ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025

რუსთავში ორი კაცი ნარკოტიკული თრობისგან უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ვიდეო

რუსთავში, ლეონიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი კაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ფაქტის ამსახველ ვიდეოს „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, კაცებმა მძიმე ნარკოტიკული საშუალება ლეონიძის სკვერში მიიღეს, რამდენიმე წუთში კი გონება დაკარგეს.

ადგილზე დროულად მივიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. 43 წლის კაცი გონზე მალევე მოვიდა, შედარებით რთული იყო 28 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა. ექიმებმა პაციენტებს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილია თოფურიას დედა მიმართვას ავრცელებს

UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, ცხოვრებაში რთულ პერიოდს გადის. სპორტულ წარმატებას პირადი კრიზისი მოჰყვა.ქართველმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა და 2026 წლის პირველ კვარტალში ჩხუბზე უარი განაცხადა.ილიას ამ განცხადებას, პირველი საჯარო მხარდაჭერა დედამ, ინგა თოფურიამ გამოუცხადა და ილიას პოსტზე დაწერილი კომენტარით შვილს ამხნევებს. მისი თქმით, ილია ყველაზე ჰუმანური ადამიანი, ვისაც კი იცნობს.„ყველაზე საუკეთესო შვილი, ყველაზე ჰუმანური ადამიანი ვისაც ვიცნობ. მხოლოდ უფალმა იცის, თუ რამდენი ადამიანის ბედია შენზე დამოკიდებული და რამდენს შრომობ ამისთვის. ყველაფერი კარგად იქნება და რაც მთავარია, შენ ვერავინ წაგართმევს სიმშვიდეს, უფალმა დაგლოცოს, შვილო“, - წერს ინგა თოფურია.ცნობისთვის,  ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი, ოფიციალურად ითხოვს განქორწინებას და ჩემპიონის ქონების ნახევარს.

OpenAI-მ სურათების გენერირების ახალი მოდელი გამოუშვა

OpenAI-მ გამოსახულებების ახალი გენერატორი ChatGPT Images წარადგინა. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოდელი ტექსტური მოთხოვნების საფუძველზე სურათების შექმნისთვის და მათი ზუსტი რედაქტირებისთვის არის განკუთვნილი.ChatGPT Images ფოკუსირებულია გამოსახულების დეტალების შენარჩუნებაზე. გენერაციის სიჩქარე ოთხჯერ გაიზარდა, ხოლო სურათები უფრო რეალისტური გახდა.„ჩვენი გამოსახულების გენერაციის ახალი ფლაგმანური მოდელის წყალობით, თქვენ მიიღებთ ზუსტად იმ შედეგს, რომელსაც წარმოიდგენთ - მიუხედავად იმისა, ქმნით რამეს ნულიდან თუ არსებულ ფოტოს ცვლით“, - აღნიშნეს OpenAI-ში.კომპანიაში ხაზი გაუსვეს, რომ მოდელში მოწინავე ტექნოლოგიებია გამოყენებული. პარალელურად, კომპანიამ გამოსახულებებთან მუშაობისთვის განახლებული ინტერფეისი წარადგინა. ChatGPT Images ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი 16 დეკემბერს გახდა.

NATO დღესდღეობით, ეს არის უალტერნატივო არჩევანი მსოფლიოში უსაფრთხოების მიმართულებით – ტატა ხვედელიანი

"ნატო, დღესდღეობით, ეს არის უალტერნატივო არჩევანი მსოფლიოში უსაფრთხოების მიმართულებით", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი საუბრობს.მისი თქმით, არსებულ ვითარებაში საქართველოს ძალიან სჭირდება სტაბილური უსაფრთხოების გარანტიები."ჩვენს ქვეყანას არსებულ ვითარებაში და არსებული გლობალური პოლიტიკის მოცემულობაში, ძალიან სჭირდება სტრატეგიულად გათვლილი და ასევე, სტაბილური უსაფრთხოების გარანტიები. ნატო, დღესდღეობით, ეს არის უალტერნატივო არჩევანი მსოფლიოში, უსაფრთხოების მიმართულებით," - აცხადებს ტატა ხვედელიანი.

კახა კალაძე – რაღაც განცხადებები კეთდება, ვითომ ჩვენზე ზრუნავენ, არავინ იკლავს თავს ქართველ ხალხზე, ყველა გამოდის თავისი ინტერესებიდან, შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ცივი გონებით...

საქართველოს ძალიან ბევრი სირთულე აქვს ნანახი და გამოვლილი, ამიტომ დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.კერძოდ, კალაძე გამოეხმაურა კაია კალასის იმ განცხადებას, სადაც კალასი ამბობს: „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას“.კახა კალაძის თქმით, ყველა მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა ყველაფერი ნათელი გახადა.„ორმაგი სტანდარტის ბევრი მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გადავხედოთ მათ მიერ გაკეთებულ ყველა განცხადებას, რა თქმა უნდა, ტყუილითა და სიცრუით გაჯერებულს, რაც ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია. ამ ტიპის ბევრი სხვა განცხადებაც შეგვიძლია, მოვიყვანოთ, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამაზე დავიწყეთ საუბარი, რადგან შიგნიდან ბევრი რამ უკეთესად ჩანდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის შეიძლება, ბევრი რამ გაუგებარი იყო, თუმცა დღეს, მას შემდეგ, რაც მოხდა და რაც ხდება მსოფლიოში, ყველაფერი ხელის გულზე დევს, ყველაფერი ცხადი და ნათელია. ჩვენ არავის უნდა მოვუსმინოთ. რაღაც განცხადებები კეთდება, ვითომ მეგობრული, ვითომ ჩვენზე ზრუნავენ – არავინ იკლავს თავს ქართველ ხალხზე და ჩვენს ქვეყანაზე. ყველა გამოდის თავისი ინტერესებიდან. შესაბამისად, ჩვენ გონიერი ხალხი ვართ, უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე, ძალიან ბევრი სირთულე გვაქვს ნანახი და გამოვლილი, ამიტომ დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ. ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ქვეყანას ისტორიული ფუნქცია აღვუდგინოთ, ამაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აქვს განსაკუთრებული როლი

საქართველოს აქვს უნიკალური, სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ეს ტრადიციული ისტორიული ფუნქცია, ამაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აქვს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი რვაკილომეტრიანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს იხსნება სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი რვაკილომეტრიანი მონაკვეთი.„მინდა, ყველას მოგილოცოთ ბარბარობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს, ბედობა დღეს ჩვენ ვხსნით ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის. ეს არის სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი რვაკილომეტრიანი მონაკვეთი, ეს არის კონკრეტულად ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი, რომელიც არის ოთხზოლიანი და არის უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გზა, რომელიც სამ ახალ ხიდს, ასევე ორ სატრანსპორტო კვანძს მოიცავს. ეს იყო საკმაოდ რთული მონაკვეთი და მადლობა სამინისტროს იმისათვის, რომ სათანადო ხარისხითა და სათანადო ვადებში განხორციელდა ეს პროექტი.ეს პროექტი სხვადასხვა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ განიტვირთება ქალაქი ლანჩხუთი, ასევე მიმდებარე სოფლები და ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნიშნავს ნაკლებ ხმაურს, მეტ კომფორტს, მეტ უსაფრთხოებას. მგზავრებისთვის ეს ნიშნავს შემცირებულ დროს და მეტ კომფორტს, შესაბამისად, სხვადასხვა თვალსაზრისით არის ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის ამ პროექტის დასრულება. წელს ჩვენ უკვე გავხსენით რიკოთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეს არის რიკოთის შემოვლითი გზა. დღევანდელი მონაკვეთი, 8-კილომეტრიანი მონაკვეთი არის 12-კილომეტრიანი სამტრედია-გრიგოლეთის გზის შემადგენელი ნაწილი. სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება მთლიანად ამ მონაკვეთის მშენებლობა.საქართველოს აქვს როგორც მოგეხსენებათ, უნიკალური მდებარეობა, სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ეს ტრადიციული ისტორიული ფუნქცია. ამაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აქვს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები