რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართა მის თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
„საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივასთან, 15 მაისს სტამბოლში უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.