საგარეჯოში სოფელ ლამბალოში ქმარმა ცოლი მოკლა-არსებული ინფორმაციით მოკლული 14 წლისაა.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.
გოგო მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა არასრულწლოვანი ცოლად 2 თვის წინ მოიყვანა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში

