რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირებისა და კომუნიკაციების განბლოკვის, კონფლიქტის შემდგომი ვითარების აღდგენის საკითხებს განიხილავენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჰაქან ფიდანი რუსეთში 25-27 მაისს ჩავა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, დაგეგმილია ამიერკავკასიაში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხების დეტალური განხილვა, მათ შორის სატრანსპორტო კავშირებისა და კომუნიკაციების განბლოკვის, რეგიონის კონფლიქტის შემდგომი რეკონსტრუქციის საკითხების.
„რუსეთი და თურქეთი დაინტერესებული არიან მშვიდობიანი და პროგნოზირებადი სამხრეთ კავკასიით. ამის მიღწევა შესაძლებელია 3+3 რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით. მოსკოვი მიესალმება სომხეთ-თურქეთის ნორმალიზაციის პროცესს“, – აღნიშნულია განცხადებაში.