აქცია რუსთაველის გამზირზე – უკვე ერთი თვეა, საქართველოში პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებს პარლამენტთან სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი.
მთავარი მოთხოვნები კი უცვლელია – დემონსტრანტები კვლავ ითხოვენ აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას.
ადგილზე იმყოფება რამდენიმე საპოლიციო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანა.