ქართველი პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე (-81კგ) მსოფლიოს ჩემპიონია. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ტურნირის ფინალში ბაღდავაძემ ბრაზილიელი მეტოქე დაამარცხა.
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი გიორგი ქალდანმაც (-70კგ) მოიპოვა. მან ფინალში იაპონელ მოწინააღმდეგეს სძლია.
შედეგად, პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ასტანაში მსოფლიო ჩემპიონატი 15 მაისს დასრულდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:J1 კატეგორია (უსინათლოთა შორის):
გოგიტა ტერუნაშვილი (-70 კგ)
საბა ბაღდავაძე (-81 კგ)
მიშიკო შიობრიშვილი (-81 კგ)
რამინი ყიფშიძე (-95 კგ)
გიორგი ბერიძე (-95 კგ)
J2 კატეგორია (მცირემხედველთა შორის):
ზურაბ ზურაბიანი (-64 კგ)
გიორგი ქალდანი (-70 კგ)
ბაჩუკი შელია (-81 კგ)
ზვიად გოგოჭური (-95 კგ)
ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ)
რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ)