საუდი პრო ლიგის ეს სეზონი დასრულებულია, რასთან ერთადაც ასევე დასრულდა კრიშტიანუ რონალდუს არაბული კარიერაც. 40 წლის პორტუგალიელმა სეზონში 25 გოლი გაიტანა და ჩემპიონატს საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით ტოვებს.
“ალ-ნასრმა” ჩემპიონატი მხოლოდ მე-3 ადგილზე დაასრულა და აზიის საკლუბო ტურნირებზე ვერ მოხვდა, ჩემპიონი კი მისი კონკურენტი “ალ იტიჰადი” გახდა, მეორე ადგილზე კი “ალ ჰილალი” გავიდა.
“ეს ეტაპი დასრულებულია. ისტორია? გრძელდება. დიდი მადლიერი ვარ ყველასი”, – დაწერა კრიშტიანუ რონალდომ ინსტაგრამზე, რითაც დაადასტურა, რომ “ალ ნასრიდან” მიდის, თუმცა კარიერას არ ასრულებს.
სად გააგრძელებს კარიერას ლეგენდარული პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი უცნობია, იწერება “ალ-ნასრის” მთავარი კონკურენტის “ალ ჰილალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებაზეც თუმცა სხვადასხვა გამოცემის ცნობით, ყველაზე დიდი შანსია კრიშტიანუ მშობლიურ “სპორტინგს” დაუბრუნდეს, სადაც ახალ სეზონში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილიც ითამაშებს.