საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს რომ 5 000 ლარით დააჯარიმეს.
ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფოტოს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ჯარიმა, სავარაუდოდ, 3 მარტს გამართულ აქციას უკავშირდება.
„აქტივისტად მოვინათლე დღეს. მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო, სინდისის პატიმრების დედების გვერდით“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.