პარასკევი, აპრილი 18, 2025

სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, რადგან ეს ბავშვები გადარჩნენ და აგრძელებენ ქვეყნისთვის სიცოცხლეს – თეა წულუკიანი

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილება, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სხდომის დასასრულს მიხეილ სააკაშვილს მიმართა.

თეა წულუკიანის თქმით, ლედი აფრასიძე არის სააკაშვილის განაჩენიც და სასჯელიც, რადგანაც ეს ბავშვები გადარჩნენ, აგრძელებენ სიცოცხლეს და ისინი ააშენებენ უკეთეს საქართველოს, რომლის ნგრევასაც სააკაშვილი თავის მინისტრებთან ერთად ცდილობდა.

“სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, რადგან ეს ბავშვები გადარჩნენ და გიორგი აფრასიძე ცოცხალია, ჯანმრთელია. მათ ჰყავთ კიდევ ორი დედმამიშვილი და ეს ბავშვები აგრძელებ სიცოცხლეს გიორგი ბარამიძის ნებისდა მიუხედავად და ისინი ააშენებენ უკეთეს საქართველოს, რომლის ნგრევასაც სააკაშვილი თავის მინისტრებთან ერთად ცდილობდა. დიდი მადლობა თქვენ, ნუ გაბოროტდებით, ვიდგეთ ისევ სამართლის და სამართლიანობის სადარაჯოზე. მე მიხარია, რომ თქვენ ბოროტება გულშიც კი არ გაგივლიათ თქვენი ბებიის, დედის, მამის, ოჯახის დამსახურებაა და რაღაცნაირად ყველა ერთად შევეცდებით იმას, რომ სამართალმა იზეიმოს“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯეი დი ვენსი – რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის...

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის დასრულება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა იტალიაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა.„მე მინდოდა, მომეყოლა იტალიის პრემიერ-მინისტრისთვის რუსეთისა და უკრაინის გარკვეული მოლაპარაკებებისა და ზოგიერთი საკითხის შესახებ, რაც ბოლო 24 საათში მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს ზოგიერთი საინტერესო საკითხი, რომლის მოყოლაც ღირს, ცხადია, პირად საუბარში“, – აღნიშნა ვენსმა.„მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, მე წინასწარ არ განვიხილავ შედეგებს, მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ იმედია, ჩვენ შეგვიძლია ამ ომის, ამ ძალიან სასტიკი ომის დასრულება“, – განაცხადა ვენსმა.

უმძიმესი ტრაგედია ხონში – ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ტაძრებში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა. ამ დღეს მართლმადიდებლური ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.რიტუალი საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.შესრულდა საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ასევე შესრულდა დატირება (გალობა), რომელიც დავით გურამიშვილის ლექსზე „ვაი, რა კარგი საჩინოს" მიხედვით არის დაწერილი და პატრიარქის კურთხევით შეიქმნა.გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა სხვა ტაძრებშიც.დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - „საფლავი“, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული.დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი – არანაირი ერთობა არ არსებობს, აუცილებელია, ამომრჩევლები დროზე მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა ე.წ. პროდასავლურ პარტიებს დაუფიქრებლად მისცეს ხმა

არანაირი ერთობა არ არსებობს. ერთობის საჭიროება, მგონი, მოგონილია. გასაგებია, რომ განსხვავებული ბელადების პარტიები ვერ გაერთიანდებიან, რადგან ყველას თავის ეგო აქვს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.ამასთან, რაქვიაშვილის თქმით, აუცილებელია, ამომრჩევლები დროზე მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა ე.წ. პროდასავლურ პარტიებს ხმა ისე მისცეს, რომ არც კი დაფიქრდნენ.„რატომ ატყუებდნენ ის ე.წ. პროდასავლური 4-5-9-25 პარტიები თავის ამომრჩეველს, რატომ ლაპარაკობდნენ რაღაც ძლიერ კოორდინაციებზე და სალომეს ლიდერობაზე, როცა სინამდვილეში ყველას ესმოდა, რომ, კულუარულად, ხან ვის ლანძღავდნენ და ხან ვის, ეს უკვე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. აუცილებელია, ამომრჩევლები დროზე მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა 4-5-9-25 პარტიებს ხმა მისცეს ისე, რომ არც კი დაფიქრდნენ.მგონი, სიტყვა კოორდინაციაც გაუფასურდა, რადგან, როცა უნდათ, რომ არაფერი თქვან, ამბობენ, ჩვენ კოორდინაციაში ვართ და კომუნიკაცია გვაქვს. ეს სიტყვები ისე გაუფასურდა, რომ არაფერს აღარ ნიშნავს. არ მგონია, რომ ასეთი სიტყვებით შედგენილი ფრაზები რამეს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ არ იციან, რა გააკეთონ და ამას ღიად ვერ ამბობენ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ – ზურაბ ჯაფარიძე

დღეს ყველაფერი რუსთაველის პროტესტზე დგას. ის, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს მიერ დაწერილ შედეგებს, გარედან ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა და ეს ვისაც ესმის, „რაღაცნაირ გრაფიკს“ შეადგენს.„გელა მთხოვდა დამეწერა, რატომ არის მნიშვნელოვანი რუსთაველზე ყოველსაღამოური პროტესტის შენარჩუნება, კაი ხანია, მე ვიკიდებდი, რადგან, შეიძლება შეცდომით, მაგრამ მაინც მაქვს განცდა, ვისაც ეს არ ესმის ან ესმის, მაგრამ ვერ ახერხებს, დამატებით ახსნასაც დიდი აზრი არ აქვს, რადგან გელა ჩასვეს 12 დღით. გალიდან რუსებს გამოქცეულ ადამიანს, რომელსაც არაფერი დაუშავებია, „კაპეზეზე“ ახვედრებენ აღდგომას ეს მართლა უსისხლო ნაბიჭვრები, ამ სურვილს მაინც შევუსრულებ. რუსთაველის პროტესტზე დგას დღეს ყველაფერი – ის, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს მიერ დაწერილ შედეგებს, გარედან ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში.ის, რომ ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ ჩვენ ვერ შეგვაშინა ადამიანების წამებამ, დაპატიმრებამ, ცილისწამებამ, უსამართლობამ, ფორმიანი თუ უფორმო „ტიტუშკების“ თარეშმა, ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ ახალ-ახალი რეპრესიული „კანონები“, რომლებსაც „იღებს“ რეჟიმი, ვერ ტეხს წინააღმდეგობის სულისკვეთებას, ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ ჩვენ ისევ ვიბრძვით, რათა საქართველო გახდეს დასავლური სტრუქტურების თანასწორი წევრი, თანმდევი უსაფრთხოებითა და კეთილდღეობის დონით, ეს ჩანს რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ 12-წლიანმა რუსულმა ჰიბრიდულმა ომმა ვერ გაგვტეხა, ვერ შეგვაყვარა ოკუპანტი, ვერ აგვირია თავგზა და ისევ გვესმის, სადაა სიკეთე და სად – ბოროტება, ეს ჩანს რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ მომავალთან მიმართებაში ასეთ სრულ გაურკვევლობაშიც კი, არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ ვერავინ ბედავს ღიად ტრ..ის თამაშს და რუსული რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მიცემას, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება; ის, რომ გარედან არ მოდის რეჟიმის აღიარებების კასკადი და ივანიშვილის „შნირებს“ უწევთ აქეთ-იქეთ წოწიალი, ოღონდ ვინმემ სადმე ხელი ჩამოართვას, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება; ის, რომ სანქციები არათუ არ წყდება, არამედ სულ უფრო მეტი ქვეყანა ერთვება ამ პროცესში, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება; ის, რომ ზოგადად პროტესტი არ ჩაკვდა, რასაც ძალიან სწრაფი ტემპით მოჰყვება სამოქალაქო სექტორის, კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების განეიტრალება, გაცილებით მეტი ძალადობა და გაცილებით მეტი დაკავებები, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი დგას იმ ხალხზე, ვინც საღამოობით დგას რუსთაველზე.არ არის აუცილებელი ყოველდღე იქ ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ. ეს თუ მოახერხა ასობით ადამიანმა, მოახერხებს ათასიც და ათობით ათასიც. დეკემბრის დასაწყისში, დილის 06:00-სკენ რომ იწყებდნენ ხოლმე დარბევას და მსვლელობით გავდიოდით რუსთაველიდან, ათასობით ვყვიროდით – ბოლომდე. ეს „ბოლომდე!“ იყო ყველანაირი დათქმების გარეშე (ასე თუ მოხდება, ისე თუ მოხდება). ჰოდა, ჯერ არ გავსულვართ ბოლოში ბოლომდე“, – წერს ჯაფარიძე.

ბოლო სიახლეები