დაპირისპირება იყო რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სამართალდამცველს ხელი გაარტყა.
დღევანდელ აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობის დროსაც.