ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში, ჯო უილსონის დაპატიჟებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს.
„იცით, რომ ამ ინაუგურაციაზე არის მიწვევის სხვადასხვა ვარიანტი, რომელშიც არავინ არ იხდის ფულს, სხვათა შორის. რომ ყოფილიყო ამის საშუალება, ალბათ ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს ეს თანხები. მაგრამ დავტოვოთ ეს ხუმრობა გვერდზე. მთავარი ის არის, რომ მივდივარ იქ, მექნება მაღალი დონის შეხვედრები და ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.