კვირა, მარტი 16, 2025

“სადაც კი ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური რამ კეთდება, იქ რადიკალები არიან ამ ყველაფრის წინააღმდეგ” – დავით მათიკაშვილი ნარკოპოლიტიკაზე

ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ხვალ ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს. ინიციატივა, რომლის მიზანიც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაა, სანქციებს უზრდის რეალიზატორებს. მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შემთხვევაში, გამსაღებელს 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გასაღების ნაწილში გამკაცრება ეხება მარიხუანით მოვაჭრეებსაც. თუ მომხმარებლებს დაუდასტურდებათ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი, მათ ადმინისტრაციულ ჯარიმასთან ერთად, 3 წლით მართვის მოწმობა ჩამოერთმევათ, 5 წლის განმავლობაში კი ვერ იმუშავებენ საჯარო სამსახურსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

“ქართულ ოცნებაში”  ამბობენ, რომ მათი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

“ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას აქვს ერთადერთი ეს მიზანი, სხვა მიზანი ამას არ გააჩნია. ეს არის ჩვენი მომავალი თაობის როგორც დღევანდელობის, ასევე ჩვენი მომავლის დაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყოს სახელმწიფო, ადეკვატური და სწორი ასეთი მძიმე გამოწვევების წინააღმდეგ, რაც ბუნებრივია, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში არ შედის. მათთვის, ის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის პოზიტიური და საოზოგადოებისთვის არის კარგი, ეწინააღმდეგება რადიკალების დღის წესრიგს, ამიტომ ყოველთვის, არამარტო ნარკოპოლიტიკაზე, თქვენ შეგიძლიათ ისტორიულად გადაავლოთ თვალი ნებისმიერ საკანონმდებლო ცვლილებას, მათ შორის ისეთ ცვლილებებს, რომლებიც მაგალითად კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარა ჩვენს ქვეყანას. სადაც კი ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური რამ კეთდება, იქ რადიკალები არიან ამ ყველაფრის წინააღმდეგ”, – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე  დავით მათიკაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფეხბურთის ლეგენდის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე – გასამართლდებიან თუ არა ექიმები მარადონას განზრახ მკვლელობისთვის და რა გახდა მისი გარდაცვალების რეალურ მიზეზად

არგენტინა, ბუენოს-აირესი - ამ ქალაქში, სადაც ყველგან ფეხბურთის სუნია, ახლა ყველა ლეგენდარული ფეხბურთელის, მათი ღმერთის გარდაცვალების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.2020 წლის 25 ნოემბერს დიეგო არმანდო მარადონა გულის შეტევით საკუთარ სახლში გარდაიცვალა. არგენტინის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.მარადონას გარდაცვალების მიზეზი დღემდე ბურუსით არის მოცული.სიკვდილამდე ორი კვირით ადრე 60 წლის მარადონას კანქვეშა ჰემატომის გამო ოპერაცია ჩაუტარდა. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარადონას ქალიშვილებმა ეჭვი შეიტანეს მამისთვის გაწეულ სამედიცინო დახმარებასა და ექიმის კვალიფიკაციაში. ლეოპოლდო ლუკეს კერძო კლინიკასა და საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. თავად ექიმმა განაცხადა, რომ დიეგო მარადონას გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა.დიეგო მარადონამ კლინიკა 12 ნოემბერს დატოვა და მკურნალობას სახლში განაგრძობდა. ექიმის ინფორმაციით, მარადონას რეაბილიტაციის ცენტრში გადაყვანა სჭირდებოდა, რაზეც მან კატეგორიული უარი თქვა.ფეხბურთის ლეგენდის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო პროცესი გასულ კვირას დაიწყო. სამედიცინო სფეროს 7 წარმომადგენელს ბრალად ედება დაუდევრობა, რამაც, შესაძლოა, ფეხბურთელის სიკვდილი გამოიწვია.პროკურორი პატრისიო ფერარი დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა. სხდომა ბუენოს აირესის გარეუბან სან-ისიდროში გაიმართა. ისაუბრა მტკიცებულებებზეც. ჩატარებულმა სისხლისა და შარდის ტესტებმა აჩვენა, რომ მარადონას აძლევდნენ რეცეპტით გამოწერილი წამლების კოქტეილს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, პანიკის შეტევებისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ WhatsApp-ში იპოვეს შეტყობინება, სადაც მისი მკურნალი ექიმი ლეოპოლდო ლუკე წერდა: "ეს მსუქანი კაცი მალე მოკვდება."ბრალდებულთა შორის არიან მარადონას ნეიროქირურგი და პირადი ექიმი, ლეოპოლდო ლუკე, ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ორი ექიმი, ორი ექთანი და მათი უფროსი. ყველა მათგანმა უარყო პასუხისმგებლობა ფეხბურთელის გარდაცვალებაზე. პროცესზე მარადონას ქალიშვილებმა ისიც თქვეს, რომ ექიმები ფეხბურთელს ცხოველებივით ეპყრობოდნენ. თუ ფეხბურთელი მკურნალი ექიმები დამნაშავედ ცნეს, მათ 25-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ივლისამდე გაგრძელდება.პროცესების პარალელურად, არეულობა იყო არგენტინაში. ლეგენდის თაყვანისმცემლები ქუჩებში გავიდნენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.მანამდე კი იყო მთელი ეპოქა, რომელიც დიეგო მარადონამ შექმნა - ბიჭი ბურთით, რომელიც ბუენოს-აირესის ერთ-ერთ სტადიონზე ვარჯიშობს, წლების მერე თავს მთელ მსოფლიოს გააცნობს და ლეგენდარული ფეხბურთელი გახდება. ამ არგენტინელ ბიჭთან ერთად დაიბადება ფეხბურთი და ფეხბურთის ღმერთიც, რომელიც სამყაროს ბურთს შეაყვარებს.8 წლის ასაკში ბავშვთა მწვრთნელმა აღმოაჩინა, როდესაც თავისი უბნის გუნდში, "ესტრელა როხაში" თამაშობდა. მალევე "ლოს სებოლიტასში" ჩაირიცხა, "არხენტინოს ჯუნიორსის" ბავშვთა გუნდში. იმდენად კარგად თამაშობდა, რომ მწვრთნელებმა მისი ასაკი ვერ დაიჯერეს. უკვე 12 წლის ასაკში მაყურებელს თავისი ოსტატობით აოცებდა. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე.დიეგო არმანდო მარადონა ბუენოს-აირესის გარეუბანში დაიბადა. იზრდებოდა ღარიბ ოჯახში, რომელიც ჯერ კიდევ მის დაბადებამდე კორიენტესის პროვინციიდან ჩამოვიდა. ოჯახში მეოთხე შვილი და პირველი ვაჟიშვილი იყო.1971 წელს მისი გვარი გაზეთის ფურცლებზე პირველად მოხვდა. პირველი ოფიციალური შეხვედრა 16 წლისამ ჩაატარა. არხენტინო ხუნიორსის რიგებში მან ორი გოლი გაიტანა, ამ შეხვედრამ კი მთელი არგენტინა პატარა ფენომენზე აალაპარაკა.1978 წელს არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, თუმცა იმ დროს მარადონა ნაკრებს მიღმა დარჩა. ეს გადაწყვეტილება ახალგაზრდა ფეხბურთელმა ძალიან განიცადა. არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.პირველი კლუბი "ბარსელონა" იყო, თუმცა დიეგოს კატალონიურ კარიერას წერტილი დაპირისპირების შემდეგ დაესვა.მერე იყო "ბოკა ხუნიორსი," მისი საყვარელი კლუბი.მარადონას საფეხბურთო თავგადასავალი "ნეაპოლში" გაგრძელდა, სადაც დიეგო არმანდო მარადონა 80-იან წლებში ჩადის. მარადონას ვარსკვლავური ერა აქედან იწყება.დიეგო მარადონამ ბოლოს "ნაპოლის" იტალიის ჩემპიონობა 1990 წელს მოაგებინა, 33 წლის შემდეგ კი ეს მხოლოდ ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, როგორც მას ნეაპოლში ეძახიან- კვარადონამ შეძლო.1986 წელს მექსიკაში რიგით მე-13 მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. ინგლისის ნაკრებისთვის ხელით გატანილ ამ გოლს, რომელიც მსაჯს გამორჩა, თავად უწოდა ღმერთის ხელით გატანილი გოლი. ამ შეხვედრაში გატანილი მისი მეორე ბურთი მეოცე საუკუნის საუკეთესო გოლად ჩაითვალა. არგენტინამ მსოფლიო თასი მოიპოვა და დიეგოც სამშობლოში ფეხბურთის ღმერთად გადაიქცა.1991 წლის მარტში იტალიის ჩემპიონატის დროს მარადონამ დოპინგ ტესტი ვერ გაიარა. მას სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოუჩინეს. ფეხბურთის ფედერაციამ მცირე ხნით მას მინდორზე გასვლაც აუკრძალა. დისკვალიფიკაციის შემდეგ, მარადონა ნეაპოლში აღარ გაჩერდა. ის ესპანურ "სევილიაში" გადავიდა. ბოლოს ისევ არგენტინას დაუბრუნდა. 1997 წელს კი საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ისევ თავის საყვარელ გუნდში.ფეხბურთთან სამუდამო განშორება გაუჭირდა და მწვრთნელი გახდა.დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი - მე დიეგო. მარადონა არაორდინალური პიროვნება იყო.მეგობრობდა კუბის კომუნისტ ლიდერთან ფიდელ კასტროსთან და ვენესუელის მმართველთან უგო ჩავესთან, მოხიბლული იყო სოციალიზმის იდეებით. მისი ცხოვრება ქაოსით იყო მოცული და ხშირად სკანდალურ ამებებშიც ეხვეოდა. მას ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამოც მკურნალობდნენ.მარადონა რელიგიადაც გადაიქცა. მას აქ, არგენტინაში ამ დრომდე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ქალაქ როსარიოში მარადონას ეკლესიაც კი გაუხსნეს.არგენტინაში ახლა დიდიც და პატარაც ხმაურიანი სასამართლო პროცესების დასრულების მოლოდინშია. მარადონას სამშობლოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ყველა ელოდება, რომ გაიგოს ემსხვერპლა თუ არა ექიმების დაუდევრობას კაცი, რომელიც მსოფლიომ სამუდამოდ შეიყვარა.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ ამ კვირაში ისაუბრებენ

აშშ-ის პრეზიდენტი რუს კოლეგას სავარაუდოდ ამ კვირაში ესაუბრება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა „სიენენთან“ განაცხადა.„ვფიქრობ, ორ პრეზიდენტს ექნება ნამდვილად კარგი და პოზიტიური საუბარი ამ კვირაში“, – აღნიშნა უიტკოფმა.ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენიმე კვირაში იქნება მიღწეული.უიტკოფმა ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რომელსაც გადაწყვეტაზე ორიენტირებული დისკუსია უწოდა. თუმცა, შეხვედრის დეტალებზე და პუტინის პირობებზე საუბრისგან თავი შეიკავა. უიტკოფმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებული რეგიონები იქნება ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ნაწილი.

„დაპირისპირება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა…“ – ახალი დეტალები 21 წლის ბიჭის მკვლელობის შესახებ

თბილისში, გამთენიისას ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.21 წლის ახალგაზრდა ხობის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდანაა.გავრცელებული ინფორმაციით, იგი კაზინოში, დაცვაში მუშაობდა. მოკლული გიორგი ახალაიაა.მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.გი­ორ­გი ახა­ლა­ია კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს. მოკ­ლუ­ლის მე­გობ­რე­ბის თმით, გი­ორ­გი ახა­ლა­ია ბარ “სა­ხე­ლოს­ნო­ში“ მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბო­და.“ბარ­ში და­ი­წყო და გა­რეთ გაგ­რძელ­და. იყ­ვნენ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მო­უ­ვი­დათ კონ­ფლიქ­ტი. მე მგო­ნი გი­ორ­გი მარ­ტო იყო. რო­გორც მი­თხრეს, გუ­ლის არე­ში იყო დაჭ­რი­ლი. ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბის სის­ხლი და­კარ­გა.ის ერთ-ერთ ბარ­ში მუ­შა­ობ­და დაც­ვად. ზო­გა­დად ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, არა­ვის­თან კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია, - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი „ტვ პირველთან“ საუბრისას.გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გიორგი მიქაუტაძე „ლიონი“-„ლე ავრის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის 28-ე ტურში მოედანზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა და ამის მიუხედავად, „ლიონი“ – „ლე ავრის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.„ლიონი“ შინ 1:2-ის აგებდა. 77-ე წუთზე მოედანზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი შევიდა და თამაშის სურათი შეიცვალა.მიქაუტაძემ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა – მალიკ ფოფანას (79) და ტიაგო ალმადას (90+7) გაატანინა, 82-ე წუთზე კი თავადაც ულამაზესი გოლი გაიტანა და სამმა ანალიტიკურმა პორტალმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.გიორგი მიქაუტაძის შეფასებები:Flashscore – 8.7;Sofascore – 9.4;Whoscored – 8.6.

გიგი უგულავა – „ქართული ოცნების“ ყველა მინისტრი, მერი და გამგებელი დაპატიმრებული იქნება იმ სტანდარტით, რაც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა

ივანიშვილმა შექმნა სტანდარტი, ამ სტანდარტის მიხედვით, დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება მომავალში პროკურატურას, „ქართული ოცნების“ ყველა მინისტრი იქნება დაპატიმრებული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ განაცხადა.მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ყველა მერი და გამგებელი დაკავებული იქნება იმ სტანდარტით, რაც მან შექმნა“.„სააკაშვილს, ისე როგორც თითოეულ ჩვენგანს, რას ედავებიან? ნაძვის ხეებივით დახუნძლეს საქმეებით, მაგრამ არც ერთი საქმე არ არის, როდესაც სახლში რაიმეს წაღებას გვედავებიან. მაშინ, როდესაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ მერებს და გამგებლებს, რომლებიც არა მარტო მკვდარ სულებს და საკუთარ პარტაქტივებს ასაქმებენ, არა მარტო ფლანგავენ, არამედ პირდაპირ იპარავენ. ვსაუბრობთ ხელისუფლებაზე, რომელმაც საკუთარ ცოლს ბაკურიანის ტყე აჩუქა. ვსაუბრობთ დასანქცირებულ მოსამართლეებზე, რომელთანაც სამართალი არაფერ შუაშია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და რაც მთავარია, 11 წლის თავზე ის ხალხი, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ მოსწონდათ, დაინახეს, რომ ხალხი, რომელმაც ქვეყანა მძევლად აიყვანა, ქვეყანა გააპარტახა, თურმე იმ ე.წ პიჯაკების საქმეზე – რა აბსურდზე ასამართლებენ სააკაშვილს. „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“. ბიძინა ივანიშვილი მაგ სტანდარტით 11 წელი ჩაჯდება, როგორც კი 2013 წლის ხარჯები, რომელსაც არ ასაჯაროვებენ, გასაჯაროვდება. პრემიერი ღარიბაშვილი მაგ სტანდარტით 10 წელი ციხეში ჩაჯდება. ნებისმიერი სხვა, რადგან არაფერი არ არის იქ განსხვავებული, რასაც არ აკეთებდა პრემიერობისას ივანიშვილი, ღარიბაშვილი და დანარჩენი პატიოსანი გვამები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ემსახურებიან“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

ბოლო სიახლეები