ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

საბერძნეთი: ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემდეგ, ნავთობის ფასები ძალიან გაიზარდა

ენერგეტიკულ ბაზარზე რადიკალური ცვლილებები ხდება, რაც მანამდე არსებულ სურათს მთლიანად ცვლის. თუ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ ვითარება დრამატულად შეიცვალა.

18 მარტს, დილით, ნავთობის ფასი ბარელზე 101-102 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, მაგრამ ის უმალ გადასცდა 108 დოლარს, როგორც კი ირანისა და კატარის ერთობლივ გაზის საბადოებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ამ ამბავმა ბაზრებზე ძლიერი რყევები გამოიწვია, რამაც ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა.

ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, ნავთობზე ფასების ზრდამ, მთლიანობაში, 47%-ს მიაღწია, რაც ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ნახტომია.

ფასების ნახტომისებური ზრდა მომხმარებლებს მძიმე ტვირთად აწვება. არაეთილირებული (unleaded) საწვავის საშუალო ფასი, ქვეყნის მასშტაბით, ამჟამად ლიტრზე 1,94 ევროს შეადგენს, რაც თებერვლის ბოლოსთან შედარებით, დაახლოებით 19 ცენტით მაღალია.

კიდევ უფრო თვალსაჩინოა ფასების ზრდა დიზელის საწვავზე. მისი ფასი 1 ლიტრზე 35 ცენტით გაიზარდა, ხოლო გათბობისთვის განკუთვნილ ნავთობზე ფასმა, 27 თებერვლის მონაცემებთან შედარებით, 31 ცენტით მოიმატა.

ბაზრის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ფასების ზრდის ტენდენცია ჯერ არ დასრულებულა. ისინი, მომდევნო 24 საათის განმავლობაში, ახალ მატებას პროგნოზირებენ. იმის ალბათობა, რომ ბენზინის ფასმა, შესაძლოა, ლიტრზე 2 ევროს მიაღწიოს ან გადააჭარბოს კიდეც, რაც ძალიან მძიმე სცენარად მიიჩნევა, თუმცა ასეთი სცენარი უკვე ძალიან რეალურად გამოიყურება.

ამავდროულად, ბენზინგასამართი სადგურების მფლობელები საწვავზე დაწესებულ ფასის ზედა ზღვარს ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ამან, შესაძლოა, სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესოს. 19 მარტიდან, კუნძულ ლესბოსზე გრძელვადიანი გაფიცვა დაანონსდა. ვარაუდობენ, რომ საპროტესტო აქცია, შესაძლოა, საბერძნეთის სხვა რეგიონებშიც გაიმართოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პედრო სანჩესი – ახლო აღმოსავლეთში ომი ესპანეთის მთავრობამ და მოსახლეობამ დაწყების მომენტიდან დაგმეს, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ და ვფიქრობთ, რომ ეს უკანონოა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმნა ირანში მიმდინარე ომი დაგმო და ხაზი გაუსვა ევროპის მიერ ერთიანი ფრონტის შენარჩუნების აუცილებლობას. ამის შესახებ პედრო სანჩესმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.„ჩემი მხრიდან რა გზავნილიც იქნება ლიდერებთან არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩართულები დიპლომატიურ გამოსავალში. მე მჯერა, რომ ეს ომი ურთიერთდაკავშირებულია ბოლო წლების განმავლობაში მომხდარ დანარჩენ ომებთან“, – აღნიშნა სანჩესმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე.რაც შეეხება ევროპის ჩართულობას, სანჩესმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროპამ უნდა გააგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ მხარს უჭერს მულტილატერალიზმს და საერთაშორისო სამართალს.„ევროპა დაფუძნებულია მულტილატერალიზმსა და ერთობლივი გადაწყვეტილებების პრინციპებზე და არა ცალმხრივზე. საერთაშორისო სამართალზე, მშვიდობაზე, ერებსა და საზოგადოებას შორის მშვიდობიანი თანაარსებობის პატივისცემაზე. კიდევ ერთხელ, ეს არის ის, რაც ამ შემთხვევაში, ირანში ომთან დაკავშირებით კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ომი, რომელიც ესპანეთის მთავრობამ და მთელმა ესპანეთის მოსახლეობამ დაგმო დაწყების მომენტიდან. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ და ვფიქრობთ, რომ ეს უკანონოა“, – თქვა სანჩესმა.

იზა ომაძე ილია II-ის შესახებ: “ღმერთმა არ ინება და ვერ შევხვდი პატრიარქს, რთულია შვილმოკლული დედის, მშობლის ნუგეში”

2021 წლის 15 სექტემბერს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება."ბოლო წლებში მთელი გულით მინდოდა პატრიარქთან შეხვედრა, მისი აზრი სულ მაინტერესებდა და და ვფიქრობდი, ჩემს რამდენიმე კითხვაზე მხოლოდ მას შეეძლო ამომწურავი პასუხი გაეცა. სამწუხაროდ, ღმერთმა არ ინება და ვერ შევხვდი პატრიარქს, რთულია შვილმოკლული დედის, მშობლის ნუგეში.მისი ქადაგებიდან რამდენიმე ფრაზას ჩავეჭიდე და სულ ვიხსენებდი, უსაშველო ტკივილისას…ურთულეს პერიოდში, არაერთი სისტემის ცვლილებისას მოუწია ცხოვრება პატრიარქს, მაგრამ მან თავისი სიბრძნით, ღვთის მადლით შეძლო ბევრი რამ.მას მერე, რაც ამ ქვეყანას მოევლინება ადამიანი, მის ცხოვრებაში რჩება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, თარიღი ამ ქვეყნიდან გამგზავრებისა-გარდაცვალება, როდესაც საგზლად ამდენი ადამიანის ცრემლი, გულის ტკივილი მიგყვება - ესაა უმთავრესი."ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას! ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხონებს" - ასე გვასწავლე. მადლობა, პატრიარქო. მართალთა თანა განისვენოს სულმან თქვენმან. ჩვენი ოჯახი ჩვენს წილ ცრემლს გატანს!ეს სტატუსი ქადაგებიდან საგულდაგულოდ მქონდა შენახული! 2021 წლის 17 ოქტომბერი! ჩემი ნიკო ერთი თვის შეერთებული იყო ზეციურ საქართველოს!ფასდაუდებელი ფორმულაა", - წერს იზა ომაძე და პატრიარქის შემდეგ სიტყვებს აქვეყნებს - "თუ გინდა გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება; თუ გინდა სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი".

“ბევრი მოგონება და მადლიერება” – მარიამ როინიშვილის მოგონებები

"ბევრი მოგონება და მადლიერება" - წერს მარიამ როინიშვილი და პატრიარქთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სავიზო დეპოზიტის პროგრამასთან დაკავშირებით

აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სავიზო დეპოზიტის პროგრამასთან დაკავშირებით.„2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრებათ 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა.გასაუბრების დროს საკონსულო ოფიცერი აცნობებს აპლიკანტს, აკმაყოფილებს თუ არა სავიზო მოთხოვნებს და მისცემს ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გადაიხადოს ეს დეპოზიტი.განმცხადებლებმა არ უნდა გამოიყენონ მესამე მხარის ვებგვერდები დეპოზიტის გადასახდელად და არ უნდა გადაიხადონ დეპოზიტი მანამ, სანამ ამას საკონსულო ოფიცერი არ დაავალებთ.საქართველოს მოქალაქეებისთვის B1/B2 ვიზის გაცემა შეუძლებელი იქნება დეპოზიტის გადახდამდე. ეს მოთხოვნა მოქმედებს განაცხადის შეტანის ადგილის მიუხედავად.დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით ხშირად დასმული შეკითხვების გვერდს: https://ge.usembassy.gov/ka/visas-ka/#deposit“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზებისთვის საგარანტიო თანხის დაწესებაზე, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალი მაჩვენებელს.

ავსტრიის კანცლერი – ევროპა არ დაუშვებს, შანტაჟის გზით ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციაში ჩართვა აიძულონ

ევროპა არ დაუშვებს, რომ შანტაჟის გზით ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციაში ჩართვა აიძულონ, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, კრისტიან შტოკერმა განაცხადა.„ევროპა, მათ შორის ავსტრიაც, არ დაუშვებს, რომ შანტაჟის მსხვერპლი გახდეს. ჰორმუზის სრუტეში ინტერვენცია ავსტრიისთვის არც განიხილება“, – განაცხადა კრისტიან შტოკერმა.კრისტიან შტოკერის თქმით, ჰორმუზის სრუტის ბლოკირების შემდეგ ენერგომომარაგებისა და ფასების სტაბილიზაცია აუცილებელია.

ბოლო სიახლეები