ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

საბა ბუაძე – მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს ხელს უშლის დაპირისპირება და ის აგრესიული რიტორიკა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ გვესმოდა

„ლელო“ წარსულშიც და ახლაც ძალიან მნიშვნელოვან, პოზიტიურ როლს თამაშობდა ოპოზიციაში მოსაზრებების გაერთიანებისა და კონსოლიდაციის მიმართულებით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

როგორც საბა ბუაძემ აღნიშნა, ოპოზიციას აქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი, ეს დღის წესრიგი არის აგებული, იმ ოთხპუნქტიანი მოთხოვნის გარშემო, რომელიც ფასილიტატორების მეშვეობით გადაეცა „ქართულ ოცნებას“ და ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური დღის წესრიგი, რომლის ქვაკუთხედიც არის ახალი არჩევნების ჩატარება.

„ლელო“ სწორედ ამ მიზნის გარშემო აპირებს მუშაობის გაგრძელებას. „ლელო“ წარსულშიც და ახლაც ძალიან მნიშვნელოვან, პოზიტიურ როლს თამაშობდა ოპოზიციაში მოსაზრებების გაერთიანებისა და კონსოლიდაციის მიმართულებით. ჩვენ ამ ფუნქციის შესრულებას გავაგრძელებთ, ამის მიუხედავად დღის წესრიგი არის საკმაოდ ნათელი, ამ ძალიან მუქ ფერებში სიტუაციის წარმოჩენას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს ისევ მისცეს უფლება, რომ ოპოზიციას ელაპარაკოს ხელის გადაგრეხვის მოდუსში. ჩვენ ამ ყველაფრის მიუხედავად ვაგრძელებთ ჩვენ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით მუშაობას და მზად ვართ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, იმ მოთხოვნებთან მიმართებაში, რომელიც ოპოზიციამ ერთიანად წარუდგინა ხელისუფლებას. მოსალაპარაკებელი და საკონსულტაციო არაფერი არ არის, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული დღის წესრიგი, რომლის ნაწილიც არის ყველა ოპოზიციური პარტია. თუ ვინმემ ამ დღის წესრიგიდან გადაუხვია, საზოგადოებას უნდა განუმარტონ, რატომ აღარ არიან ნაწილი იმ საერთო ოპოზიციური მოთხოვნისა, რომელსაც ხელი მოაწერეს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს ხელს უშლის დაპირისპირება და ის აგრესიული რიტორიკა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ისმოდა.

„თუ ეს რიტორიკა შეწყდება, ყოველთვის მზად ვართ, ვილაპარაკოთ „ქართულ ოცნებასთან“. ჯერ ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია ერთიანი არის ბოიკოტში. ბოიკოტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მძლავრი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ ველაპარაკებით „ქართულ ოცნებას“. ამიტომაც ყველანი კარგად უნდა გავუფრთხილდეთ ამ ერთიან ბოიკოტს და ერთიან სულისკვეთებას, რომელიც არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რასაც შეუძლია, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულება“, – განაცხადა ბუაძემ.

ლელოს მიაჩნია ყველაზე მნიშვმნელოვნად გულწრფელი შეთანხმების მიღწევა ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის და ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურად დმუშაობას ამ მიმართულებით და ყველაფერს გავაკეთებთ ამ კრიზისის დაძლევიუსათვის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ფავლენიშვილი – 4 ოქტომბერს ხალხი მშვიდობიანი პროტესტისთვის იყო მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი, რამაც გამოიწვია პროვოკაცია და დაგვიმატა ახალი პოლიტიკური პატიმრები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა მშვიდობიანი აქციის გეგმა, თუმცა პროვოკაციებმა და ღალატმა გეგმები არია. ფავლენიშვილის თქმით, ამის შესახებ თავად 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში ჩართული პირები საუბრობენ.„არაერთხელ გვითქვამს, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა მშვიდობიანი აქციის გეგმები, როგორც საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ აქციის გამოცხადებასა და სხვა პროცესებში. თვითონ ისაუბრეს, რა პროვოკაციები მოაწყვეს, რამაც არია მათი მშვიდობიანი აქციის გეგმები. ამიტომ ამ თემაზე უფრო კომპეტენტურ ხალხს აქვს გაცემული პასუხი, ჩემი დამატება არ არის საჭირო, ისედაც ისაუბრეს ბატონმა პაატამ და სხვა ადამიანებმა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც მათ მიერ არ იყო გათვლილი და საქმე ჰქონდათ ღალატთან, რამაც არია მათი გეგმები, აქციის თავდაპირველი გეგმა ვერ აღსრულდა პროვოკაციული ჯგუფების გამო“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.ფავლენიშვილის თქმით, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორთა და მისი შეფასებაა, რომ პროვოკაცია უშიშროებამ მოაწყო.„ეს ადამიანები მისული იყვნენ მშვიდობიანი პროტესტისთვის. ორგანიზატორებიც ამბობდნენ, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც, მათი აზრით, მოაწყო უშიშროებამ. ჩემი აზრითაც, სხვას ვის უნდა მოეწყო? ამ პროვოკაციის მსხვერპლი გახდნენ ის ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანი მოტივაციით იყვნენ აქციაზე მისული. ეს ხალხი იმავე წარმატებით დადიოდა წლების მანძილზე აქციაზე და არასოდეს არ მიუღიათ მონაწილეობა ძალადობრივ ქმედებაში. ძალადობა რომ იყოს მათი გამოხატვის ერთადერთი ფორმა, მანამდეც იძალადებდნენ. მშვიდობიანი პროტესტისთვის იყვნენ მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი და ამან გამოიწვია შემდგომში ეს პროვოკაცია, რამაც, სამწუხაროდ, ახალი პოლიტიკური პატიმრები დაგვიმატა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, თურქეთის მოქალაქე მუშა დენის დარტყმის შედეგად ადგილზე დაიღუპა.არსებული ინფორმაციით, ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს სწორედ 30 წლამდე მამაკაცი ასრულებდა.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პირველადი დახმარების და საპატრულო პოლიციის ბრიგადა.შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ მოსამართლეს საქმეზე იმ ფინანსური დოკუმენტაციის დართვა სთხოვა, რომელიც, „ადასტურებს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან კავშირი არ აქვს“

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ითხოვს, საქმეს ის ფინანსური დოკუმენტი დაერთოს, რაც დაადასტურებს, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან კავშირი არ აქვს“.აღნიშნულის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.„ვინაიდან ჩემი ბრალდება არის ლეგალიზაციაზე, დავეთანხმები დაცვის მხარეს, რომ არ შეიძლება მიუღებლად ჩავთვალოთ (დოკუმენტი), რომელიც წარმოადგენს ჩემი ფინანსური მონაცემების დასაბუთებას. ეს იგივეა, ძირითადი არგუმენტი მოუსპო ბრალდებულს, როდესაც ბრალდებამ მინიმუმ ერთი თვე მოანდომა იმას, რომ ეანგარიშა, რას მედავებოდა. ძირითადი ბრალი, რაც მაქვს წარდგენილი და ამის დასაბუთება რომ არ წარმოვადგინო, ყველანაირ სამართალს ცდება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.აღნიშნული ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის ნაწილში მოსამართლე ლევან გელოვანმა დაცვის მხარეს მიუთითა, რომ ამ დოკუმენტაციის წარმოდგენამდე კონკრეტული მოწმე, ბანკის თანამშრომელი უნდა გამოეკითხათ. საუბარია მოწმის, გვარად კაჭკაჭიშვილის გამოკითხვაზე, რომელიც დაადასტურებდა ფაქტს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ ბანკიდან თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით გაიტანა.ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის  ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების, მათ შორის ოქროს ზოდებისა და ვერცხლის მონეტების შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული  ოქროსა და ვერცხლის (საერთო წონით  341 გრამამდე ოქროსა და 63 გრამი ვერცხლის)  ნაკეთობები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 93,364.35 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევი საქართველოსა და უცხოეთის ორი მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო სამი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,  საერთო ჯამში  25 761 ლარით დაჯარიმდა-ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ამ „სამეფო კარის“ თუ ჯაშუშურ თამაშებში საქართველოს არაფერი ესაქმება. ჩვენ გარედან დავათვალიერებთ იმ პროცესების კომპლექსურ მსხვრევას, რომლებიც უჩვენოდ, ჩვენ...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.„ევროკავშირს, ნებსით და უნებლიეთ, ანგრევს და ოლიგარქიული კლანების მმართველობის ქვეშ ჩასაბარებლად ამზადებს ორი ჯგუფი. კორუფციული, რომლის სათავეშია ურსულა ფონ დერ ლაიენი და „სასარგებლო იდიოტების“ როლის გამთამაშებლები - კაია კალასის და მარტა კოსის მეთაურობით“, - წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ევრობიუროკრატებისთვის საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მხოლოდ ტაქტიკური ელემენტებია, „დიფ სთეითის“ დავალებების შესასრულებლად.„გამორიცხულია შვილებს, და განსაკუთრებით გოგონებს, თავისი მამები რაღაც უფრო განსხვავებული სიყვარულით არ უყვარდეთ. დედებს არ ეწყინოთ, ვიცი, რასაც ვიძახი. ხოლო, როდესაც მამა მთელი ცხოვრება სლოვენიის КГБ-ს მაღალჩინოსანი იყო, შანსი არაა მისი „ავატარი“ შენში არ ჩასახულიყო, როგორც ეს მარტა კოსის შემთხვევაშია, დიდი ალბათობით. დღეს ევროკავშირს, ნებსით და უნებლიეთ, ანგრევს და ოლიგარქიული კლანების მმართველობის ქვეშ ჩასაბარებლად ამზადებს ორი ჯგუფი. კორუფციული, რომლის სათავეშია ურსულა ფონ დერ ლაიენი და „სასარგებლო იდიოტების“ როლის გამთამაშებლები - კაია კალასის და მარტა კოსის მეთაურობით. წარსულში КГБ-ს ნომენკლატურის დანარჩენი პირმშოები, კუბილიუსი იქნება ეს თუ იუკნევიჩიანე, КПСС-ის წევრი ნაუსედა თუ სხვები, საკუთარ ამოცანას წარმატებულად უმკლავდებიან. მათ გათვლებში საქართველო, უკრაინა თუ მოლდოვა მხოლოდ ტაქტიკის ელემენტებია. სტრატეგია ბრიუსელისთვის „ბაბილონის“ თუ „კართაგენის“ სცენარის განვითარებაა იმ „დიფ სთეითის“ დავალების თანახმად, რომელშიც მათი წარმომავლობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ჩანერგილებიც იყვნენ. ასე რომ, ამ „სამეფო კარის“ თუ ჯაშუშურ თამაშებში საქართველოს არაფერი ესაქმება. ჩვენ გარედან დავათვალიერებთ იმ პროცესების კომპლექსურ მსხვრევას, რომლებიც უჩვენოდ, ჩვენ თვალწინ ვითარდება. „ტიტანიკზე“ დაგვიანება მადლია ჩვენთვის,“- წერს დავით ქართველიშვილი.

ბოლო სიახლეები