სამშაბათი, ივნისი 24, 2025

საკანონმდებლო ცვლილებებით, სასამართლო აქტები ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული პირისთვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის გათვალისწინებით, სასამართლო აქტები საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

„არავის აქვს უფლება, ამ აქტის ტექსტი საჯაროდ გამოაქვეყნოს მისი დეპერსონალიზაციის გარეშე. ამასთანავე, აღნიშნული სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტი არის საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტის ტექსტის დეპერსონალიზაციაში იგულისხმება მასში მითითებული შემდეგი ინფორმაციის სრული დეპერსონალიზაცია: ა) პირის ვინაობა, სახელწოდება, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის სახელწოდებები; ბ) პირის რეგისტრაციის ადგილის, ადგილსამყოფლის, საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის მისამართები; გ) პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა სახის ისეთი ინფორმაცია, რომელიც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“, – ნათქვამია კანონპროექტში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ქრისტინე ქარდავა – უდანაშაულოდ მომიკლეს მამა, ეს არ აკმარეს, არ აკმარეს, რომ ოჯახს არ დაგვიტოვეს გვამი, გადააგდეს შუა ზღვაში და კიდევ დააბრალეს, რომ იყო...

უდანაშაულოდ მომიკლეს მამა. ეს არ აკმარეს, არ აკმარეს, რომ ოჯახს არ დაგვიტოვეს გვამი, გადაგდეს შუა ზღვაში და კიდევ დააბრალეს, რომ ის იყო მოღალატე, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელის, პაატა ქარდავას შვილმა, ქრისტინე ქარდავამ განაცხადა.საგამოძიებო კომისია პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეს განიხილავს.„ძალიან მიჭირდა აქ მოსვლა და ამ ყველაფრის მოყოლა, მაგრამ რომ ვუყურე დავით ცინდელიანის დედას, თავს უფლება ვერ მივეცი, არ მოვსულიყავი და მამაჩემზეც იგივე არ მეთქვა. მამა, რომელიც ნამდვილად იყო გმირი, მამა, რომელიც ასე უდანაშაულოდ მომიკლეს. ეს არ აკმარეს, არ აკმარეს ის, რომ ოჯახს არ დაგვიტოვეს გვამი, გადააგდეს შუა ზღვაში, კიდევ დააბრალეს, რომ ის იყო მოღალატე და ასე გავუსწორდით“, – აღნიშნა ქრისტინე ქარდავამ.ქრისტინე ქარდავას თქმით, დილის საათებში გაუჩინარებული მამის შესახებ დღის ბოლოს შეიტყო, რომ მანქანა, რომლითაც პაატა ქარდავა გადაადგილდებოდა, სოფელ ხურჩის საზღვართან იპოვეს.„დღის ბოლოს შეგვატყობინეს ინფორმაცია, რომ მანქანა, რომლითაც მამა გადაადგილდებოდა, იყო ხურჩის საზღვართან. ბიძაჩემი მაშინვე წავიდა, იქ, თუ სწორად მახსოვს, დარჩელის პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ და უთხრეს, რომ შეგვატყობინეს, ეს მანქანა დატოვებულია საზღვართანო – ზუსტად ხიდთან იყო მანქანა მიყენებული. მანქანაში იდო მამას ყველანაირი დოკუმენტაცია, თავდაცვის სამინისტროს საბუთი, მისი პირადობა და სხვა დოკუმენტები, სამსახურებრივი ჩანაწერები და ა.შ. ყველაფერი მანქანაში იდო. ბიძაჩემს ისე გამოატანეს მანქანა, ექსპერტიზაც არ ჩაუტარებიათ, პაატას შემდეგ შეეხო ამ მანქანას ვინმე, იყო თუ არა ძალადობის კვალი. იმავე დღეს მივმართეთ პოლიციას თხოვნით, იქნებ ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და გამოეკვლიათ ეს ინფორმაცია, იყო თუ არა მანქანაში კვალი, რაც რაღაც ინფორმაციამდე მიგვიყვანდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნა მეორე თუ მესამე დღემდე არ დაკმაყოფილდა“, – აღნიშნა ქრისტინე ქარდავამ.ქრისტინე ქარდავას განმარტებით, ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ახსოვს სიტყვები, როგორ სცემდა მამას რომან შამათავა.„სადისტი, არაადამიანი, და აიძულებდა, რომ რაღაც ეღიარებინა. არ ვიცი, რის აღიარებას სთხოვდა, ალბათ რაღაც აბსურდი რომ დაებრალებინათ მამისთვის. შემდეგ მიიყვანეს ბათუმში ნავმისადგომთან, ჩასვეს კატერში, გაიყვანეს დიდ სიღრმეში ზღვაში. მამა თურმე სთხოვდა, არ გადაეგდოთ ზღვაში, რადგან ცურვა არ იცოდა. ალბათ კიდევ იმედი ჰქონდა, რომ არ მოკლავდნენ. იცნობდა რამდენიმე ადამიანს, ვინც იჯდა იქ კატერზე და ჰქონდა მათთან კვეთა, იქნებოდა ეს სამსახურებრივი, პოლიციაში როცა მუშაობდა, და ალბათ ჰქონდა იმედი, რომ ისინი რაღაც სიტყვას შეაწევდნენ“, – განაცხადა ქრისტინე ქარდავამ.ქრისტინე ქარდავამ დაასახელა პიროვნებები, ვინც, მისი განმარტებით, კატერში იჯდა.„რომან შამათავა, ალექსანდრე დანელია, ეს არის პიროვნება, მამიკოს ტელეფონები რომ ედო სამსახურში; ბახვა ჩიქობავა, რომელიც დღეს თურმე გმირია და მამაჩემი – მოღალატე, კატერს მართავდა გიორგი ჩიქოვანი, იგივე მაიმუნა“, – აღნიშნა ქრისტინე ქარდავამ.ქრისტინე ქარდავას განმარტებით, გარდაცვლილია კატერში მყოფი ორი ადამიანი – ალექსანდრე დანელია და ბახვა ჩიქობავა.„ალექსანდრე დანელიამ თავი მოიკლა, წავიკითხე სოციალურ ქსელში, და ბახვა ჩიქობავა მოკლეს უკრაინაში. ზუსტად ბახვას და ალექსანდრეს მიმართავდა მამა, რადგან მაგათ იცნობდა, მიმართავდა, რომ არ გადაეგდოთ ზღვაში, ვინაიდან ცურვა არ იცოდა. ალბათ ჰქონდა იმედი, რომ ისინი მაინც დაინდობდნენ და ასე სასიკვდილოდ არ გასწირავდნენ მამაჩემს. დიდება უფალს, ღმერთი მაღალია“, – განაცხადა ქრისტინე ქარდავამ.

დონალდ ტრამპი – მადლობა ირანს იერიშის შესახებ ადრეული გაფრთხილებისთვის, შესაძლოა, ირანი ახლა გადავიდეს მშვიდობასა და ჰარმონიაზე რეგიონში, ამავეს მოვუწოდებ ისრაელს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზებზე იერიშს ძალიან სუსტს უწოდებს. დონალდ ტრამპი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.„ირანმა ოფიციალურად უპასუხა ჩვენი მხრიდან მათი ბირთვული ობიექტების განადგურებას ძალიან სუსტი პასუხით, რასაც ველოდით და ძალიან ეფექტურად ვუპასუხეთ“, – წერს ტრამპი.აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კატარის მიმართულებით ირანმა 14 რაკეტა ისროლა, აქედან 13 ჩამოაგდეს, ხოლო ერთი თავისუფლად გაუშვეს, რადგან არავის საფრთხე არ ემუქრებოდა.„სიამოვნებით ვაცხადებ, რომ არცერთი ამერიკელი არ დაშავებულა და თითქმის არანაირი ზიანი არ მოგვადგა. რაც ყველაზე მნშვნელოვანია, მათ ეს ყველაფერი „ამოიღეს თავიანთი სისტემიდან“ და იმედი მაქვს, რომ სიძულვილი აღარ იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ირანს ადრეული გაფრთხილებისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ არავინ დაღუპულიყო და დაშავებულიყო. შესაძლოა, ირანი ახლა გადავიდეს მშვიდობასა და ჰარმონიაზე რეგიონში და მე ენთუზიაზმით მოვუწოდებ ისრაელს ამავეს გაკეთებისკენ“, – წერს ტრამპი.შეგახსენებთ, „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანმა გააფრთხილა კატარი და აშშ საპასუხო თავდასხმის შესახებ.

დონალდ ტრამპი – გილოცავ, მსოფლიო, ახლა მშვიდობის დროა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. ტრამპი წერს, რომ ახლა მშვიდობის დროა.„გილოცავ, მსოფლიო, ახლა მშვიდობის დროა“, – წერს ტრამპი.მანამდე აშშ-ის ლიდერმა დაწერა, რომ ბირთვული ობიექტების განადგურებაზე ირანის პასუხი ძალიან სუსტი იყო, რასაც აშშ ელოდა და ძალიან ეფექტურად უპასუხა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ირანს იერიშის შესახებ ადრეული გაფრთხილებისთვის. „შესაძლოა, ირანი ახლა გადავიდეს მშვიდობასა და ჰარმონიაზე რეგიონში, ამავეს მოვუწოდებ ისრაელს“, – განაცხადა ტრამპმა.

სალომე ზურაბიშვილი მარტა კოსს მიმართავს – სად არის გვერდით დგომა და მხარდაჭერის გაძლიერება?

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.როგორც მარტა კოსი წერს, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსაც შეეხო და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.„საქართველოს შესახებ გამოვხატე მკაცრი შეშფოთება ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი“, – წერს მარტა კოსი.სოციალურ ქსელში მარტა კოსის პოსტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.„სად არის გვერდით დგომა და მხარდაჭერის გაძლიერება?“ – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა მარტა კოსის პოსტის კომენტარში. 

ირანის სულიერი ლიდერი განცხადებას ავრცელებს

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ნებისმიერ აგრესიას უპასუხებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.ხამენეის თქმით, ირანი არ ყოფილა მხარე, რომელმაც ეს კონფლიქტი დაიწყო და არცერთ შემთხვევაში არ შეეგუება რომელიმე მხარის სამიზნეში ყოფნას.„ჩვენ არავის აგრესიას არ დავემორჩილებით; ეს არის ირანელი ერის ლოგიკა“, – აცხადებს ირანის სულიერი ლიდერი.ეს არის ხამენეის პირველი კომენტარი ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის შემდეგ.

ბოლო სიახლეები