საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშს ეხმაურება.
„კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება ნიშნავს ახალ არჩევნებს. ეს არის დემოკრატიული გამოსავალი იმ ღრმა კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელშიც ამ არჩევნებმა ჩააგდო საქართველო“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.