ხუთშაბათი, მაისი 22, 2025

რუსუდან შარაძე – გიორგი ბარათელი 2012 წლის შემდეგ მოჰყვა, რომ 2007 წლის 20 მაისს, ჯერ კიდევ შუადღეს ის ქუჩაში აიყვანეს, თბილისის ზღვაზე ურტყეს, აწამეს, სთხოვდნენ, ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ქართველი ფილოლოგისა და მეცნიერის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე მისმა შვილმა, რუსუდან შარაძემ ისაუბრა.

რუსუდან შარაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ გიორგი ბარათელი მოჰყვა, რომ 2007 წლის 20 მაისს, ჯერ კიდევ შუადღეს ის ქუჩაში აიყვანეს, წაიყვანეს თბილისის ზღვაზე, ურტყეს, აწამეს და სთხოვდნენ, ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა.

რუსუდან შარაძის განმარტებით, ბარათელმა თქვა, რომ არ იცოდა, თუ ცოცხალ კაცზე აიძულებდნენ მკვლელობის დაბრალებას, რადგან გურამ შარაძე იმავე დღეს, საღამოს მოკლეს.

„მკვლელმა მოახდინა ორი საკონტროლო გასროლა და ამას შეესწრო ჩემი მეგობარი. ჩემი მეგობარი „არკის“ უკან იდგა და უყურებდა, რომ ვიღაც კაცი ძირს არის, ზემოდან დაადგება მკვლელი, ახდენს ორ საკონტროლო გასროლას და ეგრევე ავარდება შანიძეზე. ჩემმა მეგობარმა მთელი შანიძის ქუჩა, პეტრიაშვილამდე სდია შორიახლოს, ამასობაში გზად უკვე დაინახეს ჩემი მშობლების მეგობრებმა. ოფიციალური ვერსიითაც და მოწმეებიც ამბობენ, რომ უკან მისდევდა ერთი პოლიციელი, შემდეგ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეს იყო ლევან ბოჭორიშვილი, ცრუ მოწმე. ასევე ცრუ მოწმე, რობერტ პანიევი, რომელიც მელიქიშვილზე დარჩა ცოტახნით, ვიდრე ხიზანიშვილი მობრძანდა და შემდეგ ისევ დაედევნა თავის მეწყვილე ბოჭორიშვილს. მოკლედ, უკან მისდევს ორი პოლიციელი ვითომ ბარათელს. ნამდვილი მკვლელი შევარდება ჯერ შანიძის ქუჩის 10-12 ნომერში, ხორავას ეზოდან გამორბის, შემდეგ პეტრიაშვილისკენ მირბის და სანამ ჩიხში არ შევიდა, და უკან პოლიცია არ მისდევდა პეტრიაშვილზე, იქამდე უყურა ჩემმა მეგობარმა. ამის მერე მოვიდა პოლიცია, ჩადგა გზაჯვარედინზე მანქანით. მჟავანაძის სახლის უკან ჩიხია, მკვლელი იქიდან გავიდა სამშვიდობოზე. ეს ისეთი სცენარია, ფანტასტიკის სფეროა, ალბათ ვინც არ იცის სააკაშვილის რეჟიმი და ვისაც არ მოუსმენია თქვენი სხდომები, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ოფიციალური ვერსია ამაზე უფრო ფანტასტიკად ჟღერს. ამ დროს გამოიყვანეს ბარათელი შანიძის და ხორავას კუთხეში, იქ ნახეს მოწმეებმა, რომლებიც მას იცნობენ და მიესალმენ. წესით, ბარათელი უნდა გარბოდეს, ორმხრივ სროლაში და უკან მოსდევდეს პოლიცია. გიორგი ბარათელი უკვე 2012 წლის შემდეგ მოჰყვა, რომ 20 მაისს ჯერ კიდევ შუადღეს ის ქუჩაში აიყვანეს, წაიყვანეს თბილისის ზღვაზე, ურტყეს, აწამეს, სთხოვდნენ, ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა. მან თქვა, რომ უკვე მოკლული მეგონა, არ ვიცოდი, თუ ცოცხალ კაცზე მაიძულებდნენო. ამის შემდეგ წაიყვანეს, ჩაკეტეს ფარეხში და ელოდებოდნენ შესაბამის დროს, რათა გამოეყვანათ და მიეყვანათ იქ, სადაც მკვლელმა გაირბინა“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სატვირთო მატარებელი, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა – შემთხვევა სოფელ ახალსოფელთან მოხდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელთან, სატვირთო მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო ბრიგადა.შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა.

ალან ბერსე: ის, რაც მიუღებლად ითვლება საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა შეფასდეს გერმანიაში ან რუმინეთში, რადგან ორმაგი სტანდარტები ევროპის სანდოობას აზიანებს

Euronews-მა გამოაქვეყნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს სტატია „დემოკრატია ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია“, რომელშიც სხვა თემებთან ერთად განხილულია უცხოური გავლენების შესახებ კანონები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არის მიღებული.„მთელ ევროპაში უცხოური გავლენის შესახებ კანონები შემოდის. მათი განზრახვა შესაძლოა ლეგიტიმური იყოს. მაგრამ, როგორც უკვე განვმარტე, ეს ზომები არ უნდა იყოს გამოყენებული კრიტიკის ჩასახშობად ან სამოქალაქო სივრცის შესამცირებლად. ეს კანონები ორმაგი სტანდარტების გარეშე უნდა იყოს განხილული, განსაკუთრებით სასამართლოს მიერ.ის, რაც მიუღებლად ითვლება საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა შეფასდეს გერმანიაში ან რუმინეთში. რადგან ორმაგი სტანდარტები, რეალური იქნება ეს თუ აღქმული, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას და აზიანებს ევროპის სანდოობას, განსაკუთრებით გლობალური სამხრეთის თვალში“, - წერს ბერსე.

გია ვოლსკი – ლიეტუვის ორმაგი თამაში განპირობებულია გარკვეული პოლიტიკური სცენარით, რომელიც ხელისუფლების შესაცვლელად ჩამოყალიბდა

რუსეთთან ინტენსიურად მოვაჭრე ლიეტუვას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ჩვენ მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, საქართველოში ელექტრონული არჩევნები არ ყალბდება, საგარეო კურსი არ შეცვლილა და ადამიანის უფლებების დაცვა მაშინ არ გახსენებიათ, როცა წინა ხელისუფლების დროს ადამიანებს წამებით კლავდნენ.„არ ვთვლი, რომ ლიეტუვის გადაწყვეტილება პრინციპულ მოსაზრებებზეა დაფუძნებული. ელექტრონული არჩევნები არ ყალბდება, საგარეო კურსი არ შეცვლილა და ადამიანის უფლებების დაცვა მაშინ არ გახსენებიათ, როცა წინა ხელისუფლების დროს ადამიანებს წამებით კლავდნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ორმაგი თამაში მნიშვნელოვნად განპირობებულია გარკვეული პოლიტიკური სცენარით, რომელიც ხელისუფლების შესაცვლელად ჩამოყალიბდა. მათი საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლაც და ახალგაზრდებისადმი სისხლისღვრისკენ მოწოდებაც სწორედ ამით იყო განპირობებული. რუსეთთან ინტენსიურად მოვაჭრე ლიეტუვას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ჩვენ მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს. ეს პოლიტიკური კონიუნქტურაა. ერთი მხრივ, გასაგებია, თუმცა, მეორე მხრივ, მისი უსამართლობა და მისი ბნელი, კონსპირაციული მხარეც უნდა აღინიშნოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.ლიეტუვამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა.

დონალდ ტუსკი არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს ტრამპმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ რუსეთი მშვიდობას არ ეძებს, რადგან ომში თავს გამარჯვებულად მიიჩნევს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ რუსეთი მშვიდობას არ ეძებს, რადგან ამ ომში თავს გამარჯვებულად მიიჩნევს.„მე არ ვადასტურებ ასეთ ინფორმაციას. თუმცა ვადასტურებ, რომ სიტუაცია რთულია, რადგან რუსულ მხარეს არ აქვს კეთილი ნების ნიშანწყალიც კი, რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტოს ცეცხლი და დაიწყოს გულწრფელი სამშვიდობო მოლაპარაკებები. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა, ასევე „ევროპულმა ოთხეულმა“ ჩამოაყალიბეს ძალიან მკაფიო პირობა, ცეცხლის შეწყვეტა ყოველგვარი პირობების გარეშე, ანუ მოლაპარაკებების დაწყებამდე, რათა ადამიანების სიკვდილი შეწყდეს“, – განაცხადა ტუსკმა.ცნობისთვის, პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი არ მონაწილეობდა.

ბადრი ჯაფარიძე – მე თვითონ გირაო გადავიხადე, არ გავუადვილებ რეჟიმს ჩემს დაპატიმრებას, ეს სურვილი, უკვე დიდი ხანია, აქვს, მეექვსე წელია, გვდევნის

მე არ გავუადვილებ ივანიშვილს ჩემს დაპატიმრებას, მას ეს სურვილი, უკვე დიდი ხანია, აქვს, მეექვსე წელია, გვდევნის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.მისივე თქმით, ესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ იხდიან გირაოს, რადგან საგამოძიებო კომისია კანონს მიღმა, კონსტიტუციის დარღვევითაა შექმნილი.„საგამოძიებო კომისია თვითონ არის კანონის მიღმა, რადგან კონსტიტუციის 42-ე მუხლი განსაზღვრავს საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას. კონსტიტუციაში იმპერატიულად წერია, რომ, მინიმუმ, 50% საგამოძიებო კომისიის უნდა შედგებოდეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან. მსგავსი რამ არ არის ამ საგამოძიებო კომისიაში, ის არის კონსტიტუციის დარღვევით შედგენილი, არის კანონის მიღმა, ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება არის კანონს მიღმა. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიაზე არმისვლა ვერ იქნება დანაშაული, რადგან თვითონ საგამოძიებო კომისია არის კანონდარღვევით შექმნილი.შემიძლია გითხრათ, რომ მე თვითონ გადავიხადე გირაო. არ მოვუწოდებ არავის, მაინც და მაინც მე მომბაძოს. მე არ გავუადვილებ ივანიშვილს ჩემს დაპატიმრებას, მას ეს სურვილი, უკვე დიდი ხანია, აქვს, მეექვსე წელია, გვდევნის. მოყენებული გვაქვს მუხლი, რომელიც გულისხმობს ერთ წლამდე პატიმრობას, ეს იქნება მორიგი შეთითხნილი ბრალდება, მაგრამ მე გადავწყვიტე, არ გამეადვილებინა მისთვის ჩემი საპატიმროში გამომწყვდევა გირაოს არგადახდის გამო. ამასთან, აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ იხდიან გირაოს, რადგან საგამოძიებო კომისია არის კანონს მიღმა, კონსტიტუციის დარღვევით შექმნილი. ყველა ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ასეთ კომისიას, არის კონსტიტუციის დარღვევის მომხრე. არ არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც დამისახელებს ერთ ოპოზიციონერს საგამოძიებო კომისიაში. გთხოვთ, დამისახელოთ ერთი ოპოზიციონერი საგამოძიებო კომისიაში, რომელსაც ერთი კრიტიკული შენიშვნა აქვს ნათქვამი „ქართული ოცნების“ მიმართ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.ჟურნალისტმა ბადრი ჯაფარიძეს კითხვა დაუსვა: „გირაოს საკითხი ოპოზიციის შიგნით უთანხმოების საგანი გახდა, მაგალითად, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ვინც გირაოს იხდის, მათთან შედარებით მორალურ უპირატესობას გრძნობს, როგორ გესმით ეს?“საპასუხოდ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ყველა ადამიანი სუბიექტურად იღებს გადაწყვეტილებას და თავად ის გააკეთა, რაც მიზანშეწონილად ჩათვალა.„ყველა ადამიანი სუბიექტურად იღებს გადაწყვეტილებას, ეს არის მისი პოზიცია. მე მიმაჩნია, რომ მათ ასევე ჰქონდათ უფლება, არ გადაეხადათ და არ გადაიხადეს. მე რაც ჩავთვალე მიზანშეწონილად, ის გავაკეთე, რადგან ვფიქრობ, რომ არ გავუადვილო ივანიშვილს ჩემი საპატიმროში გამომწყვდევა. ეს იქნებოდა მისთვის ჩემი დაპატიმრების გამარტივება. მათ აქვთ საშუალება, მომიყენეს მუხლი, რომელიც გულისხმობს ერთ წლამდე პატიმრობას, შეუძლიათ, ამ მუხლით გამასამართლონ და მომისაჯონ პატიმრობა. ეს იქნება მორიგი შეთითხნილი ბრალდება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მე გადავწყვიტე, რომ, გირაოს არგადახდის გამო, არ მიმეცა მათთვის საშუალება, დავეპატიმრებინე“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.ჟურნალისტის კითხვაზე, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე მისვლით მიანიჭა თუ არა ამ კომისიას ლეგიტიმაცია, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ გახარიას კანონით განსაზღვრული ლეგიტიმაციის მინიჭების ფუნქცია არ აქვს.„არა, თვითონ გახარიამ პირდაპირ უწოდა არალეგიტიმური, პირდაპირ თქვა მისვლისას, რომ ეს არალეგიტიმურია. ლეგიტიმაციას გახარია ვერ მიანიჭებს. გახარიას არ აქვს ეს კანონით განსაზღვრული ფუნქცია, რომ მისი მისვლით კანონით განსაზღვრული ლეგიტიმაცია მიანიჭოს პარლამენტს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ბოლო სიახლეები