შაბათი, მაისი 24, 2025

საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის გამარჯვებულია

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში ჩატარებული ჩელენჯერის ტურნირის გამარჯვებულია.

ფინალურ შეხვედრაში ფურცელაძემ იტალიელი ფედერიკო ჩინა ორ სეტში, 7:6 (7:5), 6:4 დაამარცხა. პირველ სეტში ჩოგბურთელებმა ბრეიქი ვერ შეასრულეს, ხოლო ფურცელაძემ ტაიბრეიქზე მეტოქის 5 ჩაწოდება მოიგერია. რაც შეეხება მეორე სეტს, აქ ქართველმა გადამწყვეტი ბრეიქის მოპოვება მე-10 გეიმში მოახერხა.

საბა ამ დროისთვის ATP-ს რეიტინგში 286-ე ადგილზე იმყოფება, რაც მისთვის კარიერულად ყველაზე მაღალი პოზიციაა.

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვებით საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო ქულას მიიღებს, რაც მას საუკეთესო 250 ჩოგბურთელს შორის შეიყვანს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოში ლატვიის საელჩო – შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება

საქართველოში ლატვიის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელ„იქსში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.„ლატვიის საელჩო ღრმად შეშფოთებულია ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო. რეპრესიული ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს“, – ნათქვამია საქართველოში ლატვიის საელჩოს განცხადებაში.

„ნაპოლის“ ჩემპიონობაში წვლილი ხვიჩა კვარაცხელიასაც მიუძღვის – იტალიური გამოცემა

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონია, რაშიც თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა პირველი წრე იტალიურ კლუბში გაატარა, 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირების ხუთეულშია – ამის შესახებ გამოცემა „არეანაპოლი“ წერს.„„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში მეოთხედ გახდა. ანტონიო კონტეს გუნდმა წარმატებას „სტადიო მარადონაზე“ „კალიარის“ (2:0) დამარცხებით მიაღწია და „ინტერს“ ერთი ქულით გაასწრო.„ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას სახით განსაკუთრებული გულშემატკივარი ჰყავდა – ქართველი თავდამსხმელი გუნდის წარმატებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „Forza Napoli Sempre“ – დაწერა ხვიჩამ და გუნდის ზეიმის ვიდეო გამოაქვეყნა.ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ მაისურით პირველ წრეში ხუთი გოლი გაიტანა, იანვრში კი პსჟ-ში გადავიდა. „ნაპოლის“ ამ სკუდეტოში მისი წვლილიც არის. კვარაცხელია გუნდის ბომბარდირთა შორის მეხუთე ადგილზე გავიდა, ლუკაკუს, მაკტომინეის, რასპადორისა და ანგისას შემდეგ“, – წერს „არეანაპოლი“. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია იტალიის ჩემპიონის ოქროს მედალს ვერ მიიღებს, რადგან სერია A-ს რეგლამენტის მიხედვით, მედლები მხოლოდ იმ ფეხბურთელებს გადაეცემათ, ვინც გაჩემპიონების დროს გუნდის განაცხადში იყვნენ.ხვიჩამ იტალიური კლუბი იანვარში დატოვა და „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, სადაც საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, 24 მაისს საფრანგეთის თასისთვის იბრძოლებს, ხოლო 31 მაისს – ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეეცდება.

ამ წუთებში სართიჭალაში ძლიერი სეტყვაა – კადრები ადგილიდან

ამ წუთებში სართიჭალაში ძლიერი სეტყვაა.კადრებს ადგილიდან „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს. 

26 მაისთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან 26 მაისთან დაკავშირებით, საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები.შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის ოფისში მედიისთვის ბრიფინგი გაიმართა.„საკმაოდ დიდი ხანია, ვემზადებით 26 მაისისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში. დამოუკიდებლობის დღა და გვინდა, საკადრისად აღვნიშნოთ. დღეს გვქონდა ერთ-ერთი ბოლო საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც გავიარეთ ბოლო საკითხები ამ დღის საორგანიზაციო თემატიკასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გვინდა, მოვუწოდოთ საზოგადოებას, შემოგვიერთდეს. ეს დღე იქნება სახალხო, ერთიანი, დატვირთული იქნება შემეცნებითი და საგანმანათლებლო თემატიკით, ამიტომ მთელ საზოგადოებას გვინდა, რომ ეს დღე ერთად აღვნიშნოთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა, გიორგი ჭანტურიამ.

შსს-მ, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.ამის შესახებ უწყებაში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს.მანამდე, “ლელო - ძლიერმა საქართველომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ."დღეს “ლელო - ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე, საცხოვრებელ სახლთან თავდასხმა მოხდა.გეგელიას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. შემთხვევის ადგილზე შსს თანამშრომლები მუშაობენ.“ლელო-ძლიერი საქართველო” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება “ქართულ ოცნებას” - როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას,"- აღნიშნულია “ლელო - ძლიერი საქართველოს” განცხადებაში.

ბოლო სიახლეები