„ახლა, როდესაც საქართველოს სრული კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული და პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი, ვისაც ამ საკითხზე მსოფლიოს გამოღვიძება შემიძლია, ტყვედ გყავართ აყვანილი“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა აუხსნან ქართველ ხალხს, რომ კაპიტულანტურ პოლიტიკას სრულ განადგურებამდე მიჰყავს ქვეყანა და ქვეყნის გადარჩენის საქმე ისევ ქართველმა ხალხმა უნდა აიღოს.
„ახლა, როდესაც საქართველოს სრული კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული და პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი, ვისაც ამ საკითხზე მსოფლიოს გამოღვიძება შემიძლია, ტყვედ გყავართ აყვანილი.
ჩემი ერთადერთი იმედი უკრაინის შეიარაღებული ძალებია, რომლებმაც რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთლიანად დაკავების საშუალება არ უნდა მისცენ და მაშინ მარტო ცხინვალისა და უკრაინული ოლქების ნაწილის მიერთება აზრს კარგავს.
ასევე, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა აუხსნან ქართველ ხალხს, რომ კაპიტულანტურ პოლიტიკას სრულ განადგურებამდე მივყავართ და საქართველოს გადარჩენის საქმე ხელში ისევ ქართველმა ხალხმა უნდა აიღოს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.