ორშაბათი, მარტი 2, 2026

საგარეო უწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2018 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც 33 საარჩევნო უბანი უკანონოდ გახსნეს- ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

როგორც უწყება წერს, ეს ფაქტი წარმოადგენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს და მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს.

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე რუსეთის საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება იმ პირობებში, როცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი მოსახლეობა 2000-იანი წლებიდან მოყოლებული მასობრივად გახდა მოსკოვის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაციის მსხვერპლი, ხოლო ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი კვლავ მოკლებულია საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას. მსგავსი ქმედებებით რუსეთის ფედერაცია სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებას, ჰელსინკის დასკვნით აქტს და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, როგორიცაა: სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც ძირს უთხრის სამართალსა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგს,”- წერია განცხადებაში.

დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 8:00 საათიდან დაიწყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ირანის ელჩი აცხადებს, რომ ისრაელმა და აშშ-მა გუშინ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) ირანის ელჩი რეზა ნაჯაფი აცხადებს, რომ გუშინ ისრაელმა და აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს.მისივე თქმით, თავდასხმა მოხდა ისპაჰანის პროვინციაში ნატანზის ბირთვულ ობიექტზე, რომელიც ურანის გამდიდრებისთვის იყო შექმნილი.„ისინი გუშინ კვლავ თავს დაესხნენ ირანის მშვიდობიან, დაცულ ბირთვულ ობიექტებს“, – განუცხადა რეზა ნაჯაფიმ ჟურნალისტებს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს საბჭოს სხდომაზე.ცნობისთვის, საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ირანის ბირთვული ობიექტები დაზიანებული არ არის.„არ არსებობს მინიშნება, რომ რომელიმე ბირთვული დანადგარი, მათ შორის ბუშერის ატომური ელექტროსადგური, თეირანის კვლევითი რეაქტორი ან სხვა ბირთვული საწვავი ციკლი ირანში დაზიანდა ან დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა“, – აცხადებს რაფაელ გროსი.

კულტურის მინისტრი იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერისცვალების ეკლესიის ტაძრის კალთებზე სპილენძის გადახურვისა და სარტყლის მოწყობა; ტაძრის ინტერიერში გვიანდელი შელესილობისა და შეღებილი ნაწილების მოხსნა; ბზარების დაკერვა, დაჩანგვლა და ინექცირება. ჩატარდა საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები; გუმბათზე მოეწყო სპილენძის გადახურვა და სარტყელი. აკადემიის შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში მოიხსნა მცენარეული საფარი; გადაეწყო გალავნის კედელი და მოიხსნა მორყეული ქვები. მიმდინარეობს გალავნის მიმდებარედ მიწის მოჭრა და საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები“, – ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართულია რეაბილიტაციის პროცესში.„ხელისუფლება და ჩვენი ეკლესია ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეს უდიდესი ძეგლი გადავარჩინოთ. მზად ვართ, მას არასდროს მოვაკლოთ ყურადღება“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.მინისტრთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს: აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, დავითმა (მახარაძე), თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გიგა მამუკელაშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, თეა ონიანმა.

იოჰან ვადეპული – გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება

გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება. ამის შესახებ გერმანიის საგარეოს საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულიმ განაცხადა.მინისტრმა ამასთან განმარტა, რომ გერმანია დაიცავს თავის ჯარისკაცებს, რომლებიც იორდანიასა და ერაყში მულტინაციონალურ სამხედრო ბაზებზე არიან განთავსებულნი, თუ მათზე თავდასხმა განხორციელდება.„ფედერალურ ხელისუფლებას კონფლიქტში მონაწილეობის განზრახვა არ აქვს, ჩვენ ამასთან არ გვაქვს საჭირო სამხედრო რესურსები“, - განაცხადა მინისტრმა.

ირანის განცხადებით, აშშ-ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ირანი აცხადებს, რომ აშშ-ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.Reuters-ის ცნობით, ინფორმაციას ირანული მედია "წითელ ნახევარმთვარეზე" დაყრდნობით ავრცელებს."ირანის სახელმწიფო მედია, ირანის "წითელ ნახევარმთვარეზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანში აშშ-ისრაელის იერიშების დაწყებიდან, სულ მცირე 555 ადამიანი დაიღუპა", - წერს Reuters-ი.

ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის სურვილზე, რომ ირანის მსგავსი ამბავი საქართველოშიც განვითარდეს: ეს ხმა ტკბილი – უკვე გაიგონე. 2012 წლის პირველ ოქტომბერს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ირანში განვითარებულ მოვლენებზე შემდეგი რამ დაწერა: "დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს. ღმერთო ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში", ანანიძემ სააკაშვილს უპასუხა, რომ ეს ტკბილი ხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს უკვე გაიგონა."ეს ხმა ტკბილი - უკვე გაიგონე. 2012 წლის პირველ ოქტომბერს", - წერს ანანიძე.

ბოლო სიახლეები