ხუთშაბათი, მაისი 8, 2025

რუსეთში არსებული ვითარების ფონზე, ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით ჩაფრინდა.

რუსეთში არსებული ვითარების ფონზე, განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით ჩაფრინდა მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტი. 4-დღიანი ვიზიტის განმავლობაში, სი ძინპინი დაესწრება მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს.

კრემლის ინფორმაციით, პუტინს და სი ძინპინს შორის დაგეგმილია როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრები.

დღის წესრიგში შედის საერთაშორისო საკითხების განხილვა, მათ შორის BRICS-ის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის და “დიდი ოცეულის” საკითხები. მხარეები ასევე განიხილავენ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გია ვოლსკი – მსოფლიო იცვლება, საფრთხეები რეალურია და ამ საფრთხეებს პრაგმატული პოლიტიკა უნდა დავუპირისპიროთ

საქართველოს ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის და ხალხის ინტერესებისთვის ზრუნავს, ხშირ შემთხვევაში თავის საგარეო პოლიტიკით არ ემთხვევა იმ პოლიტიკას, რომელიც ბრიუსელს მსოფლიოში მიმდინარე ომის პირობებში გააჩნია, ეს კონგრესის გადაწყვეტილებაში აისახა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, უსამართლობის ხარისხმა მოიმატა.„მთელ მსოფლიოში დაუნდობელი ომი მიმდინარეობს, საქართველო ამ დაპირისპირების ერთ-ერთი სეგმენტია. უსამართლობასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ცივსისხლიან პრაგმატიზმზეც, რომელიც ასეთი აქტის მიღებას განაპირობებს. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის და ხალხის ინტერესებისთვის ზრუნავს, ხშირ შემთხვევაში თავის საგარეო პოლიტიკით არ ემთხვევა იმ პოლიტიკას, რომელიც ბრიუსელს გააჩნია ომის პირობებში, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს. გარკვეულწილად ეს კონგრესის გადაწყვეტილებაში აისახა. იმედს ვიტოვებთ, საბოლოო ჯამში, საღი აზრი გაიმარჯვებს, ვინაიდან, ისტორიის არცერთ ეტაპზე ჩვენ, როგორც მოკავშირეს, არ გვიღალატია მთავარი პრინციპისთვის, გინდათ, ამერიკის შეერთებული შტატების გვერდზე დგომით და თუნდაც, იმ ევროპული ფასეულობების დაცვით, რაც საქართველოში დღეს არსებობს და ასეთი თვალნათელია. ჩვენ მართლები ვართ ჩვენი ხალხის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე. ამ გადაწყვეტილებებს თუკი განაპირობებს გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურა, ამასაც მყარად, საღი აზრით და საზოგადოებისადმი რეალური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებით უნდა შევხვდეთ. ეს არის ის ფორმულა, რომელსაც დღეს მივყვებით“, – განაც ხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, „დიფ სთეითის“ შტაბბინა ბრიუსელში გადაინაცვლა.„აშშ-ში სერიოზული და მასშტაბური ბრძოლა მიმდინარეობს. უამრავი ადამიანი სამსახურიდან დათხოვილია, რომელიც კონკრეტულ სტრუქტურებს ემსახურება და ჭანჭიკებს წარმოადგენენ იმ უშველებელ სისტემაში, რომელსაც „დიფ სთეითი“ მართავს. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია კონკრეტული მოსამართლისგან მოითხოვს, აღიაროს, რომ „დიფ სთეითან“ დაკავშირებულ ორ ადამიანთან კავშირი არ ჰქონდა და უტევდა ტრამპს, როდესაც ის პრეზიდენტი იყო პირველი ვადით, ახლაც და როდესაც ტრამპი პოლიტიკაში არ იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, ყველამ ბრიუსელის ერთი დამახასიათებელი ნიშანი უნდა გაითვალისწინოს, ქვეყნები კი არ განაპირობებენ პოლიტიკას კონსენსუსით, არამედ ბიუროკრატია განაპირობებს გარკვეულ პოლიტიკურ ნაბიჯებს.„მსოფლიო იცვლება, საფრთხეები რეალურია და ამ საფრთხეებს პრაგმატული პოლიტიკა უნდა დავუპირისპიროთ, ისევე, როგორც ჩვენ გვიპირისპირდება პრაგმატული და ცივსისხლიანი პოლიტიკა. საქართველოში გარკვეული ძალა არსებობს, რომელიც გლობალური ომის პარტიას სრულად ექვემდებარება, რომელიც მსოფლიოს მართვის პრეტენზიას აცხადებს. იმედი გვაქვს, ეს ძალა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ბრძოლაში დამარცხდება. ახლი ადმინისტრაციაც მარტო არ უნდა დარჩეს, რადგან ეს ბრძოლა არ შეიძლება, რომელიმე ძალის ასპროცენტიანი გამარჯვებით დამთავრდეს. გარდამავალ უპირატესობას ვხედავთ, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაშიც. „მეგობარი აქტი“ გარდამავალი უპირატესობის ერთ-ერთი გამოხატულებაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გურამ მაჭარაშვილი – ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ სალომე ზურაბიშვილი უცხოელი აგენტების სიაში ჩაეწერა, ამას პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგაც აგრძელებს

ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ სალომე ზურაბიშვილი უცხოელი აგენტების სიაში ჩაეწერა. ამას მას შემდეგაც აგრძელებს, რაც პრეზიდენტობის ვადა გაუვიდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, საზოგადოება ხედავს, ქართულ სახელმწიფოს ვინ ებრძოდა და ვინ ებრძვის.„არსებობს ამოჩემების სინდრომი – ამოჩემებული აქვს და პრეზიდენტობის ვადა გაიგრძელა, ხან აღლუმის მიღებას აპირებს, ხან საქართველოს უცხოეთში წარმოდგენას. ქართული საზოგადოება ხედავს, ქართულ სახელმწიფოს ვინ ებრძოდა და ვინ ებრძვის. გასაგებია, რომ მას ნულოვანი რესურსი აქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მხარდაჭერა აქვს და მისი გამოხდომებიც აქედან გამომდინარეობს. მას „ნაცმოძრაობაში“ და მის ანასხლეტებში არანაირი რესურსი არ აქვს, ისინიც კი ცუდად იხსენიებენ“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – სხდომაზე დაზარალებულ პოლიციელებს დაკითხავენ

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესზე დაზარალებულ პოლიციელებს დაკითხავენ.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.დღევანდელ პროცესზე პროკურატურას 8 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. მათგან 5 პოლიციელია და მათ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ამ ეპიზოდზე 40 პოლიციელია დაზარალებული.ადვოკატების განმარტებით, გამოკითხვის ოქმის მიხედვით, პოლიციელები ვერ ამბობენ, ბრალდებულებიდან რომელიმემ განახორციელა თუ არა მათი დაზიანება.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

VIDEO: PSG-ს პრეზიდენტმა კვარას ინტერვიუ შეაწყვეტინა… – ნახეთ, ემოციური კადრები

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ PSG-ს პრეზიდენტმა კვარას დროებით ინტერვიუ შეაწყვეტინა და ჩაეხუტა.ვიდეოს უამრავი დადებითი გამოხაურება აქვს.შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდა.პსჟ-მ ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:1 (1:0, 2:1) დაამარცხა და არსებობის ისტორიაში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (პირველად 2020 წელს „ბაიერნთან“ 0:1 დამარცხდა).ფინალი 31 მაისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე“გაიმართება, სადაც „პსჟ“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.ნახეთ, ვიდეო:

ბუნებრივია, ევროკავშირი შეშფოთებულია, რადგან მათ აღელვებთ საქართველოს ბედი – გიორგი ბარამიძე

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადება, სადაც თქვეს, რომ კონგრესის მიერ "მეგობარი აქტის" მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. "ინტერპრესნიუსს" ევროკომისიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ხელისუფლების ქმედებები შორსაა იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან.პასუხად, "ქართულ ოცნებაში" "დიფ სთეითის" მოქმედებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებში დაწყებული თემა ახლა ევროპაში გააქტიურეს. შეფასება გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებშიც.პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ევროკავშირს აღელვებს საქართველოს ბედი და მიმდინარე პროცესებით ის შეშფოთებულია."ბუნებრივია, ევროკავშირი შეშფოთებულია, რადგან მათ აღელვებთ საქართველოს ბედი, მათ უნდათ, რომ საქართველოში იყოს ნამდვილი მშვიდობა, ცივილიზებული, დემოკრატიული,სტაბილური განვითარება, რომელსაც მოაქვს ნებისმიერი ცივილიზებული ერისთვის ის კეთილდღეობა და პროგრესი, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის", - განახადა გიორგი ბარამიძემ.

ბოლო სიახლეები