სამდღიანი გადაუღებელი თოვის და ლიპყინულის გამო, შეზღუდვები ისევ ვრცელდება ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ მაგისტრალზე.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი, თუმცა უამინდობის გამო მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. შუამთის მონაკვეთიდან მანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.
თელავში კი, გუშინ დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა და მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა.