უკრაინაში შექმნილ ვითარებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
“დღეს დილას, სუმში შექმნილი სიტუაცია გულის ამაჩუყებელია. პალმის რტოს დღესასწაულის აღსანიშნად შეკრებილ საზოგადოებას რუსული რაკეტები დახვდათ. ეს კიდევ ერთი ცხადი მაგალითია იმის, რომ რუსეთი უკრაინის მხრიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, თავდასხმებს ამძაფრებს. ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა“, – წერს კაია კალასი პლათფორმა “იქსზე“.