საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელმაც მოხუც წყვილს 15 000 ევრო მოპარა.
მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მათივე ინფორმაციით, ქალი ოჯახში დამხმარედ მუშაობდა.
მას შემდეგ რაც მოხუცებმა შეამჩნიეს, რომ მათი სახლიდან თანხა გაქრა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.
მომხდარიდან მალევე პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ქართველი მომვლელი დააკავა.
მისი მტკიცებით, მან თანხა საქართველოში გააგზავნა.
მედიის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ქალს დეპორტაცია ემუქრება.