რუსმა ოკუპანტებმა 2389 უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს – უკრაინული მხარე

Read Time:36 Second

რუსმა საოკუპაციო ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში 2389 ბავშვი უკანონოდ გაიტაცეს. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ გადაასახლეს 2389 ბავშვი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ რეგიონებში იმყოფებოდნენ.

აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების იძულებით გადაყვანით გატაცების ნიშნები იკვეთება. ასეთი ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა.

სახლების ნგრევით და მშობლების მკვლელობით, რუსეთის ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს რუსეთის ტერიტორიაზე შემდგომ საფრთხის წინაშე აყენებს“, – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინოს ბავშვების უკანონო გაყვანაზე, გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ცაგარეიშვილი „გორბის“ კვლევაზე: ადმიანებს ჰქონდათ კისა და არას თქმის საშუალებაც. არავინ არავის არც კისთვის სჯის და არც არასთვის
Next post 13-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე