კვირა, მაისი 25, 2025

საგარეო დახმარება არ არის ქველმოქმედება. მისი მიზანია აშშ-ის ეროვნული ინტერესების წინ წაწევა – მარკო რუბიო

ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად, უნდა დავრწმუნდეთ, რომ თითოეული დახარჯული დოლარი და ყოველი გადადგმული ნაბიჯი, ზომად სარგებელს მოუტანს ამერიკელ ხალხს – ან უფრო უსაფრთხოს და ძლიერს გახდის ჩვენს ქვეყანას, ან უფრო მდიდარს. ამ სამიდან ერთ მიზანს მაინც უნდა აღწევდეს, იდეალურად კი სამივეს, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.

რუბიომ უპასუხა კონგრესის დემოკრატი სენატორების კრიტიკას USAID-ის დაფინანსების შემცირებასთან დაკავშირებით.

„არსებობს საშინელი რაღაცები, რაც ხდება პლანეტაზე. ამერიკას თითოეული მათგანის მოგვარება არ შეუძლია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ფოკუსირება იმ სფეროებზე, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ კვლავ დავრჩებით საგარეო ჰუმანიტარული დახმარების უდიდეს მიმწოდებლებად ამ პლანეტაზე. დღევანდელი ბიუჯეტის გათვალისწინებითაც კი, აშშ კვლავ იმაზე მეტს დახარჯავს საერთაშორისო დახმარებაზე, ვიდრე მომდევნო 10 ქვეყანა ჯამში. უახლოესი ქვეყანა ჩვენთან ამ მხრივ გერმანიაა და ახლაც კი ჩვენზე გაცილებით უკან არის.

მაგრამ საგარეო დახმარება ჩვენ ეროვნულ ინტერესებზე უნდა იყოს მიმართული. უნდა შევქმნათ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ამას მიაღწევს. დიახ, ჩვენ გავაუქმეთ კონტრაქტები USAID-ში. ზოგი სულელური და აღმაშფოთებელი, ზოგი კი არ ემსახურებოდა ეროვნულ ინტერესებს. ზოგი კონტრაქტი კი შევინარჩუნეთ და მათ სახელმწიფო დეპარტამენტის იურისდიქციაში ვაქცევთ. იმიტომ რომ გვსურს, რომ ისინი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ხელსაწყოთა ბერკეტების ნაწილად ვაქციოთ.

საგარეო დახმარება არ არის ქველმოქმედება. მისი მიზანია შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების წინ წაწევა. ამიტომ, დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, ჩვენ დავეხმარებით ქვეყნებს საკვებით, დავეხმარებით განვითარებაში და დავეხმარებით თავდაცვაში. მაგრამ ჩვენ ამას ჩვენი საელჩოებისა და რეგიონული ბიუროების ძალისხმევით“, – განაცხადა რუბიომ.

მან ხაზი გაუსვა თანამედროვე სამყაროში გადაწყვეტილების მიღების სისწრაფის მნიშვნელობას და ასევე აღნიშნა, რომ ხშირად ის საკითხები, რომლებსაც ამა თუ იმ ქვეყანაში აშშ-ის საელჩო და USAID-ი აკეთებდნენ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა და ხშირ შემთხვევაში USAID-ის პროგრამები ძირს უთხრიდა საელჩოს მისიებს.

„მე არ ვარ პირველი სახელმწიფო მდივანი, რომელსაც უნდოდა USAID-ისა და საგარეო დახმარების სახელმწიფო დეპარტამენტის იურისდიქციაში მოქცევა. მე უბრალოდ პირველი ვარ, ვისაც ეს გამოუვიდა“, – დასძინა რუბიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კიტ კელოგი – კიევზე თავდასხმები სამარცხვინოა, შეწყვიტეთ მკვლელობები, ცეცხლის შეწყვეტა ახლავე

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასირებულ იერიშს გამოეხმაურა.კელოგმა სოციალურ ქსელში უკრაინის დედაქალაქის, კიევის ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ასეთი დაბომბვები ჟენევის 1997 წლის პროტოკოლების აშკარა დარღვევაა.„ეს არის კიევი. ღამით, ქალებისა და ბავშვების განურჩეველი მკვლელობა მათივე სახლებში აშკარა დარღვევაა ჟენევის 1977 წლის პროტოკოლების, რომლებიც უდანაშაულო ადამიანების დასაცავადაა შექმნილი. ეს თავდასხმები სამარცხვინოა. შეწყვიტეთ მკვლელობები. ცეცხლის შეწყვეტა – ახლავე“, – წერს კელოგი. 

ივნისიდან პირადობის მოწმობები იცვლება – რა უნდა იცოდეს მოქალაქემ

საქართველოს მოქალაქის პირადობის, დროებითი და მუდმივი ბინადრობის, ასევე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ფორმები იცვლება.შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის და მიმდინარე წლის 4 ივნისიდან შევა ძალაში.ამასთან, ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული მოწმობები კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით მოქმედებს.აღსანიშნავია, რომ 4 ივნისიდან პირადობის მოწმობების დიზაინი იცვლება.შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც პირადობის მოწმობის აღებას 4 ივნისის შემდეგ გადაწყვეტს, განახლებული დიზაინის მოწმობას მიიღებს.როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები იცვლება.

საქართველოს ნაკრები ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონია

ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ვეტერან ძიუდოსტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.ტურნირზე ჩვენი გუნდის სახელით ასპარეზობდნენ: ანზორ ხმიადაშვილი, გიორგი მაზიაშვილი, დავით ლორიაშვილი, პაატა მერებაშვილი და მინდია ლილუაშვილი.შეგახსენებთ, რომ ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში ჯამში მოპოვებული 13 ოქროს, 14 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედლით მეორე ადგილი დაიკავა.

ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ჩვენგანს აქვს მოცემული მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი, ეს ჯვარი ჩვენ უნდა ავიღოთ და...

ტანჯვა ყოველთვის არის გამომხსნელი, მიმყვანებელი ბოროტების დაძლევასთან, ზნეობრივ და სულიერ ამაღლებასთან, თუ ადამიანი გონივრულად და მართებულად იღებს მას, - განაცხადა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).მისივე თქმით, ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ადამიანს აქვს მიცემული სატარებლად მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი. მისივე განმარტებით, მხოლოდ ამ ჯვრიდან „გვეძლევა ნამდვილი და სრულყოფილი სიხარული, რომელსაც ვეძებთ და რომლისკენაც მივისწრაფვით“.„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება ბრმის კვირა, ვინაიდან წირვაზე იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ ბრმადშობილი ადამიანის განკურნების შესახებ, რომელიც გზის პირას იჯდა და მათხოვრობდა. და აი, მოციქულებმა ჰკითხეს მაცხოვარს: - რისთვის იტანჯება ეს ადამიანი, თავისი ცოდვებისთვის თუ მშობლების ცოდვების გამო? წარმოიდგინეთ, მთელი მისი ცხოვრება იყო გაუთავებელი ტანჯვა. შეუძლებელია, რომ ეს სატანჯველი მისი ცოდვების გამო ჰქონოდა, ვინაიდან დაბადებიდან ბრმა იყო და უფალმა მიუგო: „არც მას შეუცოდავს, არც მის მშობლებს, არამედ რათა მასში განცხადდეს ღვთის საქმენი“ (ინ. 9,3). უფალმა შემდეგ მოახდინა დიდი სასწაული და ამ ადამიანს მიანიჭა მხედველობა. აი, აქ ეს საქმე ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, კიდევ უფრო მეტად აღსრულდა იმით, რომ ამ ადამიანს ფიზიკურ თვალებთან ერთად აეხილა სულიერი თვალებიც. მან მადლიერებით მიიღო ეს კურნება, იწამა უფალი და თაყვანი სცა მას. ე.ი. მოხდა მისი შეხვედრა ღმერთთან და მან იხილა ისეთი რამ, რასაც მის ირგვლივ თვალხილული ადამიანები ვერ ხედავდნენ. უფლის საქმეც სწორედ ეს არის, მთავარი საქმე უფლისა, მას სურს, რომ ყველა ადამიანმა იხილოს ღმერთი და გადარჩეს.სახარების ეს ეპიზოდი ჩვენი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ უფალი ასევე გვასწავლის, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ტანჯვისადმი, მწუხარებისადმი, იმიტომ რომ ამ მიწიერ ცხოვრებაში ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად იტანჯება. ეს ჩვენც განგვიცდია და ჩვენ ირგვლივაც ვხედავთ ბევრ მწუხარებას და ტანჯვას: ომებს, ძალადობას, უსამართლობას, ავადმყოფობას, სიღატაკეს, პატიმრობას, დიდ ოჯახურ პრობლემებს და ა. შ. ვინ იცის, კიდევ რისი დათმენა უწევს ყოველ ადამიანს, ამის ჩამოთვლაც ძნელია ახლა.შეიძლება, ითქვას, რომ ამ ცხოვრებაში ჭირი და მწუხარება უფრო მეტია, ვიდრე ლხინი და კეთილდღეობა. კიდევ რბილად ვამბობ ახლა. არიან დიდი წმინდანები და დიდი მოაზროვნეები, რომლებიც პირდაპირ წერენ და ამბობენ, რომ ეს წუთისოფელი ტანჯვაა, ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში. ეს ასე იყო ყოველთვის, ახლაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება.იმის გამო, რომ არასდროს არავის უნდოდა გაჭირვების გადატანა, ტანჯვა და მწუხარება, გაჩნდა ბევრი რელიგიური, ფილოსოფიური თუ სხვა სახის მოძღვრება, რომლებიც ცდილობენ, ახსნან, თუ რა არის ტანჯვა, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მასთან. ყველა ეს სწავლება უარს ამბობს ტანჯვის მიღებაზე, უარყოფენ მას და ყოველგვარი საშუალებით ცდილობენ, გაექცნენ ტანჯვას და ადამიანი გაათავისუფლონ მისგან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ გამოსდით და ერთადერთი მოძღვრება, რელიგიურიც, თუ გნებავთ, დავარქვათ ფილოსოფიურიც, რომელიც არ უარყოფს ტანჯვას, ეს არის ჩვენი ქრისტიანული სწავლება. თვით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რა არის ტანჯვა, მწუხარებათა დათმენა, რისთვის არის მწუხარება მოვლენილი ამ ცხოვრებაში და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მისდამი.რა თქმა უნდა, ტანჯვაც და მწუხარებაც ცოდვის შედეგია, ბოროტების შედეგია, დაცემის შედეგია, მაგრამ დღევანდელი სახარებიდან ვხედავთ, რომ მხოლოდ ცოდვის გამო როდი ეძლევა ადამიანს სატანჯველი, რადგან ეს ბრმადშობილი იტანჯებოდა იმისთვის, რომ მასში გაცხადებულიყო ღვთის საქმეები. ე.ი. ტანჯვას და მწუხარებას აქვს დიდი მიზანი და რადგან მიზანი აქვს ე.ი. აზრიც აქვს. ვიმეორებ, მხოლოდ ქრისტიანობა ხედავს ამ აზრს და კანონზომიერებას. თვით უფალიც, ძე ღმერთიც იტანჯა და მის ტანჯვას ჰქონდა დიადი მიზანი; ეს არის კაცობრიობის გამოხსნა.ამდენად, ტანჯვა ყოველთვის არის გამომხსნელი, მიმყვანებელი ბოროტების დაძლევასთან, ზნეობრივ და სულიერ ამაღლებასთან, თუ ადამიანი გონივრულად და მართებულად იღებს მას. მართალია, ზოგიერთი მწუხარებისა და ტანჯვისგან სასოწარკვეთილებაშიც ვარდება და იღუპება კიდეც, მაგრამ ეს ემართებათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უარყოფენ ტანჯვას, არ აინტერესებთ მისი აზრი, არც უნდათ, გაიგონ და ამიტომ იღუპებიან. მაგრამ ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით, რომ ტანჯვას და მწუხარებას ყოველთვის მივყავართ გამოხსნამდე. ვიმეორებ, ბოროტების დაძლევამდე და სულიერი და ზნეობრივი ამაღლებისკენ მიმყვანებელი გზა არის ყოველთვის ქრისტეს ვიწრო გზა. ეს არის ჯვრის ზიდვის გზა. ამრიგად, ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ჩვენგანს აქვს მოცემული მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი, ეს ჯვარი ჩვენ უნდა ავიღოთ და ვატაროთ. აი, ძვირფასო ძმებო და დებო, მხოლოდ ამ ჯვრიდან, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ამას ვიღებთ და ვზიდავთ, გვეძლევა ნამდვილი და სრულყოფილი სიხარული, რომელსაც ვეძებთ და რომლისკენაც მივისწრაფვით ჩვენ ყველა. ამიტომ არის, რომ ბევრი წმინდა მამა, მათ შორის, წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ გული არ უნდა გავიტეხოთ, როდესაც ჩვენ ან სხვასშეგვხვდება რაიმე გასაჭირი ან უბედურება, არამედ თუ ყველაფერს დავითმენთ ღვთისადმი მადლიერებით, სიმამაცით, მაშინ ყოველგვარი უბედურება და განსაცდელი სასიკეთოდ დასრულდება ჩვენთვის. ამას კი აუცილებლად მოჰყვება მრავალი სიკეთე და ნუგეში. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული შესანიშნავ სიტყვებს: „ჩვენი მცირედი ჭირი შეიქმს ჩვენთვის უსაზომო დიდებას, როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს. რადგან, ხილული წარმავალია, უხილავი კი წარუვალი“ (2 კორ. 4:17-18)“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მიხაელ შუმახერის მანქანა 15,98 მილიონ ევროდ გაიყიდა

ბოლიდი, რომლითაც მიხაელ შუმახერმა 2011 წელს უნგრეთისა და მონაკოს გრან-პრი მოიგო და „ფორმულა 1“-ის ჩემპიონის გახდა აუქციონზე 15,98 მილიონ ევროდ გაიყიდა.The New York Times-ის ინფორმაციით, ავტომობილი Ferrari F2001 RM Sothebyʼs-ის მიერ გამართული ვაჭრობისას გაიყიდა. ლოტისთვის აქტიური ბრძოლა მიმდინარეობდა, ვაჭრობა 8 მილიონი ევროდან დაიწყო. მყიდველის სახელი ტრადიციულად არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ ის ფსონებს დარბაზიდან დებდა და არა ტელეფონით.Ferrari F2001 შუმახერის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი გახდა, რომელიც აუქციონზე გაიყიდა.შუმახერი „ფორმულა 1“-ის შვიდგზის გამარჯვებულია. 2013 წლის ბოლოს მან ალპებში თხილამურებით სრიალის დროს თავის ტვინი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა.

ბოლო სიახლეები