პარასკევი, მაისი 9, 2025

სალომე ზურაბიშვილი – საპროტესტო აქციების ლიდერი არ ვარ, ეს თვითორგანიზებული მოძრაობაა, მე ვარ ქვეყნის ლიდერი გარეთ და შიგნით

ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც რუსეთმა გამოცადა ახალი ჰიბრიდული სტრატეგია, თუ როგორ მიაღწიოს გამარჯვებას ქვეყანაზე ომის გარეშე, დემოკრატიული საშუალებების ბოროტად გამოყენების გზით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის შიდა საკითხი. რუსეთის მიერ საქართველოში არჩევნებში გამარჯვება ჰიბრიდული მეთოდებით არ არის შიდა საკითხი. რასაც რუსეთი ტესტავს საქართველოში, ტესტავს რუმინეთში და მოლდოვაში და ხვალ ამას გააკეთებს უკრაინაში, მას შემდეგ რაც ომში ვერ გაიმარჯვა და ვერ გაიმარჯვებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში თბილისში მიმდინარე აქციებზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვართ გაჩერებულები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ქვეყნის შიგნით გაჩერებულები ვართ, რადგანაც გვყავს მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ახლა უკვე გახდა რუსული ყაიდის რეჟიმი, რეპრესიული კანონებით. არა მხოლოდ რუსული კანონით, არამედ ოფშორების შესახებ კანონით, მედიის რეპრესიებით. ყველა მიმართულებით ჩვენ გვყავს დიქტატორული რეჟიმი. ახლა ვართ გაჩერებულები ამ რეჟიმსა და ქუჩაში პროტესტებს შორის. არავინ არ თმობს. ისინი ზრდიან რეპრესიებს, ხოლო აქციის მონაწილეები 78 დღის შემდგე ისევ დგანან ქუჩებში და ისინი იქ იქნებიან, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რატომ არის ეს? იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი, რადგანაც ეს არ ეხება კითხვას, ვინ მოიგო ან წააგო არჩევნები. ეს ხდება, რადგან ეს არის გაცნობიერება იმისა, რომ რუსეთი ისევ ცდილობს, სხვა საშუალებებით საქართველოში დაამყაროს ბატონობა საქართველოზე. ამას საქართველოს მოსახლეობა არ მიიღებს. ეს არის ეგზისტენციალური ბრძოლა. და სწორედ ამიტომ თუ გამოჰკითხავთ ხალხს ქუჩაში, პასუხი იქნება – ბოლომდე.

გამოწვევა საქართველოში არ ეხება მხოლოდ არჩევნებს და რუსეთის ახალ ჰიბრიდულ სტრატეგიას. ეს არის პირდაპირი გამოწვევა ევროკავშირის და აშშ-ის ყოფნისთვის კავკასიაში. ეს ნიშნავს დიდი პროექტის ყველა შემდგომ ნაბიჯებს. ეს არის გამოწვევა შავი ზღვისთვის. „ქართულ ოცნებას“ რუსებთან ერთად, რადგანაც ასეთი რამ არ კეთდება რუსეთის მხარდაჭერის ან თანხმობის გარეშე, შემოჰყავს ჩინეთი შავ ზღვაში. ეს არის აშშ-ის ინტერესები და ევროკავშირის ინტერესები. ჩვენ საკუთარ თავს დავიცავთ ბოლომდე, მაგრამ ვფიქრობ ევროპელებმა და ამერიკელებმა უკეთ უნდა დაიცვან საკუთარი ინტერესები“,- განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი იყოს პროესტის ლიდერი, ზურაბიშვილი პასუხობს – „მე ვარ იმ ქვეყნის ლიდერი, რომელიც იცავს დამოუკიდებლობას. მე ვარ ლიდერი ქვეყნის გარეთ და შიგნით. მე უშუალოდ საპროტესტო აქციების ლიდერი არ ვარ, რადგანაც ეს არის თვითორგანიზებული მოძრაობა, და სწორედ ამ გზით იცავს ეს მოძრაბა თავს ყველაზე უკეთ“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

ბოლო სიახლეები