ორშაბათი, სექტემბერი 15, 2025

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის პრეტენდენტები დაასახელა

2026 წლის თამაშების მასპინძელ ქალაქს საბოლოოდ 2019 წლის სექტემბერში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე აირჩევენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – რადიკალური ოპოზიცია ლამობს, გაამართლოს ის პოლიტიკური მხარდაჭერა, რასაც 2020 წლიდან ვუყურებთ – რევოლუციის მცდელობებს, ამ სცენარისთვის უშველებელი თანხებია დახარჯული

ამ ადამიანებმა თავისი თავი გამოავლინეს. რადიკალური ოპოზიცია ლამობს, რომ ის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაამართლოს, რასაც 2020 წლიდან ინტენსიურად ვუყურებთ. კერძოდ, რევოლუციის მცდელობებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ამ სცენარისთვის უშველებელი თანხებია დახარჯული.„ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი გამოაქვეყნა. შეგიძლიათ, ნახოთ, მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში რამდენია დახარჯული. საუბარია, ათეულობით მილიონ დოლარზე. 4 ოქტომბრის რევოლუციას მხარს არ უჭერს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოსახლეობის დიდი ნაწილი, არამედ ისინიც, ვინც მხარს ოპოზიციას უჭერენ. ამ ადამიანებს ისეთი ოპოზიცია არ უნდათ, რომელიც ქვეყანას ისე დაამარცხებს, რომ ეს პროცესი შეუქცევადი იქნება. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, ის ერთ-ერთია, მან ნიშა ნახა, რომ თავი გამოიჩინოს. პირადი ამბიციის უკან ამ სისხლიანი ორგანიზაციის გეგმა დგას, რომ ქვეყანაში არჩევნებით ვერ მოდიან და რევოლუციით უნდა მოვიდნენ. ხაბეიშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ რევოლუციას სათავეში ჩაუდგეს. ის ​ხოშტარია-ფოფხაძის მთავარი კონკურენტია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირაკლი კობახიძე – ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით, რათა გარე და გაუმჭვირვალე დაფინანსებით, არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა

ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით, რათა გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალე დაფინანსებით არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალიზმის გაღვივების ყველა მცდელობა დაკავშირებულია უცხოურ სპეცსამსახურებთან, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.„ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით იმისათვის, რომ ჩვენ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალე დაფინანსებით არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა. თქვენ ხედავთ, ადამიანებს უმახინჯნებენ სულს, ადამიანებს უმახინჯებენ სახეს და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. უცხოური სპეცსამსახურები არიან დაკავებული საქართველოში ადამიანების სხვა მიმართულებით, არასწორი მიმართულებით განვითარებით. თქვენ ნახეთ ქართველი ლიბერალები და შეგიძლიათ, შეადაროთ ისინი, მაგალითად, ამერიკელ ლიბერალებს, ზუსტად ერთი და იგივე სახეები არიან, ზუსტად ერთი და იგივე ნიშნით გამოირჩევიან ისინი, რომ მათ ჯიში აქვთ დაკარგული. ეს ძალიან სამწუხაროა, ჩვენ ყველანაირად უნდა აღვუდგეთ წინ ფსევდოლიბერალიზმის გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – დამხობა არ არსებობს მშვიდობიანი და არამშვიდობიანი, ძალიან შეაჩვიეს ენა საზოგადოებას, სულ საუბარია რადიკალიზმზე, დამხობაზე, გადაწვაზე, კანონი უნდა მუშაობდეს მთელი სიმკაცრით

დამხობა არ არსებობს მშვიდობიანი და არამშვიდობიანი. არის ორი მიმართულებით საქმე აღძრული, როგორც დამხობის მიმართულებით, ასევე ქრთამის დაპირების მიმართულებით. დანარჩენი, ბუნებრივია, სასამართლოს საქმეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლევან ხაბეიშვილისთვის წარდგენილ ბრალს შეეხებოდა.მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის ცნობილია, ვინ დაარქვა ხაბეიშვილს „ანიტა“ და ვინ უხდიდა ჯერ 3 000 და შემდეგ 5 000 ლარს.„ძალიან შეაჩვიეს ენა საზოგადოებას, სულ საუბარია რადიკალიზმზე, დამხობაზე, გადაწვაზე და ა.შ. ათასი განცხადება გაკეთდა ამ დღეების განმავლობაშიც. აქაც პრაქტიკა უნდა იყოს იმისგან განსხვავებული, რაც იყო 3-4 წლის წინ. კანონი უნდა მუშაობდეს საქართველოში მთელი სიმკაცრით, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული ბოლომდე ჩვენი ეროვნული ინტერესები. ყველას ვპირდები, რომ როგორც სხვა მიმართულებებით გავამკაცრეთ კანონის მოქმედება, ეს ეხება კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს თუ ნარკოტიკულ დანაშაულს, ძალიან მკაცრი მიდგომები გვექნება პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებითაც. ყველა მიმართულებით გვექნება უფრო მკაცრი მიდგომები კანონის აღსრულების ნაწილში, ვიდრე ეს იყო წარსულში. რა თქმა უნდა, ეს არ აწყობთ ნარკომანებს, „ნაცებს“, ორგანიზებულ დამნაშავეებს, მაგრამ ეს აწყობს საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი ჯერ კიდევ მზადების პროცესშია

რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ევროკომისიის ახალი, მე-19 პაკეტი ჯერ კიდევ მზადების პროცესშია, – ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესმდივანმა, პაულა პინიომ „ევროპეისკაია პრავდას“ განუცხადა.„რამდენადაც ვიცი, სანქციების პაკეტი განსახილველად ჯერ არ წარგვიდგენია. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ის მზადების პროცესშია“, – აღნიშნა პაულა პინიომ.​ამასთან, ევროკომისიის მთავარი პრესმდივნის მოადგილე ოლოფ გილი აცხადებს, რომ როდესაც საქმე სანქციებს ეხება, ევროკომისია გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ სანქციებმა მაქსიმალურად ეფექტურად იმოქმედოს.ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოს. დონალდ ტრამპის თქმით, ევროპელებს რუსეთის მიმართ საკმარისად მკაცრი პოზიცია არ აქვთ, ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ. ამასთან, ტრამპი მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ამას ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა გააკეთებს და რუსული ნავთობის შეძენას შეწყვეტს. რუსული ნავთობის შესყიდვების გამო ამერიკამ პრეტენზიები ევროპული ქვეყნების მიმართაც გამოთქვა.

კახა კალაძე – ჩვენი პოლიტიკა არის პროქართული, ქართველობა მეამაყებოდა მაშინ, როდესაც ევროპაში ვცხოვრობდი და მეამაყება დღეს, როცა მმართველ გუნდთან ერთად ვმონაწილეობ ქვეყნის განვითარებაში

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები და გააცნო სამომავლო გეგმები.ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური პროექტებისა და თბილისის მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგი სახეზეა, რასაც მოსახლეობა კარგად ხედავს და აფასებს, თუმცა რჩება ბევრი გამოწვევა, რის დასაძლევად მზად არის თავის გუნდთან ერთად.„ჩემთვის დიდი პატივია, მომავალშიც ვემსახურო თბილისს და თბილისელებს. ძალიან ვუფრთხილდები თქვენს ნდობას და სიყვარულს. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მოტივაციის მთავარი წყარო ხართ თქვენ, რიგითი თბილისელები, ადამიანები, რომელთა ცხოვრების სასიკეთოდ გარდაქმნაში თუნდაც მცირე წვლილი გვაქვს შეტანილი. გვაბედნიერებს ყოველი გახარებული ადამიანის ნახვა, თუმცა ილუზიაში არ ვიმყოფები და ვიცი, რომ პრობლემა ბევრია, რასაც სჭირდება გამკლავება.ახლა ვიმყოფები თბილისის გულში, მთაწმინდის რაიონში, ჩვენი დედაქალაქის ისტორიულ არეალში. აქ არაერთ ოჯახს აქვს ავარიული საცხოვრებლის პრობლემა. 2026 წლიდან ჩვენ ავამოქმედებთ ახალ პროგრამას ისტორიულ არეალში მდებარე ავარიული შენობების ჩასანაცვლებლად. ამ თემაზე მე უკვე ვისაუბრე მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერია გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში არსებულ უძრავ ქონებას, რაც შეფასდება საბაზრო ღირებულებით და დაიცავს მოსახლეობის ეკონომიკურ ინტერესებს. ისტორიულ ზონაში გათავისუფლებული არეალები კი მომზადდება საინვესტიციო მიზნებისთვის ისე, რომ ქალაქის ისტორიული იდენტობა შენარჩუნდეს, მაგრამ პარალელურად გაჩნდეს განვითარების ახალი შესაძლებლობები“, – განაცხადა კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურ შეხვედრებზე მოსახლეობის მხრიდან ერთსულოვნებას და მხარდაჭერას გრძნობს, დარწმუნებულია არჩევნებში გამარჯვებაში.„ჩვენი პოლიტიკა არის პროქართული, ჩვენი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების დაცვა. საქართველო ჩვენი სამშობლოა და ის ერთადერთია. ქართველობა მეამაყებოდა მაშინ, როდესაც ევროპაში ვცხოვრობდი და მეამაყება დღეს, როდესაც ამ ქვეყნის განვითარებაში მმართველ გუნდთან ერთად ვმონაწილეობ.ამ ერთსულოვნებით, რასაც ვხედავთ, რაც მთელ ქალაქშია, რასაც მოსახლეობასთან შეხვედრებზე ვგრძნობთ, დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს ყველანი გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი, ჩვენი ქვეყანა. დღეს, ისე როგორც არასდროს, ქვეყანაში გვჭირდება მშვიდობის შენარჩუნება. ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, როდესაც მოსახლეობას ვხვდები, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ისინი ჩვენი გაკეთებული პროექტებით მადლიერები არიან, თუმცა ჩვენ წინაშე უამრავი პრობლემა დგას. მე არ მეშინია ამ გამოწვევების, რადგან ძალიან ძლიერი გუნდი მიმაგრებს ზურგს. თქვენ ჩემი თანაგუნდელები ხართ, ჩემთან ერთად იბრძვით ყოველდღიურად, რომ ერთად რაღაც კარგი გავუკეთოთ ამ ქალაქს, მშვიდობა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას. მჯერა, თქვენი მხარდაჭერით, 4 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მთაწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი დაესწრნენ.

ბოლო სიახლეები