივრის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო წინა თამაშის დროს. დღესაც რიგაში ორი ჩარტერული რეისი შესრულდა. მათი ყოფნა დამატებითი მოტივაციაა. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, ვინც ჩამოვიდა. მადლობა პრემიერს, რომელმაც ამ ჩარტერული რეისებით ჩამოსვლის საშუალება მისცა მათ“, – განაცხადა სანიკიძემ.ცნობისთვის, საქართველოსა და ფინეთის ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ბოლო სიახლეები