სამშაბათი, თებერვალი 25, 2025

სალომე ზურაბიშვილი – არ მივცემთ საშუალებას რუსულ რეჟიმს, ისევ რუსული ოკუპაცია დააწესოს – რუსეთს არ დავუთმეთ ევროპული გზა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება, შიდა რუსულ რეჟიმს რას დავუთმობთ? – ვერ შეძლებენ ჩვენს დამორჩილებას

ომის, ოკუპაციის, გატაცებების, სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ არ მივეცით საშუალება რუსეთს, არ დავუთმეთ არც ჩვენი ევროპული გზა, არც ჩვენი დამოუკიდებლობა და არც ჩვენი თავისუფლება და აბა აქ, შიდა რუსულ რეჟიმს რა, დავუთმობთ? – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოება, ძალადობის მიუხედავად, რუსთაველზე დგას, რათა კიდევ ერთი 25 თებერვალი არ განმეორდეს.

“დღეს საზოგადოება, რომელიც დგას აქ 90 დღე, არ ეპუება, არ ეგუება იმ ძალადობას, რომელსაც ყოველდღიურად უწყობენ. ყველაფერი სცადეს – წყლის ჭავლები, ტყვიები, ძალადობა, შეურაცხყოფა, უსუსური ჯარიმები, კიდევ ძალადობა და კიდევ შეურაცხყოფა, მაგრამ დგანან… დგას მზია ამაღლობელი, დგას თემურ ქათამაძე, ყველა ის დგას, ვინც დღეს პატიმარია. დგანან და იდგებიან, სანამ ჩვენ აქ ვიდგებით. ეს არის მაგალითი 25 თებერვლის მერე, რომ ქვეყანა კიდევ დგას და იდგება იმიტომ, რომ ჩვენ არ დავთმობთ და არ მივცემთ საშუალებას დღეს რუსულ რეჟიმს, რომ აქ ისევ რუსული ოკუპაცია დააწესოს.

ომის, ოკუპაციის, გატაცებების, სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ არ მივეცით საშუალება რუსეთს, არ დავუთმეთ არც ჩვენი ევროპული გზა, არც ჩვენი დამოუკიდებლობა და არც ჩვენი თავისუფლება და აბა აქ შიდა რუსულ რეჟიმს რას დავუთმობთ? – არც არაფერს, ესენი ვერ შეძლებენ ჩვენს დამორჩილებას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სერგეი ლავროვი – გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ აშშ-ს შემუშავებული რეზოლუციის მიღება აჩვენებს, რომ ომის მიზეზები უკეთ არის გააზრებული

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ აშშ-ს შემუშავებული რეზოლუციის მიღება აჩვენებს, რომ ომის მიზეზები უკეთ არის გააზრებული. ამის შესახებ ლავროვმა ირანში ვიზიტისას აღნიშნა.ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან გამართული მოლაპარაკებებზეც ისაუბრა.„ჩვენ განვიხილეთ უკრაინაში და მის გარშემო არსებული სიტუაცია. მადლობა გადავუხადე ირანელ კოლეგებს მათი დაბალანსებული პოზიციისთვის, რომელიც ეფუძნება ამ კრიზისის ძირეული მიზეზების, რუსეთის პოზიციისა და შეშფოთების გააზრებას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.ცნობისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო აშშ-ის რეზოლუცია „მშვიდობისკენ გზა“, რომელიც უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების მოწოდებით გამოდის. დოკუმენტში რუსეთი არ არის მოხსენიებული აგრესორად.

ირაკლი კობახიძე – სრულად იქნება მობილიზებული ყველა უწყება, რათა ვებრძოლოთ სტიქიას, ვითარება რთულია, გამოწვევა ბევრია, თუმცა ყველაფერი გაკეთდება, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე

სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება, რათა ვებრძოლოთ სტიქიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.პრემიერის თქმით, გუშინდელმა თოვამ კიდევ უფრო მეტად გაართულა მდგომარეობა და სწორედ ამიტომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ჩართვის თაობაზე.„განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა, რომელიც არის საკმაოდ რთული. გუშინდელმა თოვამ ვითარება კიდევ უფრო მეტად გაართულა, შესაბამისად, დღეს უკვე აუცილებელი გახდა საქმეში ჯარის, თავდაცვის ძალების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისთვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიას. მდგომარეობა არის რთული, სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარესამყაროს, ვერ მყარდება კომუნიკაცია სოფლების მნიშვნელოვან ნაწილთან და ამ კუთხით არის ძალიან ბევრი სამუშაო. ტექნიკა იქნება მობილიზებული, რომ მაქსიმალურად აღდგეს კავშირი კონკრეტულ სოფლებთან და ამაზე ამ მომენტიდან განახლდება აქტიური მუშაობა. ასევე დაგვჭირდება მარაგების მობილიზება, როგორც მედიკამენტების ნაწილში, ისე სურსათისა და შეშის ნაწილში გათბობისთვის და ამასთან დაკავშირებითაც ვიმუშავებთ კონკრეტული გეგმით. მთლიანობაში, გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება, რათა მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს მათ გამოსაყვანად

კოორდინაცია არის აუცილებელი და ამისკენ მოვუწოდებ მოხალისეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს ამ ადამიანების გამოსაყვანად.„ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია. იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს იმისათვის, რომ მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ლოკაციებიდან. კოორდინაცია არის აუცილებელი და აქეთკენ მოვუწოდებ შესაბამის ადამიანებს, მოხალისეებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“ – საგანგებო გაფრთხილება

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას აფრთხილებს.„გაცნობებთ, რომ დასავლეთ საქართველოში 27 თებერვლამდე შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“, - ნათქვამია მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, რომელსაც 112 აგზავნის.

„მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გიორაო შეუფარდა.პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება დღეს წარუდგინა.პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი არაჯეროვნად ასრულებდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობას და არც „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.„შედეგად, „მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაციაში შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით – 240 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ, მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა, ჰესი ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა, შედეგად კი, არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო სიახლეები