სამშაბათი, თებერვალი 25, 2025

სალომე ზურაბიშვილი – არ ვიცი, რამდენი პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ პროგრამა შეიძლება, იყოს ერთი, „ქართული ქარტია“, შესაძლოა, იყოს ახალი პარტიები, ორგანიზაციები, რომლებიც არიან თქვენთან, ქუჩაში

გეგმა არის ერთი და უალტერნატივო, ახალი არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებისთვის მიმართვისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მომავალ დღეებში საზოგადოებას გააცნობს დოკუმენტს ახალი არჩევნების პირობების შესახებ.

„მჯერა, რომ ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე და რა არის ეს სწორი გზა? ყველა კითხულობს, რა არის გეგმა? გეგმა არის ერთი და უალტერნატივო – ახალი არჩევნები. თქვენც შეამჩნევდით, უფრო და უფრო მეტი ჩვენი პარტნიორები ითხოვს ახალ არჩევნებს, რადგან მსოფლიოში ყველამ ძალიან კარგად იცის, როცა არსებობს ასეთი ღრმა კრიზისი ქვეყანაში, სადაც ერთ მხარეს დგას რეჟიმი, რომელიც ვითომ არაფერს თმობს და მეორე მხარეს დგას საზოგადოება, რომელიც არაფერს არ დათმობს, რადგან დასათმობი არაფერი არ აქვს. ეს ღრმა კრიზისი გრძელდება არჩევნებიდან უკვე ოთხი თვეა. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა მშვიდობიანი გამოსავალი არა არსებობს, თუ არა არჩევნები. კრიზისი როცაა, არჩევნები ნიშნავს, რომ შენ უბრუნდები ხალხს და ეკითხები, შენ ნება რა არის. საქართველოს ხალხის ნება არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ასე რომ, ეს არჩევნები დაინიშნება ამაზე კითხვის ნიშანიც არ დგას.

რა უნდა იყოს გეგმა, მომზადება არჩევნების და ეს მომზადება გადის რამდენიმე საკითხზე. ერთი არის, რომ უნდა მოვამზადოთ არჩევნების პირობები და ამაზე პრაქტიკულად მზად ვართ. მომავალ დღეებში გაეცნობით დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს, რა უნდა იყოს არჩევნების პირობები. მეორე, უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის – ეს ნიშნავს, რომ დღესვე უნდა მოვამზადოთ კომისიის წევრები და დამკვირვებლები, მთელი ჯარი, რომ მეორედ ვერავინ შეძლოს არჩევნების გაყალბება. ეს არის ჩვენს ხელში და ჩვენი, ყველას გასაკეთებელი და დღეს უნდა დავიწყოთ. მესამე, ამაზე ვმუშაობ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ჩვენი ყველაზე სანდო პარტნიორებისგან ყველანაირი დახმარება, რათა გაყალბების ის ფორმები, რაც გამოიყენეს ვეღარ გამოიყენონ. ეს ეხება ტექნოლოგიურ არჩევნებს და ეს ეხება ბევრ რამეს. დღეს ჩვენი ძალიან ბევრი პარტნიორი სწორედაც მუშაობენ არჩევნების საკითხებზე, რამეთუ მათ გაიგეს კარგად, რომ არჩევნების მანიპულაცია და გაყალბება გახდა რუსეთის ახალი სტრატეგია, რომელიც დაიწყო საქართველოდან, მაგრამ შეეხება სხვა ევროპულ ქვეყნებს ხვალ და ზეგ, თუ დღეს არ დავამარცხეთ ეს სტრატეგია. ამისთვის ყველამ უნდა შეისწავლოს, რაც აქ მოხდა და ყველამ ერთად უნდა მოვნახოთ გზები, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ამ გაყალბებაზე და აღარ დავუშვათ. ეს არის ჩვენი ასევე ერთად გასაკეთებელი. კიდევ, რა უნდა გავაკეთოთ და ამაში ასევე ვარ ჩართული, რომ შედგეს მეტი კოორდინაცია ყველას შორის, ეს არის ერთის მხრივ, პოლიტიკური პარტიები, მეორე მხრივ, შესაძლოა, ახალი პოლიტიკური პარტიები. ეს არის ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს არიან თქვენთან, არიან ქუჩაში“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნებზე მხოლოდ ერთი პროგრამა უნდა იყოს და ეს არის „ქართული ქარტია“.

„მე ვარ პირდაპირ უშუალოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მეტი კოორდინაცია იყოს, რათა კიდევ უფრო ეფექტური იყოს არა მხოლოდ პროტესტი, არამედ ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც გადადის გაზაფხულის ფაზაში. ასევე კითხულობთ ხშირად, რა არის საარჩევნო პროგრამა. მე არ ვიცი, რამდენი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას შემდგომ არჩევნებში და ყველას, ყველა პროევროპულ პარტიას ვუსურვებ დიდ წარმატებას, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ პროგრამა შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთი. ეს არის „ქართული ქარტია“, სადაც წერია, რომ ყველა რუსული კანონები უნდა იყოს გაუქმებული, უნდა გათავისუფლდეს ყველა პატიმარი, უნდა დავიბრუნოთ სამართლიანი სასამართლო, უნდა დავძლიოთ კორუფცია, ყველაფერი ის, რაც გასაკეთებელია პირველივე ექვს თვეში. მერე როცა დავუბრუნებთ ქვეყანას სასამართლოს, კანონმდებლობას, მერე შევძლებთ უკვე გაშლას სხვა პროგრამების. ქვეყანას როცა დავუბრუნებთ  ეკონომიკს, რომელიც დღეს არის სრულიად გაჩერებული, პარალიზებული, მაშინ შეძლებთ, სხვანაირად გადავანაწილოთ ქვეყნის რესურსები და არ იყოს ერთ კაცზე მორგებული, რომელმაც შემოიტანა ქვეყანაში ნახევარ მილიარდიანი თავის ქონება და ნახატები და სხვა, ისე რომ, არცერთი ცენტი საქართვეოს ბიუჯეტში არ გადაუხდია. ამას ვერცეთი თქვენგანი ვერ გააკეთებდით, რადგან კანონმდებლობა გაიძულებთ, რომ ასეთივე შემოტანაზე, რაც არ უნდა იყოს თანხა ნახატების თუ სხვა ქონების,  გადაიხადოთ 20 პროცენტი. ეს არის ქვეყანა, რომელიც მიტაცებული არის ერთი ოლიგარქის მიერ, მიტაცებულია რუსული მმართველი რეჟმის მიერ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფრიდრიხ მერცი – ახლო მომავალში ე.წ. ვალის მუხრუჭის რეფორმა გამორიცხულია, ეს საკმაოდ მასშტაბური და რთული სამუშაოა

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა გამორიცხა ე.წ. ვალის მუხრუჭის რეფორმის სწრაფად გატარება და განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია თქმა, შეძლებს თუ არა მოქმედი პარლამენტი სამხედრო ხარჯების მასშტაბური ზრდის დამტკიცებას.„ახლო მომავალში „ვალის მუხრუჭის“ რეფორმა გამორიცხულია. ეს საკმაოდ მასშტაბური და რთული სამუშაოა, რომელიც უნდა შესრულდეს“, – განაცხადა მერცმა.აღსანიშნავია, რომ გერმანიაში უკვე მიმდინარეობს დებატები ე.წ. ვალის მუხრუჭის რეფორმირების შესახებ. „ვალის მუხრუჭი“ არის ხარჯვის მკაცრი წესი, რომლის მიხედვითაც, ფედერალურ მთავრობას სახელმწიფო ვალის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%-ზე მეტის აღება ეკრძალება. ამ წესის შეცვლასთან დაკავშირებით დებატები უფრო ინტენსიური გახდა აშშ-ის მოთხოვნის გამო, რომ ევროკავშირმა მეტი გადაიხადოს საკუთარი თავდაცვისთვის.

ჩოხატაურში, მაშველების მიერ კლინიკაში გადაყვანილ ქალს ვაჟი შეეძინა.

"უღრმესი მადლობა ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს, რომ არა თქვენი თავდადება შეუძლებელი იქნებოდა მშობიარე ქალის ჩოხატაურის მედალფას კლინიკაში გადაყვანა, რომელმაც შეყვანიდან ზუსტად 5 წუთში იმშობიარა,"- წერს სოციალურ ქსელში ნატო კიკვაძე."უღრმესი მადლობა ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის რომ არა თქვენი თავდადება, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა მშობიარე ქალის ჩოხატაურის მედალფას კლინიკაში გადაყვანა ფორსმაჟორულ რეჟიმში, რომელმაც შეყვანიდან ზუსტად 5 წუთში იმ შობიარა და დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი დემეტრე სიხარულიძე მადლობა კლინიკის მორიგე პერსონალს, კოლეგებს უსწრაფესი რეაგრებისა და მხარდაჭერისთვის,"- წერს სოციალურ ქსელში.

სალომე ზურაბიშვილი – არ მივცემთ საშუალებას რუსულ რეჟიმს, ისევ რუსული ოკუპაცია დააწესოს – რუსეთს არ დავუთმეთ ევროპული გზა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება, შიდა რუსულ რეჟიმს...

ომის, ოკუპაციის, გატაცებების, სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ არ მივეცით საშუალება რუსეთს, არ დავუთმეთ არც ჩვენი ევროპული გზა, არც ჩვენი დამოუკიდებლობა და არც ჩვენი თავისუფლება და აბა აქ, შიდა რუსულ რეჟიმს რა, დავუთმობთ? - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოება, ძალადობის მიუხედავად, რუსთაველზე დგას, რათა კიდევ ერთი 25 თებერვალი არ განმეორდეს.“დღეს საზოგადოება, რომელიც დგას აქ 90 დღე, არ ეპუება, არ ეგუება იმ ძალადობას, რომელსაც ყოველდღიურად უწყობენ. ყველაფერი სცადეს - წყლის ჭავლები, ტყვიები, ძალადობა, შეურაცხყოფა, უსუსური ჯარიმები, კიდევ ძალადობა და კიდევ შეურაცხყოფა, მაგრამ დგანან… დგას მზია ამაღლობელი, დგას თემურ ქათამაძე, ყველა ის დგას, ვინც დღეს პატიმარია. დგანან და იდგებიან, სანამ ჩვენ აქ ვიდგებით. ეს არის მაგალითი 25 თებერვლის მერე, რომ ქვეყანა კიდევ დგას და იდგება იმიტომ, რომ ჩვენ არ დავთმობთ და არ მივცემთ საშუალებას დღეს რუსულ რეჟიმს, რომ აქ ისევ რუსული ოკუპაცია დააწესოს.ომის, ოკუპაციის, გატაცებების, სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ არ მივეცით საშუალება რუსეთს, არ დავუთმეთ არც ჩვენი ევროპული გზა, არც ჩვენი დამოუკიდებლობა და არც ჩვენი თავისუფლება და აბა აქ შიდა რუსულ რეჟიმს რას დავუთმობთ? - არც არაფერს, ესენი ვერ შეძლებენ ჩვენს დამორჩილებას”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სერგეი ლავროვი – გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ აშშ-ს შემუშავებული რეზოლუციის მიღება აჩვენებს, რომ ომის მიზეზები უკეთ არის გააზრებული

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ აშშ-ს შემუშავებული რეზოლუციის მიღება აჩვენებს, რომ ომის მიზეზები უკეთ არის გააზრებული. ამის შესახებ ლავროვმა ირანში ვიზიტისას აღნიშნა.ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან გამართული მოლაპარაკებებზეც ისაუბრა.„ჩვენ განვიხილეთ უკრაინაში და მის გარშემო არსებული სიტუაცია. მადლობა გადავუხადე ირანელ კოლეგებს მათი დაბალანსებული პოზიციისთვის, რომელიც ეფუძნება ამ კრიზისის ძირეული მიზეზების, რუსეთის პოზიციისა და შეშფოთების გააზრებას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.ცნობისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო აშშ-ის რეზოლუცია „მშვიდობისკენ გზა“, რომელიც უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების მოწოდებით გამოდის. დოკუმენტში რუსეთი არ არის მოხსენიებული აგრესორად.

ირაკლი კობახიძე – სრულად იქნება მობილიზებული ყველა უწყება, რათა ვებრძოლოთ სტიქიას, ვითარება რთულია, გამოწვევა ბევრია, თუმცა ყველაფერი გაკეთდება, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე

სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება, რათა ვებრძოლოთ სტიქიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.პრემიერის თქმით, გუშინდელმა თოვამ კიდევ უფრო მეტად გაართულა მდგომარეობა და სწორედ ამიტომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ჩართვის თაობაზე.„განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა, რომელიც არის საკმაოდ რთული. გუშინდელმა თოვამ ვითარება კიდევ უფრო მეტად გაართულა, შესაბამისად, დღეს უკვე აუცილებელი გახდა საქმეში ჯარის, თავდაცვის ძალების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისთვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიას. მდგომარეობა არის რთული, სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარესამყაროს, ვერ მყარდება კომუნიკაცია სოფლების მნიშვნელოვან ნაწილთან და ამ კუთხით არის ძალიან ბევრი სამუშაო. ტექნიკა იქნება მობილიზებული, რომ მაქსიმალურად აღდგეს კავშირი კონკრეტულ სოფლებთან და ამაზე ამ მომენტიდან განახლდება აქტიური მუშაობა. ასევე დაგვჭირდება მარაგების მობილიზება, როგორც მედიკამენტების ნაწილში, ისე სურსათისა და შეშის ნაწილში გათბობისთვის და ამასთან დაკავშირებითაც ვიმუშავებთ კონკრეტული გეგმით. მთლიანობაში, გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება, რათა მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები