თბილისი არენაზე სტარტი აიღო პარაძიუდოში თბილისის მსოფლიო თასის გათამაშებამ. ტურნირში 25 ქვეყნის 250-მდე პარასპორტსმენი ასპარეზობს. საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებისთვის პირველ საშეჯიბრო დღე წარმატებულად მიმდინარეობს. ჩვენს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი საბა ბაღდავაძემ (J1, 81 კგ) მოუტანა – ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა.
ფინალურ ბლოკში კიდევ ერთი ქართველი – ბაჩუკი შელია (J2, 81 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
პარიზის პარალიმპიური თამაშების შემდეგ თბილისის მსოფლიო თასი პარალიმპიადის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია, რომელიც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.