ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025

საგარეჯოში 70 წლამდე მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 70 წლამდე მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. ასევე დაჭრილია მისი ცოლიც, რომელიც ავადმყოფობის გამო ლოგინად იყო ჩავარდნილი.

„ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, კაცმა თავდაპირველად შვილს და რძალს ესროლა, რის შემდეგაც დასახმარებლად შესული მეზობელი დედა-შვილიც მოკლა.

ადგილობრივების თქმით, შემთხვევის შემდეგ კაცი სახლიდან არ გამოდიოდა, რის გამოც, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება გახდა საჭირო.

ადგილზე პოლიცია მუშაობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კვარაცხელიამ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში გაიტანა – პსჟ-მ „ფლამენგო“ დაამარცხა და მორიგი ტიტული მოიპოვა

ხვიჩა კვარაცხელიამ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „ფლამენგოს“ გაუტანა, რომელიც „პარი სენ-ჟერმენმა“ პენალტების სერიაში 2:1 დაამარცხა (ძირითადი დრო, 1:1).კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ დაპირისპირდებაში ქართველი თავდამსხმელი პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში 38-ე წუთზე გახსნა. დეზირე დუეს ჩაწოდებული გადაცემა მეკარემ მოიგერია, კვარაცხელიამ კი დამატებაზე ანგარიში გახსნა და პირველ ტაიმში საუკეთესო შეფასება მიიღო – 8,1 ქულა.ქართველთან უხეშობისთვის მსაჯმა ბრაზილიური გუნდის სამი მოთამაშე გააფრთხილა. ძირითადი დროის შემდეგ კი კვარაცხელია შეცვალეს. ბრაზილიელებმა 62-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, ჟორჟინიომ წონასწორობა აღადგინა. გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, რომელიც უკეთ პსჟ-ს ფეხბურთელებმა შეასრულეს. პარიზელების მეკარე საფონოვმა 4 პენალტი მოიგერია.„პარი სენ-ჟერმენმა“ მიმდინარე სეზონში მეხუთე ტიტული მოიპოვა – მანამდე გუნდი გახდა საფრანგეთის ლიგა 1-ის, საფრანგეთის თასის, ჩემპიონთა თასის და ევროპის სუპერლიგის გამარჯვებული და ახლა ამ ჯილდოებს საკონტინენტთაშორისო თასიც დაემატა.ხვიჩა კვარაცხელია ისტორიის წერას განაგრძობს – გარდა იმისა, რომ პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა, ასევე პირველი „ჯვაროსანია“, რომელმაც იგივე საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში მოახერხა. ამავე დროს, მეორე ქართველია კახა კალაძის შემდეგ, რომელიც ამ პრესტიჟული გამათამაშების გამარჯვეული გახდა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია – „შიდა კონტროლის სისტემები ეფექტიანი მმართველობისთვის“ – გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია თემაზე - „შიდა კონტროლის სისტემები ეფექტიანი მმართველობისთვის“ - გაიმართა. ლექციის მიზანი სტუდენტებში პროფესიული ინტერესის გაღვივება და საჯარო სექტორში შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის თანამედროვე სისტემების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საჯარო ლექცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა და სტუდენტებს სპიკერები - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლები - ელეონორა ლომინეიშვილი და ასოცირებული პროფესორი ირმა გელანტია-ახვლედიანი, ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკო რევიშვილი წარუდგინა.ვიცე-რექტორის განცხადებით, საუნივერსიტეტო სივრცეში საჯარო ლექციები მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო-პროფესიული პლატფორმაა, რომელიც სტუდენტების აკადემიური ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან ინტეგრირებას უზრუნველყოფს. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე მმართველობითი გარემოს პირობებში, სადაც შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის სისტემები ორგანიზაციული მდგრადობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ საკვანძო მექანიზმად გვევლინება.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია ისეთი საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობა, რომლებიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ საჯარო სექტორის პრაქტიკას, საერთაშორისო სტანდარტებსა და რისკებზე დაფუძნებული მართვის თანამედროვე მიდგომებს. აღნიშნული საჯარო ლექცია ნათლად წარმოაჩენს შიდა კონტროლის სისტემების როლს არა მხოლოდ ფინანსური რესურსების ეფექტიან მართვაში, არამედ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ოპერაციული ეფექტიანობის ზრდასა და კორუფციული რისკების პრევენციაში. საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროების მაღალი კვალიფიკაციის მქონე პრაქტიკოსებისგან სტუდენტებისთვის გაზიარებული როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში პროფესიული ინტერესის გაღვივებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას“, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.საჯარო ლექციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკების მართვის სისტემის არსს, მათ შორის კორუფციული რისკების იდენტიფიკაციისა და პრევენციის მექანიზმებს. მომხსენებლებმა განმარტეს, რომ შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ეფექტიანი ფუნქციონირება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაციებში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და რესურსების მიზნობრივი და ეფექტიანი განკარგვის პროცესში. სპიკერებმა ასევე ისაუბრეს სახელმწიფო შიდა კონტროლის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებზე, მათ შესაბამისობაზე საქართველოს პრაქტიკასთან და იმ როლზე, რომელსაც შიდა აუდიტი ასრულებს მართვის პროცესების გაუმჯობესებაში. აღინიშნა, რომ შიდა კონტროლის მექანიზმები არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური კონტროლით და მოიცავს ოპერაციული პროცესების ეფექტიანობას, შესაბამისობის უზრუნველყოფასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევას.როგორც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ აღნიშნა, ფაკულტეტი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი შინაარსის აკადემიური და პრაქტიკული ღონისძიებების ორგანიზებას, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტსა და სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და კონკურენტუნარიანი, ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებას. დეკანის თქმით, მსგავსი მიდგომა სრულ თანხვედრაშია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო მისიისა და განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებთან.სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ახალგაზრდებმა დასვეს არაერთი შეკითხვა და გამოთქვეს საინტერესო მოსაზრებები შიდა კონტროლის სისტემების თანამედროვე მოდელების, მათი ფუნქციონირების პრაქტიკული ასპექტების, ეფექტიანი მმართველობის მნიშვნელობისა და ორგანიზაციული შედეგიანობის უზრუნველყოფის გზების შესახებ.

ტრაგედია თბილისში – ნუცუბიძის ქუჩაზე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა. 45 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა.შემთხვევის შედეგად დაშავდა 10 წლამდე ბავშვიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დღეს მოსკოვიდან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სიგნალები, რომ მომავალ წელს ისინი ომისთვის ემზადებიან, მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა რეაგირება მოახდინონ

დღეს მოსკოვიდან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სიგნალები, რომ მომავალ წელს ისინი ემზადებიან ომისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.„ეს სიგნალები მხოლოდ ჩვენთვის არ არის. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა ეს დაინახონ. მნიშვნელოვანია, მათ არა მხოლოდ დაინახონ, არამედ რეაგირება მოახდინონ, კერძოდ, პარტნიორებმა აშშ-ში, რომლებიც ხშირად ამბობენ, თითქოს რუსეთს სურს ომის დასრულება. რუსეთიდან ისმის სულ სხვა რიტორიკა, სხვა სიგნალები, როგორც მათი არმიის ოფიციალური განკარგულებები“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსები შეეცდებიან, სხვადასხვა დიპლომატიური ფორმულირებებით დაფარონ უკრაინის განადგურების სურვილი.„საჭიროა გადაწყვეტილებები უსაფრთხოების შესახებ, პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ფინანსური გადაწყვეტილებები, კერძოდ, რუსული აქტივების შესახებ. საჭიროა ყველა ჩვენი პარტნიორის სიმამაცე, რომ დაინახონ, აღიარონ სიმართლე და შესაბამისად იმოქმედონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს. orthodoxy.ge აქვეყნებს ლოცვას, რომელიც მორწმუნე მრევლმა ამ დღეს უნდა წაიკითხოს.ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.სხვა ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.კონდაკი: სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.

ბოლო სიახლეები