რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გრძელდება.
ტერიტორიაზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა. აქციის მონაწილეების მხრიდან იყო პიროტექნიკის გამოყენების ერთეული შემთხვევები, თუმცა ამას ადგილზე ვითარება არ დაუძაბავს.
ასევე იყო შემთხვევა, როდესაც დემონსტრანტები პარლამენტის რკინის ჯებირს უბრახუნებდნენ, თუმცა არც ამ შემთხვევას მოჰყოლია რაიმე ინციდენტი.
ადგილზე არ შეიმჩნევა საპოლიციო ძალების განსაკუთრებულ მობილიზება. აქციის მონაწილეები იმყოფებიან, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წინ, ასევე რუსთაველის თეატრისა და სასტუმრო “მერიოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე.
პროტესტის მე-14 დღე მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობს.