ხუთშაბათი, მარტი 20, 2025

სააკაშვილისა და კეზერაშვილის შემდეგ გილაური – “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი წევრი შტატებში მილიონობით ლარს ლობისტურ მომსახურებაში ხარჯავს

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული “ფარას” დოკუმენტით ირკვევა, რომ ნიკა გილაურის “რეფორმატიკსმა” ამერიკაში ლობისტური კომპანია “კონტინენტალ სტრათეჯი” დაიქირავა. მიხეილ სააკაშვილისა და დავით კეზერაშვილის შემდეგ, გილაური “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი წევრია, რომელიც შტატებში მილიონობით ლარს ლობისტურ მომსახურებაში ხარჯავს.

საუბარია ადგილობრივ სამთავრობო წრეებში საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებაზე. სახელისუფლებო პარტიისთვის, ეს ოპონენტების მხრიდან ქვეყნის დაზიანების მცდელობის მორიგი მტკიცებულებაა. “ოცნებაში” ამბობენ, რომ გილაური, მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილი ფონდებით, ერთგვარ შირმას ქმნის, რეალურად კი მხოლოდ საკუთარ ნეგატიურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზრუნავს.

“კურიერმა” დღეს ნიკა გილაურისა და მისი ფონდის წარმომადგენლების ჩაწერა არაერთხელ სცადა, თუმცა ყოფილმა მაღალჩინოსანმა კამერებთან გამოჩენა არ ისურვა. გილაური “ფარა-ზე” გამოქვეყნებულ ინფორმაციას, დღის ბოლოს, საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც ამტკიცებდა, რომ ლობისტები მხოლოდ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის პოპულარიზებისთვის დაიქირავა. თუმცა, “კონტინენტალ სთრათეჯის” მიერ აღებულ ვალდებულებებში სხვა პუნქტებსაც ვხვდებით.

გილაურის პოზიციების დაცვა დღეს ოპოზიციის წევრებმა სცადეს. მათი თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთ დამფინანსებელს, პოლიტიკური მიზნები არ გააჩნია, ლობისტებს კი მხოლოდ კეთილშობილური მიზნით ქირაობს.

ნიკა გილაურის პოლიტიკური მიზნები და სურვილები ცნობილია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის. კანონმდებლების თქმით, სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი რეალურად უცხოელი მფარველების ნებას ემორჩილება, მიზანი კი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაა. უმრავლესობის წევრებმა დღეს, შტატების მსგავსად, “ფარა-ს” ანალოგიური კანონის საქართველოში დამტკიცების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

ნიკა გილაურს ამერიკული ლობისტური კომპანიისთვის, პირველ ეტაპზე, 200 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს, შემდგომ 6 თვის განმავლობაში კი ყოფილი მაღალჩინოსანი, საკუთარი პოლიტიკური და ბიზნესინტერესების გასატარებლად, “კონტინენტალ სთრათეჯის” თვეში 100 ათას დოლარს გადაუხდის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ეკრემ იმამოღლუს დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს, თურქეთმა უნდა დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, განსაკუთრებით არჩეული თანამდებობის პირების უფლებები

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების ფაქტი ღრმა შეშფოთებას იწვევს.მისივე თქმით, თურქეთმა უნდა დაიცვას არჩეული თანამდებობის პირების უფლებები.„როგორც ევროპის საბჭოს წევრმა და როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, თურქეთმა უნდა დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, განსაკუთრებით არჩეული თანამდებობის პირების უფლებები. გვსურს, თურქეთი დარჩეს ევროპისადმი ერთგული, მაგრამ ეს მოითხოვს დემოკრატიული ნორმებისა და პრაქტიკისადმი მკაფიო ერთგულებას,და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქეთმა პატივი სცეს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს“, – განაცხადა ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება კორუფცია და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობა. იმამოღლუს გარდა, დაკავებულია მისი პრესმდივანი და მერიის 100-მდე თანამშრომელი.

ირაკლი კობახიძე – რიგგარეშე არჩევნებს როცა ითხოვ, ზუსტად იცი, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიების მოყვანა გინდა, აქციებზე დგანან მხოლოდ ის ადამიანები,...

არ შეიძლება, რაიმე მოცემულობაში ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, როგორ შეიძლება, ქართველი ხალხის უმრავლესობა გაჰყვეს სააკაშვილის პარტიას, გვარამიას პარტიას, ხაზარაძის პარტიას და გახარიას პარტიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სინამდვილეში, აქციები უწყვეტად 26 ოქტომბრიდან დაიწყო.„თვითონ არ უყვართ ხოლმე ამის გახსენება, უყვართ ხოლმე 28 ნოემბრიდან ათვლის დაწყება, თუმცა სინამდვილეში, აქციები დაიწყო უწყვეტად 26 ოქტომბრიდან. 5 დღე იყო ნამდვილი ომის იმიტაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩაგდების მცდელობა, ეს იყო 28 ნოემბრიდან. დღესაც 300-350 კაცი იკრიბება ყოველდღე, ეს არის ორგანიზებული აქტივი. რეალურად მასშტაბური ძალადობრივი აქციები 28 ნოემბერს დაიწყო და გაგრძელდა 5 დღე. დანარჩენი, საშუალოდ იკრიბება 300-350-400 კაცი, ეს არის რეალური მოცემულობა. რეალურად, ეს არის დაფინანსებული აქტივი და იხდიან ბიუჯეტში თანხებს, 5 ათასი ლარი კაცზე, საკუთარი ნებით ავსებენ ბიუჯეტს. მართლა საოცარი მოვლენაა. მეორე მხრივ, ირონია რომ გვერდზე გადავდოთ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზული თანხებიც არის ჩართული ამ პროცესებში, თუმცა შედეგს ვერ აღწევენ ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს არის კულტურული ქვეყანა. არ შეიძლება, რაიმე მოცემულობაში ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. არ შეიძლება. ქართველი ხალხის უმრავლესობა ამ გზას არ დაადგება არც ერთ შემთხვევაში და როგორ შეიძლება, ქართველი ხალხის უმრავლესობა გაჰყვეს სააკაშვილის პარტიას, გვარამიას პარტიას, ხაზარაძის პარტიას და გახარიას პარტიას. როგორ შეიძლება, გქონდეს მაგის მოლოდინი, რომ ვინმე შეიძლება გაჰყვეს ამ ადამიანებს“, – განაცხადა პრემიერმა.ირაკლი კობახიძის შეფასებით, ფარსია განცხადებები იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეები პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან, ვინაიდან ისინი რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ.„ჩვენ რომ მიგვეღო ამ არჩევნებში არა 1 120 000 ხმა, არამედ რამდენიც მიიღეს მათ – დაახლოებით 750 000 ხმა, ამ შემთხვევაში ვინ მოდიოდა ხელისუფლებაში? მოდიოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. თუ ემიჯნებიან, რატომ ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს. თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები, ხომ იმიტომ უნდათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეღარ მოიგოს. არის ოპოზიციურად განწყობილი ის 300 კაცი, ვინც გამოდის, უნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეღარ მოიგოს არჩევნები და ჩვენ ავიღოთ არა 54%, არამედ მაგალითად 40% შემდეგ არჩევნებში. ასეთ შემთხვევაში რა ხდება? ხელისუფლებაში მოდიან სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია. რიგგარეშე არჩევნებს თუ ითხოვენ, როგორ ემიჯნებიან ამათ? ორ თვეში რა ახალი პარტიები უნდა გამოჩნდეს. შენ ხომ ზუსტად იცი, როცა ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, რომ ხელისუფლებაში გინდა მოიყვანო სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები. რამხელა ფარსია, ხომ ხედავთ? სინამდვილეში იმ აქციებზე დგანან მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევდნენ ამ 4 პარტიიდან ერთ-ერთს და დღეს არიან იმედგაცრუებული იმის გამო, რომ წააგეს არჩევნები. ეს არის რეალობა. 26 ოქტომბერს რატომ ვიხსენებ და რატომ იხსენებენ ისინი მხოლოდ 28 ნოემბერს, იმიტომ, რომ სინამდვილეში ამ აქციების რეალური მიზეზი იყო არა რაიმე განცხადება. დღეს რაიმე მოთხოვნა აქვთ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით? ხომ ვითომ ევროინტეგრაციის გამო გამოვიდნენ ქუჩაში? ორი მოთხოვნა აქვთ სულ – ერთი არის პატიმრების გათავისუფლება და მეორე – რიგგარეშე არჩევნები. სად არის ევროკავშირი? 78-ე მუხლი ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში და ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა რადიკალურმა ოპოზიციამ თავის დროზე, ეს იყო 2017 წელი. რაც შეეხება ჩვენს 28 ნოემბრის განცხადებას, ამ განცხადებამ გამოიღო ძალიან სერიოზული შედეგი – შეწყდა შანტაჟი ამ თემით, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების გახსნა. ჩვენი ქვეყანა მუდმივ შანტაჟს ნამდვილად ვერ გაუძლებდა. ჩვენ ამოვედით სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან. სამ თვეში ერთხელ იკრიბება ევროპული საბჭო და ნახეთ, რა იყო დაგეგმილი. შარშან დეკემბერში უნდა შეკრებილიყვნენ და ეთქვათ, არ გიხსნი მოლაპრაკებებს, შემდეგ მარტში – არ გიხსნი მოლაპარაკებებს, მერე ივნისში, სექტემბერში, დეკემბერში და ასე უნდა გაგრძელებულიყო უსასრულოდ 2028 წლის ჩათვლით, არ ვიცი, 2029-ში რა მოხდებოდა. ამას უბრალოდ ვერ გაუძლებდა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ის, რომ არავისთვის მიგვეცა ქვეყნის მუდმივად შანტაჟის ქვეშ დატოვების საშუალება და ამ შედეგს მივაღწიეთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“, უკრაინის ხელისუფლება, უცხოელი პოლიტიკოსები – სრული კოორდინაცია იყო, რათა საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, ამაზე არ წავედით

გადავდოთ გვერდზე, რაც იყო დახურულ კარს მიღმა, გახსოვთ საჯარო მოწოდებები, საჯარო განცხადებები, რომლებსაც აკეთებდნენ ჩვენი „ენჯეოების“ ლიდერები და პოლიტიკოსები ომთან დაკავშირებით პირდაპირ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.ირაკლი კობახიძემ ასევე გაიხსენა მოწოდებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან.„ერთი ადამიანი თუ გამოვიდა ან „ენჯეოებიდან“, ან ოპოზიციიდან, ან დიპლომატებიდან, დღეს ხომ ბევრს საუბრობენ კონკრეტული ადამიანები, რომელიმემ დაგმო ან უარყოფითად შეაფასა თუნდაც, მაგალითად უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა შევხიდებოდით უკრაინას მსხვერპლის თვალსაზრისით? პირდაპირ ასეთი რამ თქვა, რომ ქალები, ბავშვები იღუპებიანო და დროა საქართველომ გადადგას ნაბიჯები იმისათვის, რომ ამაში შეგვეხიდოსო. ასეთი განცხადება გააკეთა დანილოვმა. ვინმემ გააკრიტიკა? ერთი ოპონენტი ჰყავდა ამ განცხადებას? თან ეს ხომ პირდაპირი თავდასხმა იყო, შეტევა საქართველოზე, არა ხელისუფლებაზე, ეს იყო პირდაპირ თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე. ერთი კრიტიკოსი გამოჩნდა? რა თქმა უნდა – არა. როდესაც პოდოლიაკი გამოდიოდა, უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი და პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ, რომელიმე გამოვიდა, თქვა, რომ ეს იყო არასწორი? ყველაზე რბილი განცხადებაც რომ გაეკეთებინათ, არაფერი, არანაირი განცხადება იმიტომ, რომ სინამდვილეში იყო სრული კოორდინაცია. რომ მოდიოდა ეს ადამიანი და დახურულ კარს მიღმა მოთხოვნებს გვიყენებდა, მაგალითად სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით, როცა უარს ვამბობდით, მეორე დღეს გამოდიოდა ქუჩაში ოპოზიცია და ზუსტად იგივე მოთხოვნას აყენებდა. სრული კოორდინაცია იყო. მოსული იყო იგივე ადამიანი და ასეთი რამე თქვა მებრძოლ მოხალისეებთან დაკავშირებით –  ორი თვითმფრინავი გაუშვი და მეტს არ გთხოვთო. ასეთი რაღაც თქვა სიტყვა-სიტყვით. როცა მიიღო უარი, მეორე დღეს დაგვიყენეს ქუჩაში ოპოზიცია. სრული კოორდინაცია იყო. აქეთ კონკრეტული ადამიანი, რომელიც მოდიოდა დახურულ კარს მიღმა, მერე შეუერთდა მას მოგვიანებით იმ ფონდის წარმომადგენელი, რომელიც ვახსენე, აქეთ რადიკალური ოპოზიცია, აქეთ „ენჯეოები“, უკრაინის ხელისუფლება, უცხოელი პოლიტიკოსები – სრული კოორდინაცია იყო, რათა საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. არ წავედით ამაზე და ამას მოჰყვა რა, არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ვინმემ ახსნა, რატომ არ მიენიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში? არავითარი ახსნა და ა.შ. ყველაფერს ვიხსენებ, ეს ყველაფერი არქივში დევს ხომ. ეს ყველაფერი არის ის, რაც ხდებოდა საჯაროდ“, –  განაცხადა პრემიერმა.

მარკო რუბიოსა და მაიკ უოლცის განცხადება – ზელენსკიმ მოითხოვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, კონკრეტულად, Patriot-ი, ტრამპი დათანხმდა, რომ მასთან იმუშავებს, რათა გაარკვიოს, რა არის...

დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შედგა შესანიშნავი სატელეფონო საუბარი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს უკრაინული და ამერიკული გუნდების ნაყოფიერი მუშაობის დაწყებისთვის ჯიდაში 11 მარტს. ორივე ქვეყნის მაღალჩინოსნების შეხვედრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ომის დასრულებისკენ სვლას, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე წაიკითხა.„პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით „ჯაველინის“ რაკეტებისთვის, რომლის მიმწოდებელიც პირველად პრეზიდენტი ტრამპი იყო და მისი ძალისხმევისთვის მშვიდობის მიმართულებით. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და აშშ გააგრძელებენ ერთად მუშაობას ომის რეალური დასრულებისთვის, და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შესაძლებელია.პრეზიდენტმა ტრამპმა სრულად აცნობა პრეზიდენტ ზელენსკის პუტინთან საუბრისა და განხილული მთავარი საკითხების შესახებ. მათ მიმოიხილეს ვითარება კურსკში და შეთანხმდნენ, რომ მჭიდროდ გაცვალონ ინფორმაცია თავდაცვის შტაბებს შორის, საბრძოლო ველზე სიტუაციის განვითარების მიხედვით.პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მისი მოქალაქეების დასაცავად, კონკრეტულად, Patriot-ის სარაკეტო სისტემები და პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა, რომ იმუშავებს მასთან ერთად, რათა გაარკვიოს, რა არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ევროპაში. ორივე ლიდერი ასევე შეთანხმდა ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტაზე ენერგეტიკის წინააღმდეგ. ტექნიკური გუნდები ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდებიან, სადაც იმსჯელებენ, რათა განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის გაფართოება შავ ზღვაზეც, სრულ ცეცხლის შეწყვეტამდე. ისინი შეთანხმდნენ, რომ ეს შეიძლება, იყოს პირველი ნაბიჯი ომის სრული დასრულებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. პრეზიდენტი ზელენსკი მადლიერი იყო პრეზიდენტის ლიდერობისთვის ამ ძალისხმევაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მზადყოფნა ცეცხლის სრული შეწყვეტის მისაღწევად.პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განიხილა უკრაინის ელექტრომომარაგება და ატომური ელექტროსადგურები. მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ძალიან დაეხმაროს ამ სადგურების მუშაობას ელექტროენერგიისა და კომუნალური მომსახურების მხრივ. აშშ-ის მიერ ამ სადგურების ფლობა იქნებოდა საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისთვის და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისთვის.პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს ჰუმანიტარული საკითხების მუდმივად წამოწევისთვის, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლისთვის. მან აღნიშნა, რომ მათ ახლახან ჰქონდათ ტყვეების წარმატებული გაცვლა და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ამ საკითხში მისი ლიდერობისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე ჰკითხა პრეზიდენტ ზელენსკის ომის დროს უკრაინიდან დაკარგული ბავშვების შესახებ, მათ შორის მათ შესახებ, ვინც გაიტაცეს და პრეზიდენტი ტრამპი დაჰპირდა, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს ორივე მხარესთან, რათა დაეხმაროს ამ ბავშვების სახლში დაბრუნებაში. შეთანხმდნენ, რომ ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტის სამუშაოდ.პრეზიდენტებმა აღნიშნეს მათი მრჩეველებისა და წარმომადგენლების, განსაკუთრებით მდივან რუბიოს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცის, სპეციალური წარმომადგენლის, კელოგისა და სხვების პოზიტიური მუშაობა. პრეზიდენტებმა დაავალეს თავიანთ გუნდებს, წინ წამოწიონ ტექნიკური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის განხორციელებასა და გაფართოებასთან. პრეზიდენტებმა დაავალეს თავიანთ მრჩევლებსა და წარმომადგენლებს, რაც შეიძლება სწრაფად განახორციელონ ეს სამუშაო. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შემდგომ შეხვედრებზე გუნდებს შეუძლიათ, შეთანხმდნენ ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით წინსვლის ყველა აუცილებელ ასპექტზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მარნეულში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – დაღუპულია ახალგაზრდა კაცი

მარნეულში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულია ახალგაზრდა კაცი.ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესაბამისი ჯგუფი.

ბოლო სიახლეები