შაბათი, იანვარი 18, 2025

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 567 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო აირწინაღი შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 567 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო აირწინაღი შეიძინა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, სამსახურის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე ახალი სახანძრო სპეცტექნიკა პირადად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ტექნიკურ მახასიათებლებს.

„ახალი, თანამედროვე აირწინაღები ხანძრის ქრობის პროცესში ეფექტური და მოსახერხებელია, რადგან ფართო პანორამული ტიპის სახის ნიღაბი და ჰაერის სასუნთქი მსუბუქი აპარატი გააჩნია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სპეციალური ტექნიკის განახლებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მსახიობი ბაჩო ქაჯაია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის 5000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა ადასტურებს, რომ სასამართლოდან უწყება მიიღო

მსახიობი ბაჩო ქაჯაია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის 5000 ლარით დააჯარიმეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქაჯაია აცხადებს, მას უბრალოდ სასამართლოდან უწყება მიუვიდა. ბაჩო ქაჯაიას მხრიდან ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი და დაეკისრება თუ არა მას ადმინისტრაციული სახდელი, აღნიშნულზე სასამართლო 21 იანვარს, 17:00 საათზე იმსჯელებს. „ინტერპრესნიუსი“ ასევე ესაუბრა ბაჩო ქაჯაიას ადვოკატს, თორნიკე მიგინეიშვილსაც, რომლის განმარტებითაც, ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. ადვოკატის თქმით, ბაჩო ქაჯაია 9 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და ედავებიან, რომ გზა იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო. რაც შეეხება კიდევ ერთ მსახიობს, ანა ტყებუჩავას, არსებული ინფორმაციით, მასაც იგივე ქმედების ჩადენას ედავებიან და მისი სასამართლო პროცესი 22 იანვარს გაიმართება.

რევოლუციის მოსაწყობად 300 000 ხმის გაყალბების გამოგონილი აბსურდი ვინც არ დაადასტურა, ყველას გაშავების კამპანია მიდის, ეუთო/ოდირის შემდეგ, სახალხო დამცველის დისკრედიტაციის ტალღაც ამის ნაწილია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ცოტნე ანანიძე, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის წინააღმდეგ ოპოზიციის მიერ წარმოებულ კამპანიას, სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, ვინც არჩევნებზე 300 000 ხმის გაყალბებაზე გამოგონილი აბსურდი არ დაადასტურა, ყველას გაშავების კამპანია მიდის, მათ შორისაა ლევან იოსელიანიც. “რევოლუციის მოსაწყობად 300 000 ხმის გაყალბების გამოგონილი აბსურდი ვინც არ დაადასტურა, ყველას გაშავების კამპანია მიდის. ეუთო/ოდირის შემდეგ, სახალხო დამცველის დისკრედიტაციის ტალღაც ამის ნაწილია.” – წერს ცოტნე ანანიძე.

თიკა ფაცაცია შვილის მორიგ წარმატებაზე წერს

"დიდი ისტორიისა და წარმატების მქონე კლუბ "ჟალგირისის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი!...ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელის ამბავია რომელიც უნდა იცოდეთ" - "რუსთავი 2-ის" ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია, სოციალურ ქსელში, შვილის, ანდრო ანთელიძის მორიგი წარმატების შესახებ წერს და ფოტოებს აქვეყნებს: "ჯერ იყო ფიბას ყველაზე ახალგაზრდა სერთიფიცირებული მწვრთნელი, შემდეგ საქართველოს 18 /20 წლამდელთა ნაკრების მეორე მწვრთნელი … პარალელურად ცნობილი კლუბი “ჟალგირისის” ჯერ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და ახლა უკვე ამავე ჟალგირისის დიდი ისტორიისა და წარმატების მქონე დიდი გუნდის რომელიც ევროლიგას თამაშობს, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი რა იქნება შემდეგ ამას დრო გვიჩვენებს ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელის ამბავია რომელიც უნდა იცოდეთ,"- წერს თიკა ფაცაცია.

„ბილდი“ – ანალენა ბერბოკმა უარი თქვა ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა სხდომა დატოვა

„ბილდის“ ცნობით, გერმანიის მინისტრთა კაბინეტში უთანხმოებაა. გერმანული გამოცემა იუწყება, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უარი თქვა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა კაბინეტის სხდომა დატოვა. როგორც გამოცემა წერს, ამის მიზეზი არის ის, რომ შოლცი ბლოკავს უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გადაცემას გერმანიაში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე. გერმანული მედიის ცნობით, მანამდე ბერბოკმა ხმამაღლა გააკრიტიკა კანცლერის ვეტო. ბერბოკის თქმით, ოლაფ შოლცის ქცევა ზიანს აყენებს ევროპელი მოკავშირეების ნდობას გერმანიის მიმართ. ცნობისთვის, გასულ კვირას „შპიგელმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი არჩევნებამდე უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას ითხოვდნენ, მაგრამ შოლცმა ეს წინადადება დაბლოკა. თავად შოლცმა განმარტა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდის წინააღმდეგია, თუ ეს ბიუჯეტის სხვა პუნქტების შემცირებას მოითხოვს.

ეუთო უარს აცხადებს ბელარუსის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გაგზავნაზე

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურო ბელარუსში 26 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს არ გაგზავნის. ამის შესახებ ბიუროს პრესსამსახური ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. „არჩევნებამდე10 დღით ადრე ბელარუსისგან მოწვევა არ აძლევს ოდირს საშუალებას მიიღოს წვდომა საარჩევნო პროცესის საკვანძო ეტაპებზე, რაც შეუძლებელს ხდის შინაარსობრივ დაკვირვებას“, – ნათქვამია განცხადებაში. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მინსკიდან დამკვირვებლების მიწვევა დაგვიანებით მოხდა. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ განცხადება 9 იანვარსაც გამოაქვეყნა, სადაც გამოხატა სინანული, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ ეუთო-ს დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნებზე არ მიიწვია. „ღრმად ვწუხვართ, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, არ მიეწვია ეუთო-ს წევრი სახელმწიფოები ODIHR-ის მეშვეობით მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც ქვეყნის მოქალაქეებს პროცესის გამჭვირვალე და სრულ შეფასების გარეშე ტოვებს“, – განაცხადა ოდირის დირექტორმა, მარია თელალიანმა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა, პია კაუმამ კი განაცხადა, რომ მინსკი ვალდებულია მიიწვიოს არჩევნებზე დამკვირვებლები ეუთო-ს სხვა ქვეყნებიდან, რადგან ხელი აქვს მოწერილი 1990 წლის კოპენჰაგენის დოკუმენტისთვის. ეუთო-ს 9 იანვრის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს უკვე მესამე შემთხვევაა 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ODIHR-ს არ შეუძლია დააკვირდეს არჩევნებს ბელარუსში დროული მიწვევის არარსებობის გამო. თავის მხრივ, აშშ-ში განაცხადეს, რომ ბელარუსში დაგეგმილი „არჩევნები არ არის სანდო“. სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გმობს „ფიქტიურ არჩევნებსა და განგრძობად რეპრესიებს ბელარუსში“. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ „ლუკაშენკოს რეჟიმს საკუთარი ხალხის ეშინია“. ცნობისთვის, ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატი დაარეგისტრირა. არჩევნები მასშტაბური რეპრესიების ფონზე ტარდება, რომლებიც 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ შეწყვეტილა. საზღვარგარეთ მცხოვრებ ბელარუსებს 2022 წლიდან აღარ აქვთ შესაძლებლობა, ხმა მისცენ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ინვარს „ფეისბუქში“ დაწერა, რომ გაუგზავნის მიწვევას ოდირს არჩევნებზე დაკვირვებისთვის. მინსკში ასევე აღნიშნეს, რომ დღეისათვის ცესკო-მ აკრედიტაცია 49 ქვეყნიდან 456 საერთაშორისო დამკვირვებელს მიანიჭა. მათივე ინფორმაციით, მიწვევები უკვე მიიღეს დსთ-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ, სამოკავშირეო სახელმწიფოს საპარლამენტო კრებამ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 26 იანვარს ჩატარდება.

ბოლო სიახლეები