ოთხშაბათი, იანვარი 1, 2025

სალომე ზურაბიშვილი – გამოვალ აქედან, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები, ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა

ქვეყნისა და ხალხის მიმართ ერთგულება არაფრით არ შეიცვლება, ვიქნები სასახლეში, თუ სასახლის გარეთ, აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის ეზოში განაცხადა.

„მინდა, პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს, რადგან დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქით არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება. იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ, რადგან ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების, აგერ არის ეს გისოსები და არ გვეშინია. მინდა, თქვენ გითხრათ და ჩაგაბაროთ ანგარიში. ექვსი წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე. ამიტომ ვარ მე დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით არ შეიცვლება, ვიქნები მე სასახლეში, თუ სასახლის გარეთ. აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები.

ეს შენობა არავისი არ არის, ეს შენობა იყო სიმბოლო, ვიდრე აქ იჯდა პრეზიდენტი, რომელიც იყო ლეგიტიმური. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა. ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა. ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად. მინდა, რომ ახლა, თქვენთან ერთად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ლეგიტიმურობა. ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ, სადაც ხალხის ნდობა არ არის, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. ამიტომ, გამოვალ თქვენთან და თქვენთან ერთად ვიქნები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, „პაროდიაა ის, რაც ამ წუთებში პარლამენტში ხდება“.

„დღემდე, აი, ამ წუთამდე დრო იყო მიცემული. ეს არ იყო ულტიმატუმი, მაგრამ დრო იყო მიცემული იმისთვის, რომ მოსულიყვნენ აქ ან „ოცნების“ წარმომადგენლები, ან თავად ბიძინა ივანიშვილი იმისთვის, რომ მოგვეძებნა ამ ღრმა კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი, ანუ შეთანხმება ახალ, თავისუფალ, ნამდვილ არჩევნებზე. ეს იყო ჩემი მოწოდება. ეს იყო ჩემი შეთავაზება, რადგან ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როცა ქვეყანაზე ფიქრობ და როცა ქვეყანა გინდა. აქ არავინ მოსულა, თქვენც ხედავთ, არავინ მოსულა და პასუხი ამ შეთავაზებაზე რა იყო – პასუხი იყო მუქარა ჩემს მიმართ, რაც უშედეგო არის. პასუხი იყო ცინიზმი თქვენს მიმართ, ამასაც არასოდეს არანაირი შედეგი არ ექნება. პასუხი იყო რეპრესიები, ძალადობა. პასუხი იყო რეალურად ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ და პასუხი არის დღეს ის პაროდია, რომელიც ახლა, ამ წუთებში პარლამენტში ხდება. ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს არ ეკადრება ასეთი პაროდიები. იმიტომ, რომ იქ არის პაროდია, ამიტომ არის ეს განსხვავებული ორი სურათი. იქ არიან ჩაკეტილი, შეშინებული, გაყიდული, არალეგიტიმური, არაღიარებული არავისგან, სანქცირებული და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი, ლაღი, ძალიან მშვიდი და ჩვენთან არის სიმართლე. ჩვენთან არის სიყვარული, ჩვენთან არის ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან არის, რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს – ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილება დღეს ამოეწურა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მიხეილ სარჯველაძე – სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების მიმართ უმიზეზოდ აგრესიის გამოვლენა სასიამოვნო არ არის, ისინი ყოველდღიურად გმირობის ჩამდენი ადამიანები არიან

ექიმების, განსაკუთრებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამედიცინო პერსონალის ღვაწლი, უაღრესად დიდია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის. საზოგადოების მხრიდან აუცილებელია ექიმების, განსაკუთრებით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების პატივისცემა. მათ მიმართ უმიზეზოდ, აგრესიის გამოვლენა სასიამოვნო არ არის, – ამ განცხადებით გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი 30 დეკემბერს, ბოლნისში განვითარებულ მოვლენებს. მიხეილ სარჯველაძემ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს მძიმე ტრაგედიაა. „სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების მიმართ უმიზეზოდ აგრესიის გამოვლენა სასიამოვნო არ არის. ისინი ყოველდღიურად გმირობის ჩამდენი ადამიანები არიან. მე მესმის ემოციების, ეს ძალიან მძიმე, ტრაგიკული შემთხვევაა, მაგრამ ალბათ, არ იქნება მართებული, რომ ასეთი დამოკიდებულებები იქნეს საზოგადოდ, ან წახალისებული, ან მოწონებული. ტრაგედიიდან რამდენიმე საათში, ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრს როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ჩვენი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პერსონალი ადგილზე მივიდა და ყველას, ვისაც ესაჭიროებოდა, დაუყოვნებლივ გაუწია დახმარება“, – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად ილია მეორეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შეხვდა. კათოლიკოს-პატრიარქმა მიხეილ ყაველაშვილი დალოცა და საჩუქრად ხატი გადასცა. ამასთან, პატრიარქმა ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ელენე ეპიტაშვილი თბილ კადრებს გვიზიარებს

ეროვნული ნაკრების მეკარეს გიორგი მამარდაშვილს და მის მეუღლეს, ელენე ეპიტაშვილს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ენი დაარქვეს. ელენემ, სოციალურ ქსელში პატარა ენის მორიგი უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ნებივრობს გოგონა, ცუგასთან ერთად.

შსს განცხადებას ავრცელებს

შსს განცხადებას ავრცელებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა , რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იაგო ხვიჩია: სალომე ზურაბიშვილის ყველა ნაბიჯი ოპოზიციას სულ ასუსტებდა, დაწყებული ქარტიიდან, მათ წინ და უკან რომ დაატარებდა

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოზიციიდან ვერ შეძლო მისთვის პრინციპული საკითხების დალაგება, ზოგადად რაც ამ ქვეყანას სჭირდებოდა, პირიქით, ჩემი აზრით, მისი ყველა ნაბიჯი ოპოზიციას სულ ასუსტებდა, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პირველი არხის ეთერში განაცხადა. „შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობაში სალომე ზურაბიშვილს არსად არ ვხედავ, მე მგონი ვხედავ პენსიაზე, თუმცა წარმატებებს ვუსურვებ, რამე რომ გამოუვიდეს, თუმცა პრეზიდენტის პოზიციიდან ვერ შეძლო მისთვის პრინციპული საკითხების დალაგება, ზოგადად რაც ამ ქვეყანას სჭირდებოდა, პირიქით, ჩემი აზრით, მისი ყველა ნაბიჯი, საბოლოო ჯამში, როგორც დასრულდა ეს ყველაფერი გუშინ, ოპოზიციას სულ ასუსტებდა თავისი ქარტიიდან დაწყებული, ოპოზიციას წინ და უკან რომ დაატარებდა, რითაც აკაჩავებდა თითქოს ერთი გაგებით, მეორეს მხრივ საერთოდ გაუგებარი იყო ოპოზიციის ნაწილს, მაგალითად ნაცებს თუ იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილს შეიწყალებდა, ფაქტობრივად გამოვიდა, რომ ამაშიც გადააგდო",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები