კვირა, ივნისი 1, 2025

საკრებულოში დედაქალაქის გენგეგმაზე მსჯელობენ

საკრებულოში დედაქალაქის გენგეგმაზე მსჯელობენ. სხდომა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით იმართება. შეხვედრას ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან. მიწვევა მიიღეს, თუმცა ამ ფორმატში მონაწილეობაზე საკრებულოს უმრავლესობამ და მერიამ უარი თქვა.

ოპოზიციის კითხვებს სხდომაზე კომპანიის “სითი ინსტიტუტი საქართველო” ხელმძღვანელი უპასუხებს.

“ჩვენი მოსაზრებები პრინციპში გამოთქმულია იმ მასშტაბურ დოკუმენტში, რომელიც საჯაროდაც არის ცნობილი. რაც შეეხება შენიშვნებს, მართალი გითხრათ არ მომისმენია ოპოზიციის შენიშვნები. როცა წინასაარჩევნო კამპანია მიდიოდა, ვინც კენჭს იყრიდნენ მერის პოზიციაზე, ძალიან ბევრი რამ სწორედ ამ დოკუმენტიდან აიღეს. ეს ბუნებრივიცაა იმის გამო, რომ ყველაზე დიდი კვლევა, რაც გაკეთდა თბილისთან დაკავშირებით ჩვენმა ჯგუფმა გააკეთა. ყველა კითხვაზე არგუმენტირებული პასუხი გვაქვს. პრაქტიკულად ყველა სფეროს შევეხეთ ჩვენს დოკუმენტში, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს ქალაქის განვითარებისთვის. რაც უფრო სწრაფად მივიღებთ ამ დოკუმენტს, მით უფრო სწრაფად შეჩერდება ის პროცესები, რომელიც ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას ახლავს თან,”-განაცხადა სალუქვაძემ.

კითხვაზე, 45 დღის შემდეგ შევა თუ არა გენგეგმაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, სალუქვაძე განმარტავს, რომ სახეცვლილი არცერთი კონცეპტუალური საკითხი არ იქნება.

“აქ მიდის დაზუსტებები, უფრო მეტად დასაბუთებაზე ვსაუბრობთ. გავიარეთ უკვე სატრანსპორტო სამსახურებთან მუშაობა, აქ არაფერ მნიშვნელოვანზე არაა საუბარი. ახლა არქიტექტურის სამსახურთან გვექნება შეხვედრა, რომ ამის დაბოლოება ისე მოხდეს, როგორც არქიტექტურის სამსახურისთვის იქნება მნიშვნელოვანი. მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ვთანამშრომლობთ კიდეც,”- განაცხადა სალუქვაძემ.

26 იანვარს დედაქალაქის მერმა ოპოზიციას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასების პროცესში მონაწილოება შესტავაზა.

25 დეკემბერს თბილისის მერიამ გენგეგმის ჯგუფი 145 600 ლარით დააჯარიმა და ხარვეზების გამოსასწორებლად 10-დღიანი ვადა მისცა. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მერიის ყოფილმა ხელმძღვანელობამ კონკურსის წესით შეარჩია და ქალაქის მთავარი დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოყო.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, მერიას 18 ივნისს ჩაბარდა. მისი შემქმნელების თქმით, ეს დოკუმენტის სამუშაო ვერსიაა და მნიშვნელოვანია პროცესში მოქალაქეთა ჩართვა. თბილისის ახალარჩეული მერმა უკვე დასრულებული გენგეგმა თავიდან შესასწავლად სპეციალურ ჯგუფს გადასცა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიცა თავაძე ემოციურ კადრებს აქვეყნებს

5:0 - ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ მოიგო.მან „ინტერის“ დამარცხება კვარაცხელიას, ჰაკიმის, დეზირე დუესა და სენი მეილუეს გოლებით შეძლო. დეზურე დუეს ანგარიშზე ორი გოლია.ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.მო­ე­დან­ზე იყო ხვი­ჩას მე­უღ­ლე, ნიცა თა­ვა­ძე, რო­მე­ლიც მატ­ჩის შემ­დეგ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს გვი­ზი­ა­რებს.

გერმანიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს შეეჯახა – არის მსხვერპლი

დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ კორშენბროიხში, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პილოტი. ინფორმაცია dailymail-ი ავრცელებს.პოლიციის ცნობით, თვითმფრინავი დაახლოებით 12:30 საათზე ჩამოვარდა, რის გამოც სახლს ცეცხლი გაუჩნდა.თვითმფრინავის პილოტი 71 წლის იყო, რომლის გარდაცვალებაც პოლიციამ დაადასტურა. პოლიცია ვარაუდობს, რომ თვითმფრინავში მხოლოდ პილოტი იმყოფებოდა, თუმცა მეორე გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად, ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

მეუეფ შიო – მადლიერება გვმართებს იმ დიდებული ადამიანების, ვინც გამოთქვა და განაცხადა ჭეშმარიტება, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გადმოგვცა – ვევედროთ უფალს, რომ მათი ლოცვით...

როდესაც ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ხორციელდება და ახლდება ერთობა ჩვენი ღმერთთან და ერთმანეთთან. ეს არის ერთობა ქრისტეში, მის სხეულში, რომელიც სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, არის ეკლესია და რომლის თავიც არის თვით უფალი იესო ქრისტე, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამათა კვირას და ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.მიტროპოლიტი შიოს განცხადებით, „ვმადლობთ უფალს და ვხარობთ, რომ მოგვიყვანა მის წმინდა ეკლესიაში, რათა ვეზიაროთ ამ რწმენას და ვსაზრდოობდეთ მარადიული სიცოცხლის წყაროსგან…გვმართებს განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება იმ დიდებული ადამიანების მიმართ, ვინც გამოთქვა და განაცხადა ეს ჭეშმარიტება, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გადმოგვცა ის”.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ყოვლადსამღვდელო მეუფეო, პატიოსანნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის ნინოობა და დღევანდელ დღეს დაემთხვა პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების კვირა.ამ კვირა დღესთან დაკავშირებით წაკითხული იყო სახარებიდან მონაკვეთი, საიდანაც ვიგებთ, რომ მას შემდეგ, როცა უფალი იესო ქრისტე უკანასკნელად ესაუბრა თავის მოციქულებს საიდუმლო სერობაზე, მან ლოცვით მიმართა მამაზეციერს. ამ ლოცვაში განსაკუთრებით კარგად ჩანს მამა ღმერთის და ძე ღმერთის ერთობა. უფალი სთხოვს მას მორწმუნეთათვის და ამბობს: „იყვნენ ესენი ერთ’’, როგორც მამა ღმერთი და ძე ღმერთი ერთ არიან“(ინ. 17,21). ასევე ამბობს ასეთ სიტყვებს: „ყოველივე ჩემი შენი არს და შენი ჩემი არს“(ინ. 17,10). საოცარი სიტყვებია ეს, არცერთ ადამიანს, არცერთ რელიგიას არ უქადაგია ასეთი ერთობა ღმერთსა და ადამიანს შორის. ღმერთი გახდა ადამიანი იმისთვის, რომ ადამიანიც გახდეს მადლით ღმერთი. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც აქვს ღმერთს, მადლით ჰქონდეს ადამიანსაც.ეს საოცარი და განსაკუთრებული ერთობა, ძვირფასო ძმებო და დებო, ხორციელდება მაშინ, როდესაც ჩვენ ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით. ყოველთვის, როდესაც ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ხორციელდება და ახლდება ეს ერთობა ჩვენი ღმერთთან და ერთმანეთთან. ეს არის ერთობა ქრისტეში, მის სხეულში, რომელიც სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, არის ეკლესია და რომლის თავიც არის თვით უფალი იესო ქრისტე.ამ საოცარ ლოცვაში უფალი იესო ქრისტე კიდევ განმარტავს იმას, თუ რა არის საუკუნო სიცოცხლე და ამბობს: „საუკუნო სიცოცხლე არის, რათა გიცნობდნენ შენ (ანუ მამა ღმერთს ეუბნება) და იმას, ვინც მოავლინე, იესო ქრისტეს“ (ინ. 17,3). ე. ი. საუკუნო სიცოცხლე ყოფილა არამხოლოდ ერთი ღმერთის შეცნობა და რწმენა, არამედ იესო ქრისტეს რწმენაც, თორემ ერთი ღმერთი იმათაც სწამდათ, ვინც ითხოვდა მის ჯვარცმას და სიკვდილს და ვინც ეს საშინელი ცოდვა ჩაიდინა; დღესაც არიან მრავლად ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ სწამთ ერთი ღმერთი, მაგრამ ისინი უარყოფენ მისგან კაცობრიობის გამოხსნისთვის მოვლენილ ძე ღმერთს და ათასგვარ უბედურებას ჩადიან.ეს სახარება, ძვირფასო ძმებო და დებო, არ იყო შემთხვევით წაკითხული დღევანდელ წირვაზე, რადგან დღეს არის ხსენება პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების, რომლებიც წინ აღუდგნენ არიოზის მწვალებლობას, რომელიც აკნინებდა იესო ქრისტეს საღვთო ღირსებას და ამბობდა, რომ ის არის ქმნილება. ამიტომ ეს წმინდა მამები წინ აღუდგნენ მას, დაგმეს ეს სწავლება და გამოთქვეს ჭეშმარიტება, რომ იესო ქრისტე არ არის ქმნილება, არც მხოლოდ წინასწარმეტყველი, არც რომელიმე ზნეობის მასწავლებელი, არამედ არის მხოლოდშობილი ძე ღვთისა, განკაცებული ღმერთი და მაცხოვარი სოფლისა; და ამ რწმენას აღიარებს წმინდა ეკლესია იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ უბრძანა თავის მოციქულებს, წასულიყვნენ საქადაგებლად და მოენათლათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა; იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც პავლე მოციქულმა განაცხადა, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა და მაცხოვარი სოფლისა და იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც წმინდა მამებმა განმარტეს ეს ჭეშმარიტება და დაამტკიცეს პირველ მსოფლიო კრებაზე.დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს და ვხარობთ, რომ მოგვიყვანა მის წმინდა ეკლესიაში, რათა ვეზიაროთ ამ რწმენას და ვსაზრდოობდეთ იმ მარადიული სიცოცხლის წყაროსგან, რომელზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე თავის სამეუფეო ლოცვაში. ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, გვმართებს განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება იმ დიდებული ადამიანების მიმართ, ვინც გამოთქვა და განაცხადა ეს ჭეშმარიტება, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გადმოგვცა ის. ვიმეორებ, ესენი არიან პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამები, ეს არის წმინდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი, ქალწული ნინო, რომელმაც ეს რწმენა ჩვენთან მოიტანა და იქადაგა.კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.დღეს, როდესაც ვიხსენიებთ და ვადიდებთ ამ დიდ მოღვაწეებს (წმინდა ნინოსთან ერთად დღეს არის ასევე ხსენება მოციქულთასწორთა, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანასი), ვევედროთ უფალს, რომ მათი ლოცვით შევძლოთ ამ წმინდა და საღვთო რწმენის - მართლმადიდებელი სარწმუნოების - შენახვა და ღირსი გავმხდარიყავით, ამ რწმენით სასურველი, მარადიული და ნეტარი ცხოვრების მიღწევის, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი!”, - განაცხადა მეუფე შიომ თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, პარკირებულ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე პარკირებულ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავის 2-ს" განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.მეხანძრე-მაშველებმა გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.

ცნობილია ახალი „მის მსოფლიოს“ ვინაობა

72-ე საერთაშორისო სილამაზის კონკურსის „მის მსოფლიო“ გამარჯვებული 21 წლის ტაილანდელი სუჩატა ჩუანგსრი გახდა.კონკურსის ფინალი ინდოეთის ქალაქ ჰაიდერაბადში გაიმართა. ტიტულის მოსაპოვებლად 108 მონაწილე იბრძოდა. ჩუანგსრი პირველი ტაილანდელი ქალი გახდა, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა.გვირგვინი მას შარშანდელმა გამარჯვებულმა, ჩეხეთის წარმომადგენელმა კრისტინა პიშკოვამ გადასცა.

ბოლო სიახლეები