რუსული მედიის ინფორმაციით, „რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ევგენი გრაბჩაკი, გამოჩენილ აფხაზ პოლიტიკოსს, ბადრა გუნბას შეხვდა“.
რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, დიდი მასშტაბის ენერგეტიკული კრიზისის დაწყებიდან პირველად, ელექტროენერგიის მარაგის საკითხების განხილვის შესაძლებლობა გამოჩნდა და რუსეთი მზად არის ელექტროენერგიის მიწოდებისთვის აფხაზეთისთვის.
მედიის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელს შეხვდა რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი, სადაც ითქვა, რომ აფხაზეთს ფინანსური დახმარება გაუგზავნეს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნებისათვის.
ბადრა გუნბასთან შეხვედრა გამართა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, რომან სტაროვიტმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გამშვები პუნქტების შესაძლებლობები ერთნახევარჯერ გაიზრდება.
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია აფხაზეთთან ურთიერთქმედების გაძლიერებით. ლავროვის თქმით, მოსკოვში მოელიან აეროპორტის გახსნას სოხუმში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აფხაზეთში ტურიზმის განვითარებას.
ცნობისთვის, ბადრა გუნბა 2024 წლის ნოემბრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, თუმცა რუსულ მედიას ის ამ სტატუსით არ მოუხსენიებია.