საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნათია თურნავას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს.
როგორც სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის, იერონ კლიკისა და ალტერნატიული დირექტორის, მარნიქს ვან რეის მილოცვაშია აღნიშნული, მოუთმენლად ელოდებიან საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობის გაგრძელებას.
„გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველოდებით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში“, – ნათქვამია სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ ნათია თურნავასთვის გამოგზავნილ წერილში.
გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტად დანიშნა. ნათია თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სებ-ის საბჭომ წარუდგინა, რომლის ოთხი ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა. სებ-ის საბჭო ცხრა წევრით არის დაკომპლექტებული.