ორშაბათი, ნოემბერი 10, 2025

საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტო, საგარეჯოში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.

პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფები არიან მობილიზებული და ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონოსძიებებს ატარებენ. სპეციალური ოპერაციის დეტალების შესახებ და ასევე დაჭრილების და გარდაცვლილების შესახებ, დამატებითი ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“,- ნათქვამია განცხადებაში

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბევრის მკურნალია – ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ

გაბრიელი ბევრი ადამიანის მამა მკურნალობა. გთავაზობთ ლოცვას, რომელიც შეგიძლიათ ამ დიდი წმინდანის სახელზე წარმოთქვათ.„ყოველთა სენთა საკურნებელად, შეცოდებულთა სულთა გამომხსნელად, ყოველი ბოროტების შემმუსვრელად და შემაკავებლად გამოჩნდეს, ღმერთშემოსილო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთო. შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.”

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, მოთხოვნადი პროფესიული კურსების მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025 წლის გაზაფხულის სემესტრის პროფესიული მომზადების ოთხი სრული ინტენსიური კურსის წარმატებულ მსმენელთათვის სერტიფიკატების გადაცემისა და აღნიშნული პროექტის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათივე ცნობით, პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის ორგანიზებით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში განხორციელდა.2025 წლის გაზაფხულის სემესტრში, თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ოთხი მიმართულების სრული ინტენსიური კურსი საერთო ჯამში წარმატებით გაიარა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 85 მოქალაქემ. მათ შორის: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სრული კურსი - 40 მსმენელმა; ამფეთქებლის დამხმარის მოსამზადებელი პროფესიული კურსი - 15-მა; ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების (მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემები) მემონტაჟის დამხმარისა და ჭაბურღილების ბურღვის პროფესიული კურსები კი ასევე 15-15 მსმენელმა. პროგრამის ბენეფიციარებს სერტიფიკატები გადასცეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ქარსელაძემ, სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ, პროექტის მენეჯერმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა რატი გურგენიძემ და შრომის უსაფრთხოების საუნივერსიტეტო სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ლუკა თვარაძემ.ღონისძებაზე მიმდინარე წლის გაზაფხულის სემესტრში განხორციელებული პროექტის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო სამოქმედო გეგმა განიხილეს. როგორც თბილისის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ეგიდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტის მენეჯერმა რატი გურგენიძემ აღინიშნა, მოქალაქეთა მხრიდან აქტიური ჩართულობისა და მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, სტუ-ის ოთხივე ინტენსიურ კურსზე მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან მსურველთა ახალი ნაკადების მიღება უკვე მიმდინარეობს.საგანმანათლებლო მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის ნაყოფიერი პარტნიორობის შესახებ კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა ისაუბრა. მან სამომავლო დასაქმებისა და კარიერული ზრდის კუთხით იმ სამომავლო სარგებელზე შეაჩერა ყურადღება, რომელსაც სტუ-ის მოთხოვნადი და ამავდროულად იშვიათი სპეციალობების დაუფლების შედეგად წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტი, რომელიც ეტაპობრივად ფართოვდება, ქმნის შესაძლებლობას, რომ შრომის ბაზარზე მოთხოვნადსა და იშვიათ სპეციალობებში - როგორიცაა შრომის უსაფრთხოება, ამფეთქებელი, ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მონტაჟი და ჭაბურღილების ბურღვა - მსურველები მაღალპროფესიულ დონეზე მოვამზადოთ. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მისი კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს. ის ფაქტი, რომ სერტიფიკატები 85 წარმატებულ მსმენელს გადავეცით, დასტურია იმისა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ეს მორიგი ეტაპიც კარგი შედეგებით დასრულდა. დარწმუნებული ვართ, ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ღირსეულად დასაქმდებიან კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებში, სხვადასხვა პროფილის საწარმოებსა თუ კომპანიებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტი გრძელდება და მასში მონაწილეობის სურვილს თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები არაერთი მოქალაქე გამოთქვამს. უნივერსიტეტის სახელით კარიერულ წინსვლას ვუსურვებთ მათ”, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ვასილ ქარსელაძის თქმით, თბილისის მერიის მიზანი დედაქალაქში რეგისტრირებული, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობებით დასაქმების ხელშეწყობაა, ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილი. ვასილ ქარსელაძემ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა სტუ-ის ადმინისტრაციას და აკადემიურ პერსონალს, პროექტის კურსდამთავრებულებს კი ღირსეულად დასაქმება უსურვა.ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად პარტნიორობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამასთან - „ისწავლე და დასაქმდი“. პროგრამა ითვალისწინებს ინტენსიური პროფესიული კურსების გავლით თბილისში რეგისტრირებულ დასაქმების მსურველ მოქალაქეთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად 50-მდე სპეციალობაში.

სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე ნიკა მელია სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.დღევანდელ პროცესზე ლისის ტბის მიმდებარედ ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმე განიხილეს.სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოწმედ ორი პოლიციელი წარმოადგინა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ პოლიციელებს ნიკა მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ნიკა მელია არ ეთანხმება.მელიამ პროცესზე ასევე აღნიშნა, რომ მისი დაკავების ღონისძიებაში 50-მდე პოლიციელი მონაწილეობდა, რასაც სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოცხადებული პოლიციელები არ დაეთანხმნენ. როგორც მათ აღნიშნეს, ნიკა მელიას დაკავებაში სამი პოლიციელი მონაწილეობდა.ნიკა მელია მაისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიტიკოსი დაკავებული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

ხანძარი თბილისში – ვითარება ამ წუთებში ადგილზე

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე საცხოვრებელ სახლში ხანძარია. როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.როგორც უწყებაში განმარტეს, ამ დროისთვის დაშავებულებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუღიათ. 

ლაშა ხუციშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, სტელა რენიტას შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს EIB-ს დაფინანსებით  მიმდინარე პროექტები.„ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა და საშუალოვადიანი პროგნოზები, ასევე არსებული და მომავალი საინვესტიციო პროექტები.შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ევროპის საინვესტიციო ბანკის კონსულტანტი საჯარო სექტორის მიმართულებით ნატა პეიტრიშვილი“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები