საზავო შეთნხმების მიხედვით, ათასობით პალესტინელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში დაბრუნება დაიწყო.
მანამდე განცხადება გაავრცელა ისრაელის თავდაცვის ძალებმა, რომლის თანახმად, ღაზის მცხოვრებლებს შეუძლიათ დაბრუნება ნეტზარიმის დერეფნით 07:00 საათიდან.
ღაზის სექტორის მცხოვრებლებს უფლება აქვთ, დაბრუნდნენ ფეხით ნეტზარიმის გზით და რაშიდის ქუჩით.
სატრანსპორტო საშუალებების გავლა აღმოსავლეთით, სალაჰ ა-დინის ქუჩაზე, უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ, 09:00 საათიდან არის დაშვებული.
ისრაელის არმიამ ასევე გასცა მთელი რიგი გაფრთხილებები ღაზის მოსახლეობისთვის, მათ შორის: არ გადაიყვანონ ტერორისტული ელემენტები ან არ გადაიტანონ იარაღი ჩრდილოეთ ღაზაში; არ მიუახლოვდნენ ისრაელის თავდაცვის ძალების პოზიციებს და ჯარებს ღაზაში ან ისრაელის ტერიტორიაზე; არ მიუახლოვდნენ რაფაჰის გადასასვლელს და ფილადელფის დერეფნის ტერიტორიას სამხრეთ ღაზაში და არ იბანაონ, არ ჩაყვინთონ ან არ ითევზაონ ხმელთაშუა ზღვაში უახლოეს დღეებში.