ხუთშაბათი, დეკემბერი 26, 2024

სალომე ზურაბიშვილი სამართალდამცველებს: არ აწიოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებზე! თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით!

მინდა მივმართო სამართალდამცავებს – არ აწიოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებზე! თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით! არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც თქვენს ჩართულობასა და დარბევას მოითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არის „უაღრესად მშვიდობიანი პროტესტი“.

„ძალიან მაგარია საქართველო და მაგარია მისი საზოგადოება. ჩანს ყველანაირად, რომ არავინ არ არის მზად, შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუციაწართმეულ საქართველოს, არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს. თქვენ დღეს ძალიან ბევრნი ხართ გამოსულები. გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი. ეს არნახულია, რომ ერთდროულად და სპონტანურად გამოდიოდნენ საქართველოს მოქალაქეები უაღრესად მშვიდობიანად.

მინდა მივმართო, პირველ რიგში, სამართალდამცველებმა, ვიცი, საპატრულო პოლიცია ყველაფერს აკეთებს და მინდა ამისთვის მადლობა ვუთხრა. დანარჩენებს მინდა მოგმართოთ – არ აწიოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებსა და არც სხვებზე! თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით! არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც თქვენს ჩართულობასა და დარბევას მოითხოვს. ამიტომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არის თქვენი, მხოლოდ თქვენი და თქვენი უფროსების. მათაც უნდა იფიქრონ ამაზე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან სამმა აღიარა არჩევნების შედეგები, როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას

როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან  სამმა აღიარა არჩევნების შედეგები. „ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები დღეს, გვარამიას პარტიის გარდა სამივემ და გარდა ამისა, ვინც ვერ გადალახა ბარიერი, დამატებით 2-მა პარტიამ, ვისაც ეკუთვნოდა დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები. როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილი – საქართველო ენდობა პარტნიორებს, მე თქვენი სოლიდარობის იმედი მაქვს 29 დეკემბერს და შემდგომშიც, ახალ არჩევნებამდე

საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს, მე თქვენი სოლიდარობის იმედი მაქვს 29 დეკემბერს და შემდგომშიც, ახალ არჩევნებამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსლეში წერს. „საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას სამართლიანობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, თქვენი სოლიდარობის იმედი მაქვს! 29-ში და შემდგომშიც – ახალ არჩევნებამდე“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.  

ვარკეთილში ხანძარს ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ვარკეთილში, ხანძარს ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა. ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.

საქართველოს ოცნებაა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანება, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს – ჯიმ რიში

ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება თავიანთი მთავრობის სახიფათო გზას, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯონ რიში სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოს ოცნებაა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანება, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს. ტაშს ვუკრავ ხალხის შეუპოვრობასა და უფრო ნათელი მომავლისადმი ერთგულებას, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლის გადატანაც მოუწიათ”,- წერს ჯიმ რიში.    

აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოვარდნის შემდეგ, ისრაელის ავიაკომპანია El Al რუსეთში ფრენებს აჩერებს

ისრაელის ეროვნულმა ავიაგადამზიდმა El Al-მა რუსეთში ფრენები შეაჩერა, – ამის შესახებ ისრაელის მედია წერს. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, თელ-ავივსა და მოსკოვს შორის რეისები მომდევნო კვირის განმავლობაში არ შესრულდება. „მომდევნო კვირას სიტუაცია ხელახლა შეფასდება, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას რეისების განახლების შესახებ“, – განაცხადეს კომპანიაში. 25 დეკემბერს ყაზახეთში საგანგებო დაშვებისას ჩამოვარდა „აზერბაიჯნის ავიახაზების“ ავიალაინერი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. სხვადასხვა მედიასაშუალების მრავალი წყაროს ინფორმაციით, გროზნოს რაიონში თვითმფრინავს სავარაუდოდ რუსული საჰაერო თავდაცვის რაკეტა მოხვდა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

ბოლო სიახლეები