ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიოს განცხადებას ავრცელებს, რომელიც აღნიშნულია, რომ “უცხოური დახმარება არ არის ქველმოქმედება” და რომ ის აშშ-ის ეროვნული ინტერესებისკენ უნდა იყოს მიმართული.
“უცხოური დახმარება არ არის ქველმოქმედება. ის შექმნილია შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების გასაძლიერებლად. საგარეო დახმარება ჩვენი ეროვნული ინტერესებისკენ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ამას გააკეთებს”, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.