შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსული ძალების მიერ, უკრაინაში ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობით, რის მიხედვითაც რუსებმა შეიძლება ჩაატარონ ცრუ დროშის ოპერაცია ან უკრაინის ტერიტორიაზე ტაქტიკური სამხედრო ოპერაციები. ამის შესახებ გაეროში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტები მკვლელობებისთვის, როგორც დადგმული ან ყალბი ინციდენტის ნაწილი, ან ტაქტიკური სამხედრო ოპერაციები“, – განაცხადა გრინფილდმა.
თომას-გრინფილდმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა მსოფლიო კრემლის განზრახვების შესახებ, შექმნას საბაბი უკრაინაში შეჭრისთვის, მათ შორის უკრაინაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის სავარაუდო განვითარების შესახებ გავრცელებულ ნარატივებზე.
„ჩინეთი დაეხმარა მოსკოვს ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში და ამით მხარი დაუჭირა რუსეთის აღმაშფოთებელ სიცრუეს“, – თქვა ელჩმა.